ნიშანი

2.6K 240 160
                                    


previously

თეჰიონის სისუსტე დენის მოახლოებით იყო გამოწვეული

სამხრეთმა განზე გადგომის გადაწყვეტილება მიიღო

ჯანგუკის მოუსვენრობა

თეჰიონს დენა დაეწყო და დასახმარებლად ჯანგუკს უხმო

თეჰიონის სააბაზანოში შესული ჯანგუკი, ჰოსოკმა და ჯიმინმა გაიყვანეს

==

მთვარის ქალღმერთმა ომეგა, ალფას საკონტროლებლად შექმნა. მთელი თავისი სიწმინდე ჩადო ამ არსებაში. მისმა სილამაზემ მონუსხა ალფა, მაშინ ჯერ კიდევ პირველყოფილ ეპოქაში, ამ რასის სულის ჩადგმის დროს.
თუ მანამდე მთელი მსოფლიოს კონტროლი სურდა ალფას, ომეგას გამოჩენის შემდეგ, ერთადერთი მისი მორჩილება ეწადა. გასაკვირი იყო რატომ ემორჩილებოდა ომეგა ალფას ხმას, თუ თავად ის იყო არსება, რომელსაც ალფა უნდა დაემორჩილებინა მაშინ რატომ?
პასუხი კი ერთადერთია, ეს იყო სწორედ ალფას კონტროლის იარაღი. ომეგას მორჩილების სურვილი, მსოფლიოზე კონტროლის სურვილს ფარავდა. მისი სიტკბოების შეგრძნება ყველაფერი იყო ალფასთვის და უფრო მეტი ძალის ქონა ძალაუფლებისთვის კი აღარ სურდა, არამედ თავისი ომეგას დასაცავად.
ომეგასთვის ბუნების საჩუქარს წარმოადგენდა, რომ მას შეეძლო ახალი სიცოცხლე მოევლინა ქვეყნიერებისთვის. შეეძლო ამ რასის პოპულაციის გაზრდა.
თუმცა შესაძლებლობით, ახალი სიცოცხლე მოევლინა ქვეყანა, მხოლოდ ქალი ომეგები როდი იყვნენ დაჯილდოვებულნი.
ყველაზე განსაკუთრებული  სწორედ ეს გახლდათ, რომ მამაკაც ომეგასაც ჰქონდა იგივე უნარი.
თავად მამაკაცი ომეგები სრულ იშვიათობას წარმოადგენდა, თუმცა ლეგენდები იუწყებიან, რომ პირველი ომეგა, რომელიც ქალღმერთმა შექმნა, სწორედ მამაკაცი იყო.
ომეგა მომწიფების სრულ ფაზას, თვრამეტი წლის ასაკში აღწევდა და მისი მომწიფების დასტური პირველი დენა გახლდათ.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now