თეჰიონი/ჯანგუკი

1.6K 168 149
                                    

თეჰიონი

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

თეჰიონი

უსაშველოდ გაიწელა თათბირი, ძირითადად უფროსი კიმი საუბრობდა, იმ შესაძლებლობების კარზე, რომელიც ჯეონის კომპანიის ყიდვით იღებოდა. მეტი ძალაუფლება და სიახლის მოლოდინი.

"მე ვესაუბრე ბატონ ჯეონს და მის შვილს, უნიჭიერეს ახალგაზრდას, გაგანდობთ და გეტყვით მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ასეთი სტრატეგის აზროვნება მართლაც რომ საკვირველია. თეჰიონი რომელმაც ჩემს შესაძლებლობებსაც კი გადააჭარბა, არ მეგონა ამის შემდეგ რამე თუ გამაოცებდა მაგრამ ეს უმცროსმა ჯეონმა შეძლო, მისი გეგმების სისრულეში მოყვანას მხოლოდ ფული უშლის ხელს, რომელიც მათ კომპანიას არ გააჩნია, სწორედ ამისთვის ვჭირდებით ჩვენ, ჩვენი მხრივ კი მისი ტვინი მართლაც რომ არ არის დასაკარგი. დარწმუნებული ვარ ბევრი არ ეთანხმებით ჩემს მოსაზრებას, გაკოტრების პირას მყოფი კომპანიის შესყიდვის იდეის შესახებ, მაგრამ დამერწმინეთ ეს ბიჭი ამად ღირს."

'ახლა გასაგებია, რატომ,..'

ფიქრობს თეჰიონი და ცდილობს არც ერთი სიტყვა არ გამორჩეს რასაც მამამისი იტყვის.

"უმცროსი ჯეონი ხვალ ჩამოფრინდება ბუსანიდან, ის ექვს თვეს დაჰყოფს ჩვენთან და ჩემი სიტყვების სინამდვილეში დარწმუნდებით. თეჰიონ, შვილო..."

მიმართავს უფროსი კიმი შვილს.

"დიახ მამა..."

"ეჭვი მქონდა უმცროსი ჯეონის შესახებ..."

თეჰიონს ცივი ოფლი ასხამს, რა ეჭვებზე ლაპარაკობს მამამისი.

it's good reason to go... Donde viven las historias. Descúbrelo ahora