გჯერათ სასწაულების? მე არა, მაგრამ როცა საქმე ეხება ისტორიას სადაც ყველაფერს შენ ქმნი, შეგიძლია სასწაულის არსებობაც დაუშვა.დიდ სამეფო საწოლზე გულაღმა წევს უფროსი კიმი. შვილთან საუბრის შემდეგ დიდი ემოციური დარტყმა მიიღო.
წარსულის სილუეტები თვალწინ გადასდის და ფიქრობს იმაზე თუ რა გამორჩა, რატომ აქამდე ვერ შეძლო შეემჩნია თეჰიონის განცდები. მისი ტანჯვა. ახსენდება მისი შვილის სიტყვები, როცა თავის და ჯანგუკის ისტორიას უყვებოდა. ყველა სიტყვა ექოსავით მეორდება მის გონებაში. თავისი შვილის დაფარული წარსული და უკვე გამხელილი აწმყო, მოსვენებას არ აძლევს მამაკაცს. თუმცა ერთი წამით არ უელვებს ნეგატიური ფიქრები თეჰიონზე, მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს , როცა მის შვილს ასე სჭირდებოდა მან ვერაფერი გააკეთა მის დასახმარებლად. დღეს კი იცის ყველაფერი, თუმცა რის ფასად... როგორ გაიგო... შემთხვევით... რომ არა ეს შემთხვევა ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს არ ეცოდინებოდა სიმართლე.
... და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კონსერვატული და დრომოჭმული წარმოდგენების გამო.ოთახის კარი ფრთხილად იღება და ქალბატონი კიმი შემოდის, იმის ფიქრით რომ მის მეუღლეს შეიძლება ამ დროს ეძინოს, მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს, ზედმეტი ხმაურის თავიდან ასაცილებლად.
ლამპის შუქი მკრთალად ანათებს უზარმაზარ ოთახს, მამაკაცი თვალებ დახუჭული წევს და ისევ ფიქრებს დაუმონებიათ მისი გონება. მხოლოდ მაშინ ფხიზლდება, როცა საწოლზე სხვა სხეულის არსებობას გრძნობს, თვალებს ახელს და თავისი ცოლის გადაღლილ,მაგრამ მაინც მშვენიერ სახეს უყურებს. თვალებს, რომლის გამოც შეუყვარდა მის გვერდით მწოლიარე ქალი და თვალებს, რომელიც ისევ თეჰიონს ახსენებს. ამ მშვენიერ თვალებს, ასე გულუხვად რომ უწილადა საკუთარ ვაჟს ქალმა.
BẠN ĐANG ĐỌC
it's good reason to go...
Fanfiction©მარიამი (completed) 2019/06/27-2019/09/05 ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜