ვახშამი

1.8K 209 76
                                    

Previously

შეჯიბრის გამოცხადება

თეჰიონმა ჯანგუკი გამოიჭირა თვალთვალში

==

მთელი აღმოსავლეთ რეზერვაცია წინა მოსამზადებელმა ვარჯიშებმა მოიცვა.
დილის შემდეგ არავის ახსოვდა დაღუპული ტყვე და არც არავინ იძიებდა მისი გარდაცვალების ამბავს.
თვითმკვლელობის ვერსია ყველასთვის მისაღები იყო და არც აპირებდნენ ამაზე თავის ჭყლეტვას.
სავარჯიშოდ სხვადასხვა სივრცეები გაინაწილეს სასახლეში.
სპეციალურად მოწყობილ დარბაზებში გადათენებას გეგმავდნენ მონაწილეები.
მხოლოდ თეჰიონი ვერ ახერხებდა კონცენტრირებას ვარჯიშზე და შედეგად ერთი-ორი მუშტი მიიღო ჰოსოკისგან სახეში, რადგან გონების გაფანტულობის გამო მათი მოგერიება ვერ შეძლო.

"ცოტა ხნით შევისვენოთ."

აქოშინებული წამოიჭრა ფეხზე თეჰიონი კიდევ ერთი მწარე მუშტის მიღების შემდეგ.
წყლის ბოთლს დაავლო ხელი, ჯერ მთელი მონდომებით მოსვა ცივი სითხე, შემდეგ კი სახეზე გადაივლო.
არც ისე ცხელოდა, კონდენცირების სისტემის გამო, რომელიც  ყველანაირი წესის დაცვით იყო მოწყობილი სავარჯიშო ოთახში, მაგრამ აბა თეჰიონისთვის შეგეხედათ.
მთლიანად ოფლში ცურავდა.

აწითლებული სახე მოუგერიებელი დარტყმების გამო, სველი წითელი თმა, ბაკეებთან ჩამომდინარი ოფლის ნიაღვარი და ამას დამატებული წყლის ეფექტი.

"აქამდე ხომ იკლავდი თავს ვარჯიშით."

იგივე პროცესი გაიმეორა ჰოსოკმა, სახეში წყლის შესხმის გარდა. იქვე იატაკზე ჩამოჯდა და კედელს მიეყრდნო.

"დავიღალე, უკვე ორი საათია ვვარჯიშობთ."

წუწუნით წამოიფრუტუნა ომეგამ.
გასასამართლებელი მიზეზიც, ერთი შეხედვით სრულიად დამაკმაყოფილებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ჰოსოკისთვის.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now