არა არს ოცნება უსიყვარულოდ, არა არს სიყვარული ოცნების გარეშე.
მხოლოდ საყვარელ ადამიანზე ოცნებაც კი აბედნიერებს შეყვარებულ ადამიანს და როცა ოცნება ახდება, მხოლოდ მაშინ ეზიარება ნამდვილ ბედნიერებას.
თუმცა წამიერი ყოფილა თეჰიონის ბედნიერება, ის წარსულის წლები მხოლოდ წამიერ ნეტარებად ეჩვენებოდა მამაკაცს წლების მანძილზე და ამ წამის შემდეგ სამუდამოდ ტანჯვად განცდილი მწუხარება.
რამდენჯერ უოცნებია კოშმარი ყოფილიყო თითოეული წამი მის გარეშე, თუნდაც გაუსაძლისი კოშმარი, აი ისეთი მთელი სულით რომ შეიგრძნობ მის მტკივნეულ ეკლის გვირგვინს,მაგრამ როგორც კი თვალს გაახელ სადღაც უჩინარდება.
რას არ გაიღებდა ამ კოშმარის დასასრულებლად, მაგრამ ის არა და არ მთავრდებოდა, პირიქით ყოველი დღე უფრო მეტ ეკალს აჩენდა გვირგვინზე და მისი ჭრილობებიც უფრო ხშირი და ღრმა ხდებოდა.
მხოლოდ თავის მოტყუება იყო ეს წლები და სწორედ ახლა ხვდება ამას, ამ წამს როცა მის მკლავებშია მოქცეული და მისი გულის ცემის ეროტიულ რიტმს უსმენს.
ვიწრო დივანი, თითქოს უფრო დავიწროვებულა ორი სხეულისგან.
ჯანგუკს მშვიდად სძინავს, სახე მშვიდი და უშფოთველი აქვს, პატარა ბავშვივით უნათებს და ძილშიც კი ამოიკითხავთ მის სახეზე იმ ბედნიერებას რასაც მისი სული და სხეული ზეიმობს.
განსხვავებით თეჰიონისგან, რომელმაც გეგონებათ ახლახანს გამოიღვიძა საშინელი კოშმარიდან, მაგრამ იმის ნაცვლად რომ კოშმარი აორთქლებულიყო მისი გონებიდან, მას ღრმა ფესვები გაედგა ტვინის თითოეულ ფოსოში.
სხეულს მძიმედ, მაგრამ ფრთხილად სწევს მის ქვეშ მოქცეული სხეულიდან.
პირველ ნაბიჯს დგამს იატაკზე, შიშველი ფეხით შეიგრძნობს ცივ იატაკს.
მეორე ფეხსაც უსწორებს პირველს გაჭირვებით და ხელების უმისამართო მოძრაობით წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს.
ESTÁS LEYENDO
it's good reason to go...
Fanfic©მარიამი (completed) 2019/06/27-2019/09/05 ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜