ნუთუ რაღაც ახალი და კარგი იწყება

1.5K 171 72
                                    

მუსიკის ხმა

Rất tiếc! Hình ảnh này không tuân theo hướng dẫn nội dung. Để tiếp tục đăng tải, vui lòng xóa hoặc tải lên một hình ảnh khác.

მუსიკის ხმა.

ნამდვილი ბოჰემა.

სიგარეტის კვამლი.

ალკოჰოლი.

"ჩვენს მაგნატს გართობა ყვარებია."

გვერდულად იღიმის თეჰიონი.

"მემგონი ცოტა ზედმეტი მოგვივიდა ტანისამოსთან დაკავშირებით."

კომენტარს აკეთებს ჯანგუკი.

"ნამდვილად, მეგონა ტიპიური მოსაწყენი წვეულება იქნებოდა მაგრამ შევცდი. ამ განათებას შეხედე."

რატომღაც წვეულებაზე ფეხის შემოდგმის თანავე, ძალიან ჩვეულებრივად მიმდინარეობს ორი მამაკაცის დიალოგი.
ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.

უცებ თეჰიონი ტრიალდება და ჯანგუკის პიჯაკს აცხრება.

"რას აკეთებ?"

"ზედმეტად ფორმალურია, გაიხადე."

მხრებზე უწევს პიჯაკს.

"შეგეძლო უბრალოდ გეთქვა, ჩემითაც შევძლებ."

უკან იხევს ჯანგუკი და პიჯაკის გახდას, თავისით განაგრძობს.

ახლა პერანგთან მიაქვს ხელები თეჰიონს. გაყინული ჯანგუკი თვალს ვერ აცილებს მამაკაცის მოქმედებებს და ადგილიდან ვერ იძვრის.

სუნთქვა ეკვრის, როცა თეჰიონი, მის პერანგზე ღილების შეხსნას იწყებს.
ორი ღილის გახსნის შემდეგ, სამკლავურების გადაკეცვას იწყებს. ჯანგუკი ისევ არ იძვრის, ისევ სუნთქვა აქვს შეკრული.

მის მკლავებზე ნახევრად აკეცილი პერანგი, საიდანაც კარგად ჩანს მამაკაცის ნავარჯიშები მკლავები.

it's good reason to go... Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ