წინასწარ არასდროს იცი რა მოხდება.
ვინ როგორ მოიქცევა, როცა პირისპირ აღმოჩნდება კონკრეტულ ფაქტთან.
სისულელეა განსაჯო მხოლოდ ეჭვით და თუნდაც საფუძვლიანი ეჭვი გვაძლევდეს ვარაუდების გამოტანის საშუალებას, არასდროს უნდა იფიქროთ სხვის ნაცვლად.
მთელი ცხოვრება მალავდა თავის ორიენტაციას თეჰიონი, შიშით, ალბათ იყო ამ შიშში რაღაც ოდენობით საზოგადოების შიშიც, მაგრამ მთავარი მიზეზი მამამისი იყო.
ძველმოდური და მეტად კონსერვატული მამაკაცი, რომელიც არასდროს იღებდა სიახლეებს ადვილად, უფრო სწორად არასდროს უნდოდა მიეღო სიახლეები.
ყოველთვის რისკავდა, მაგრამ მხოლოდ ბიზნესში.ისიც კარგად დატესტილი მეთოდების ხარჯზე, აი ასეთი კაცი გახლდათ უფროსი კიმი.
ის იყო მზრუნველი მამა და არაჩვეულებრივი მეუღლე ქალბატონი კიმისთვის. მიუხედავად თეჰიონის დედის მეტად თავისუფალი აზროვნებისა, ეს ორი სრულიად განსხვავებული პიროვნება ერთმანეთს ავსებდნენ. ბევრჯერ უთქვამს დედას თეჰიონისთვის, რომ მამამისს დაელაპარაკებოდა მასზე, მაგრამ თეჰიონის შიში იმდენად დიდი იყო, ყოველთვის უარზე იდგა. ჯიუტად ამტკიცებდა რომ მამამისი ვერ მიიღებდა მას, ვერ გაუგებდა და ის არასდროს იქნებოდა საამაყო შვილი მამამისისთვის. ასაკის მატებასთან ერთად შიში იმატებდა, რთულდებოდა ქერასთვის მამის წინაშე ეღიარებინა თავისი ნამდვილი სახე. სწორედ ისე, რაც უფრო დიდხანს ვმალავთ, მით უფრო რომ გვიჭირს გამჟღავნება. ამას უფროსი კიმის დაჟინებული სურვილი თეჰიონის გვერდით ლამაზი გოგონა ენახა, სულაც არ ამსუბუქებდა.
ახლა კი დგას გაფითრებული სახით სამზარეულოში, თავის საყვარელ მამაკაცთან ერთად, რომელიც საცოდავად ამოფარებია ქერას ზურგს და ნერვიულად აწვალებს თეჰიონის მაისურს. დგას და თვალის დახამხამებასაც ვერ ბედავს.
უყურებს მამამისის სახეს, ცდილობს ამოიკითხოს რაიმე სახის ემოცია მოხუცის სახეზე. ეძებს იმედგაცრუებას მის თვალებში, თუმცა არაფერი.
მოხუცის ტყვიასავით გასროლილი სიტყვები აქ რა ხდება? თითქოს ჰაერში გამოეკიდა და ზუსტ სამიზნეს ეძებს.
ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ვერც ერთი იღებს ხმას.
YOU ARE READING
it's good reason to go...
Fanfiction©მარიამი (completed) 2019/06/27-2019/09/05 ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜