it's good reason to go...

1.6K 182 180
                                    

ფიქრების კონტროლი რომ შეგვეძლოს, თქვენი აზრით ეს უფრო საინტერესოს გახდიდა ჩვენს ცხოვრებას? ვფიქრობდეთ იმაზე, რაზეც გვინდა და მარტივად ერთი თითის დატკაცუნებით ვიცილებდეთ არა სასურველ ფიქრებს თავიდან

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

ფიქრების კონტროლი რომ შეგვეძლოს, თქვენი აზრით ეს უფრო საინტერესოს გახდიდა ჩვენს ცხოვრებას? ვფიქრობდეთ იმაზე, რაზეც გვინდა და მარტივად ერთი თითის დატკაცუნებით ვიცილებდეთ არა სასურველ ფიქრებს თავიდან.
წამით, რომ დავუშვათ ფიქრების კონტროლის არსებობა, არ იარსებებდა ან უფრო ნაკლები იქნებოდა დეპრესია, მენტალური პრობლემები, მელანქოლია. ალბათ უფრო ბედნიერებიც ვიქნებოდით, მაგრამ არა საინტერესო, ეს ის სიტყვა არაა, რომელიც ამ სიტუაციას შეეფერება.
მეორე საკითხია მოგონებები, მტანჯველი მოგონებები და უფრო მტანჯველი ფიქრები იმაზე, რამდენად შეეფერება ეს მოგონებები სინამდვილეს.
როცა ტვინი გამორეცხილი გაქვს, ყველაზე ცუდი კი იმაზე ფიქრია, რომ ეს შენი ნებით გააკეთე.
ჯანგუკი ფიქრობდა მოგონებებზე, ვერ გარკვეულიყო ეს მოგონებები თავისი ფანტაზიის ნაყოფი იყო თუ სინამდვილე.
ერთხელ ექიმმა ნამჯუნმა უთხრა, თუ მოინდომებ შეძლებ დაიჯერო იმის არსებობის რაც არ არსებობს, ან უკვე არსებულის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეიტანო.
ექიმი ნამჯუნი ბევრს ესაუბრებოდა სიყვარულის მნიშვნელობაზე, არ იფიქროთ რომ მას ბრალი მიუძღვის ჯანგუკის ფსიქიკის ქაოტურ მდგომარეობაზე.
ის უხსნიდა მნიშვნელობას სიტყვისას "გიყვარდეს". ბოლოს კი ჯანგუკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაენთავისუფლებინა გონება ტანჯვისგან.
მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო სტრესს, უკვე თვითმკვლელობის ზღვარზე მყოფი ბიჭი, ნამჯუნს ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა გადაერჩინა საკუთარი თავისგან.
მას არ ეშინოდა სიკვდილის, არც ფიზიკური ტკივილის, მას ეშინოდა იმის რაზეც ექიმი ესაუბრებოდა. სიკვდილი არ იყო გამოსავალი, უფრო მარტივი, მაგრამ არც ისე სწორი გზა მოგონებების სიზმრად ქცევა გახლდათ.

it's good reason to go... Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang