ცდა?

1.3K 151 38
                                    

პატარა ჩემოდნით ხელში კიბეებზე ჩადის ჯენი

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

პატარა ჩემოდნით ხელში კიბეებზე ჩადის ჯენი.
არ ტირის.
არ იტანჯება.
არ განიცდის საკუთარ მდგომარეობას.
მხოლოდ გაბოროტებისგან აჭრელებული სახე აქვს და გადაშლილი წიგნივით შეგიძლიათ ამოიკითხოთ მის სახეზე მზაკვრობა.
ახლახანს განხორციელებული ზარისგან კმაყოფილებაც შეგიძლიათ დაინახოთ მის ლამაზ სახეზე, თუმცა ეს კმაყოფილება არაფერია მის შხამთან შედარებით,რომელიც ამ წამს გულში ეღვრება.
გაბოროტებული ქალი, ყველაზე საშიში არსებაა დედამიწაზე, ალბათ დამეთანხმებით.
არც ერთი მტაცებელი არ შეედრება მის სისასტიკეს.
ყველა ცხოველის ერთად აღებული ინსტიქტიც კი არაფერია მასთან შედარებით. ინსტიქტი მონიშნოს საკუთარი და ნება არ მისცეს სხვას დაეპატრონოს იმას რაც მისია, თუნდაც ერთი წამითაც არ დაუშვებს ამ შესაძლებლობას.
კარს ხმაურით იკეტავს.
სამზარეულოდან მომზირალ ქალბატონ კიმსაც არ ემშვიდობება ისე გადის სახლიდან.
ქალი გაკვირვებული აყოლებს მზერას და აშკარად გრძნობს იმ აურას რასაც ჯენი სახლში ზურგსუკან იტოვებს.

უკვე თვითმფრინავში ზის, პირველივე რეისით ბრუნდება ბუსანში.
ადგილით უკმაყოფილო ჩანთას გაბრაზებით აგდებს მის გვერდით არსებულ თავისუფალ სავარძელზე.

"უკაცრავად მგონი ეს ადგილი ჩემი უნდა იყოს."
რამდენიმე წუთში ისმის ხმა.

"ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის."

ხმამაღლა ამბობს ჯენი, არც კი ცდილობს დამალოს საკუთარი წყრომა. მერე და რა თუ მის გვერდით ადგილი დაკავებულია, კიდევ ხომ არსებობს პატივისცემის ნორმები, რომელიც ქალს რა თქმა უნდა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ამ წამს.
ჩანთას გაბრაზებული იღებს სავარძლიდან, არც იმით იწუხებს თავს დაინტერესდეს ვინ უნდა იჯდეს მის გვერდით მომდევნო ორი საათი. კალთაში ათავსებს ხელჩანთას და ფანჯრიდან იყურება.

it's good reason to go... Donde viven las historias. Descúbrelo ahora