კიდევ მაკოცე

1.5K 187 49
                                    

_ -სიყვარული, ეს არის გრძნობა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ადამიანმა

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

_
-სიყვარული, ეს არის გრძნობა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ადამიანმა.
თუ არ გყვარებია, არ თქვა რომ იცხოვრე. ის ხშირად დიდ ტკივილს გვაყენებს, ამასთან უსასრულო ბედნიერებასაც გვჩუქნის. დამიჯერეთ ვისაც ეს გრძნობა გამოუცდია, აუცილებლად დამეთანხმება, რომ სიყვარულით განცდილი ბედნიერების ერთ წუთთან ახლოსაც ვერ მივა მისითვე გამოწვეული ტანჯვა.

-ექიმო კიმ, ჩვენ ადამიანის ფსიქოლოგიას განვიხილავთ, როგორ შეგიძლიათ ერთ პაკეტში მოათავსოთ ყველა ადამიანის გრძნობები და ემოციები, შემდეგ კი უბრალოდ თავი მოუკრათ ამ პაკეტს და გადაჭრით ამტკიცოთ, თქვენი სიტყვების სინამდვილე.

-მართალს ბრძანებთ, ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად გადმოსცემს და აღიქვამს ემოციას, უფრო ზუსტი მაგალითისთვის იმასაც გეტყვით, რომ ერთი ადამიანისათვის უბრალო შეცდომა, მეორე ადამიანისათვის შესაძლოა ტრაგედია იყოს, ან პირიქით. გეთანხმებით, სრულებით ვიზიარებ, მაგრამ აქ ჩვენ საუბარი გვაქვს არა რაიმე კონკრეტულ მოვლენაზე, არამედ აბსტრაქტულ ცნებაზე, რომლის არსებობა არ არსებობის თემაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩემს პრაქტიკაში შემხვედრია ადამიანების კატეგორია რომელთაც არასდროს სჯეროდათ  სიყვარულის არსებობის და როცა ამ გრძნობამ მათ ცხოვრებაში შეაღწია, თავდაყირა დააყენა ყველაფერი, არსებობს მეორე კატეგორია, რომლებსაც ყოველთვის სჯეროდათ სიყვარულის არსებობის და ამ გრძნობას მომზადებული ხვდებოდნენ. მაგრამ იცით რა აერთიანებს ამ ორ კატეგორიას? ისინი სიყვარულით გამოწვეულ ბედნიერებასაც და ტკივილსაც ერთნაირად განიცდიან, სრულიად ერთნაირად ფუნქციონირებენ მათი ტვინის უჯრედები, ბედნიერების დროს იმაზე მეტ ენდორფინებს  გამოჰყოფენ ვიდრე საერთოდ და უყვართ, უბრალოდ უყვართ. ტკივილის დროს კი მათი ტვინის გარკვეული ნაწილი თითქოს ფუნქციონირებას წყვეტს, მე არ მაქვს საუბარი სიმძაფრეზე, მე ქცევის რეგულარულობას ვუსვამ ხაზს. ეს ისევეა ჩაბეჭდილი ადამიანის გონებაში, როგორც მაგალითად თავდაცვის ინსტიქტი.

it's good reason to go... Donde viven las historias. Descúbrelo ahora