არ წახვიდე, ჩემთან დარჩი...

1.6K 173 42
                                    

ბეწვის ხიდზე თვალახვეულ სიარულს გავს გაურკვეველი ცხოვრება

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


ბეწვის ხიდზე თვალახვეულ სიარულს გავს გაურკვეველი ცხოვრება.
გაურკვეველი ემოციები და უფრო გაურკვეველი მიზნები.
არ აქვს აზრი რამდენად ცდილობ გაერკვე შენს თავში, როცა გონება სხვას გკარნახობს და გული სხვას, ერთ ადგილს ტკეპნი წინ ვერა და ვერ მიიწევ.
ასე ერთ ადგილას არის გაყინული თეჰიონის ცხოვრება, ხუთი წელია ერთ ადგილს უვლის გარსს და დამდენჯერაც არ უნდა სცადოს ამ დაწყევლილ წრეს გასცდეს, ყოველთვის საწყის წერტილს უბრუნდება.
მიზეზი კი სწორედ მისი გულის და გონების შეუთანხმებელი მუშაობა გახლავთ.
არც ჯანგუკის ცხოვრება იყო ია და ვარდით მოფენილი ამ დროის მანძილზე მით უფრო ახლა, რაც სეულში დადგა ფეხი ამდენი წლის შემდეგ.
უკან მოტოვებული მწუხარება, რომელიც დრო და დრო იჩენდა თავს ახლა ყოველ დღიურ რუტინად ქცევია მამაკაცს.
ისიც საწყის წერტილს დაუბრუნდა, დეპრესიის საწყის წერტილს.
თითქოს წლების მანძილზე ჩატარებული სეანსები არც არასდროს ყოფილა მის ცხოვრებაში.
ყველაფერი ერთად აღებული, ცალ-ცალკე უღრნუდა მამაკაცებს გონებას, სულს და ზეზეულად ალპობდა მათ სხეულს.
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც თეჰიონმა გადაწყვეტილება მიიღო ჯანგუკის საბოლოოდ დავიწყების შესახებ, თუმცა არანაირი პროგრესი.
ერთი კვირა გავიდა ჯანგუკისთვისაც, ერთი წამებული კვირა, ყოველ ღამეს ჯენის მკლავებში ატარებდა, დღის მანძილზეც არ იკლებდა მისი ცოლის ალერსს. რამდენჯერმე კომპანიაშიც მიაკითხა ჯენიმ, სასიყვარულო საათი მოუწყო მეუღლეს.
ჯანგუკი თავის მხრივ მთელი სხეულით და გონებით ცდილობდა არ ეფიქრა მამაკაცზე რომლის ნახვაც ყოველ დღე უწევდა, ყოველ დღე უწევდა მის თვალებში ჩახედვა და ყოველ ჯერზე მისი სურვილით კვდებოდა, ამ სურვილს კი ჯენისთან იკლავდა გვიან ღამით.
წარმოიდგენდა თეჰიონს მის ქვეშ, წარმოიდგენდა მისი სახის ნატიფ ნაკვთებს, მის კოცნისგან დაბუშტულ ტუჩებს. თვალებს ხუჭავდა რომ უფრო ადვილი ყოფილი იმის კეთება რასაც აკეთებდა.

it's good reason to go... Where stories live. Discover now