დასაწყისი

5.7K 258 76
                                    

ამდენი დრამის შემდეგ დროა ცოტა გავერთოთ.
ეს ფიკი დიდი ხნის წინ დავასპოილერე და როგორც იქნა მივადექი გამოსაქვეყნებლად.
ისტორიაზე მარტო არ ვმუშაობ.
ამ ისტორიის დაწერა san_chEEZ მა შემომთავაზა. ადრეც მქონდა იდეა ომეგავერსზე დამეწერა ისტორია, მაგრამ ვერასდროს ვბედავდი. ერთ დღესაც სანომ მომწერა და მითხრა იდეა მაქვს და მინდა შენ დაწეროო. იმდენად აღტაცებული იყო გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა. პლოტი მისია, განვითარებაზე მე ვზრუნავ. იმედია გამოვა, ეს ჩემი პირველი ფიკია ომეგავერსზე და თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.
ფიქციაში შეიძლება ხშირად შეხვდეთ ტერმინებს სამეფო,  სასახლე. მაგრამ არ იფიქროთ რომ ისტორია ძველ დროში ვითარდება. უბრალოდ მაქციები ჯერ კიდევ მონარქიულ წყობას მიზდევენ. მოკლე წარმატებები ჩვენ.

პირველი წითელი მთვარის დროს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კაცობრიობა დიდი წარღვნის შემდეგ გადარჩენას ზეიმობდა, შეიქმნა  კიდევ ერთი არსება დედამიწაზე.
დღემდე ბევრი ლეგენდა არსებობს როგორ შეიქმნენ ისინი, თუმცა ამათგან არც ერთი არ არის სიმართლე.
საუკუნეების მანძილზე ახლად წარმოქმნილი არსებები ადამიანების დაუძინებელ მტრებად ითვლებოდნენ, არა იმიტომ რომ მათ სურდათ მტრობა. არამედ ადამიანის გაუცნობიერებელმა გონებამ, კიდევ ერთხელ ვერ შეეგუა მისგან განსხვავებული არსების, არსებობას მის გვერდით. მასზე ძლიერის, მასზე ჭკვიანის.
შიში რომ ადამიანი თავის მნიშვნელობას დაკარგავდა სამყაროში და მოუწევდა მიწა გაეყო ამ ამოუცნობი მოვლენისთვის, დღითი დღე იზრდებოდა.

არსებებმა, რომლებსაც ადამიანებმა მაქცია უწოდეს, რაც ნახევრად მგელს, ნახევრად ადამიანს ნიშნავდა, თანდათან დაიწყეს ბრძოლა.
ეს არ იყო დაპირისპირება ძალაუფლებისთვის, ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის
აქედან დაიწყო ომი ადამიანებსა და მაქციებს შორის.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now