იდი, ეგო, სუპერ ეგო.

1.5K 166 30
                                    

"ბატონო ჯეონ მე

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

"ბატონო ჯეონ მე..."

ჯენი დაბნეული ზის მანქანაში და სიტყვებს ეძებს იმის გადმოსაცემათ, რისი თქმაც უნდა. სინამდვილეში სიტყვების მარაგი ბევრი აქვს, უბრალოდ აღარ არის დარწმუნებული,რომ ეს სურს.
თავში ნამჯუნის სიტყვები უტრიალებს.
რატო აქვს ამხელა ზეგავლენა მასზე მის სიტყვებს? არავინ იცის.
ან იქნებ იცის, ღრმად მის გულში.
ეს ქორწინება არ ყოფილა დიდად სასურველი მისთვისაც.
სარფიანი გარიგება?
ამ გარიგების გარეშეც მდიდარია.
ყველაფერი აქვს რასაც მოისურვებს.
რა მოუტანა ამ სარფიანმა გარიგებამ? მხოლოდ ხუთ წლიანი წუხილი.
ტანჯვა? არა ტანჯვას ვერ დავარქმევ.
ახსენდება დღე, როცა მამამისმა კაბინეტში დაიბარა და მომავალი ქორწინების შესახებ ამცნო.
ყველაფერი დეტალურად აუხსნა, რატომ იყო ეს საჭირო.
პატარა გოგონა, დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ალბათ ბევრჯერ მოგრევიათ ბრაზი ჯენიზე, მაგრამ ჩემთვის ის ერთი სულელი გოგონაა, რომელმაც უბრალოდ არ იცოდა რას აკეთებდა. როგორ იმოქმედებდა ეს მის მომავალზე.
არც შეყვარებული ჰყავდა, არც სხვა რამე მიზანი ჰქონდა ცხოვრებაში, რაშიც შეიძლებოდა ქორწინებას ხელი შეეშალა, ასე რომ, რატომაც არა. თანაც მისი საქმრო ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო,ვინც კი ოდესმე ენახა.
ახლა ხვდებით რამდენად ქარაფშუტა იყო ჯენი?
მამამისთან დიალოგმა, ადვილად შეძლო დაერწმუნებინა ის, რომ ეს სარფიანი ქორწინება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო მთელი ოჯახისთვის და თავად ჯენისთვის.
ახლა კი აქ ზის, უფროსი ჯეონის პირისპირ, შავ სალონიან მანქანაში დაბურული მინებით, ტუჩს ნერვიულად იკვნეტს და მთელი თავისი წარსულის ქარაფშუტობა თვალწინ უდგება.
ნამჯუნის რამდენიმე წუთიანმა საუბარმა, როგორი გარდატეხა მოახდინა მასში და რა იქნებოდა თუ მის შემოთავაზებას დათანხმდებოდა და კიდევ ერთხელ ესტუმრებოდა ექიმს სასაუბროდ.
იყო მასში რაღაც ისეთი, რაც გატყვევებდა, რითაც ადვილად შეეძლო შენი მანიპულირება, მართვა. ალბათ სწორედ ამიტომ არის ყველაზე წარმატებული ფსიქოლოგი, ალბათ ამიტომ საუბრობენ მასზე ამდენს.
მართვა,მანიპულირება ორი უცნაური სიტყვაა, რომელიც ყოველთვის პროტესტის გრძნობას იწვევს ადამიანში, მაგრამ იქნებ და არის მომენტები, როცა საკუთარ თავს ვერ უმკლავდები, ვერ ახერხებ გააკონტროლო ბრაზი და ამას ხშირად ცუდ შედეგამდე მივყავართ.ამიტომ საჭიროა ვინმემ გაგაკონტროლოს, გმართოს, დაე იყო თოჯინა მის ხელში.

it's good reason to go... Donde viven las historias. Descúbrelo ahora