გვიანი ღამე...
მთვარე არ ანათებს...
მაგარამ არც ღრუბლები სჩანს...
სად წავიდა მთვარე...
გეგონებათ ზეცამ ჩაყლაპაო...
ღამის ერთადერთი მანათობელი წერტილი სადღაც გაუჩინარდა...
აივანზე ზის და ზეცას გაჰყურებს შავთმიანი მამაკაცი, თავის თავთან პარალელს ავლებს.
სევდიანად ეღიმება.
უკვე საკმაოდ გვიანია, მაგრამ თეჰიონი ისევ არ გამოჩენილა.
ბევრჯერ გაეფიქრა შავთმიანს დარეკვა ან შეტყობინების მიწერა, მაგრამ ყოველ ჯერზე გადაიფიქრა.
არ უნდოდა სასოწარკვეთილი სულივით გამოჩენილიყო თეჰიონის თვალში.
როცა ოთახის საათმა ოთხი ნული უჩვენა, ჯანგუკი ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა.
უხალისოდ გადასწია თეთრეული საწოლზე და ისე რომ არც გახდით შეუწუხებია თავი საწოლზე მოკალათდა.
ბევრი დრო არ გასულა, ცოტა ხნით დასასვენებლად მოხუჭული თვალები ძილმა დაიმონა.თქვენ რას იგრძნობდით მის ადგილას? ალბათ შმაგი ეჭვიანობა დაატყვევებდა თქვენს გონებას და სასოწარკვეთასაც სულ ფეხზე დაიკიდებდით, ათას ზარს მაინც განახორციელებდით თქვენს საყვარელ ადამიანთან.
ხო ალბათ მეც ასე ვიზამდი.
თუმცა ჯანგუკი ასე არ თვლიდა. გულის სიღრმეში სურვილი კლავდა ამ ყოველივეს გაკეთების, მაგრამ არა, ეს არ გაუკეთებია.
საათმა უკვე ერთი და სამი ნული უჩვენა.
ოთახის კარი ფრთხილად შეიღო.
ნაბიჯების მინელებული ხმა გაისმა იატაკზე.
საწოლი ოდნავ ჩაიზნიქა მასზე მოთავსებული კიდევ ერთი სხეულის გამო.
შეხებისგან მცირედ შეირხა შავთმიანის სხეული.
თვალი არ გაუხელია, ისედაც იცოდა ვინ იყო მის გვერდით მწოლიარე სხეული.
ESTÁS LEYENDO
it's good reason to go...
Fanfic©მარიამი (completed) 2019/06/27-2019/09/05 ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜