კოლტი თავის საქმეს აკეთებს

1.6K 196 86
                                    

ჩაკეტილში მყოფი ბოროტება, რომელიც თავისუფლებას ეზიარება, ყველაზე საშიშია.
გამოთავისუფლებული ბოროტების, ნათელ მაგალითს წარმოადგენდა ვუ ბინი.
საკუთარ ცოდვებში ყოველთვის სხვას ადანაშაულებდა და ყოველთვის მოელოდა არადამსახურებულ აღიარებას.
ყველაფერი იქედან დაიწყო, როცა მთავარი ალფას წოდება ვერ მიიღო ბინმა.
დაგროვილი წყენა, ჯერ ბოღმაში გადაიზარდა და შემდეგ დიდ ბოროტებას დაუდო სათავე.

მუდამ თვლიდა, რომ იმაზე კარგი მმართველი იქნებოდა ვიდრე სანგი იყო და ვერ ეგუებოდა, თავის მეორეხარისხოვან როლს.
ხშირად ჰქონია დაპირისპირება ძმასთან, ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდა, ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რაც არ უნდა მიეღო აღმოსავლეთის ალფას.

ბოლო წვეთი კი ჯანგუკის შვილად აყვანა აღმოჩნდა.
ბინი ღიად დაუპირისპირდა მთავარ ალფას და უღირისიც კი უწოდა უხუცესების წინაშე.

შემწყნარებელი იყო სანგი თავის მხრივ.
არ უნდოდა ძმის დაკარგვა და მის მზაკვრობასაც, ყოველთვის მპატიებლური გულით უდგებოდა.
იქამდე გრძელდებოდა სანგის დიდი გულის საზღვრები, სადამდეც უპატიებელ ნაბიჯს გადადგამდა ბინი და ჯანგუკის მოკვლას განიზრახავდა.

საბედნიეროდ მანამდე მიუხვდნენ განზრახვას, სანამ სისრულეში მოიყვანდა თავის მიზანს.
ასე იქცა ალფას ძმა განდევნილად ხუთი წლის განმავლობაში.

მაგრამ ისევ თავისმა სიკეთემ სძლია სანგს და პატიების თხოვნის უსასრულო სერიის შემდეგ უკან მიიღო ძმა, რომელმაც მთელი გულით შეჰფიცა, რომ აღარასდროს გადადგამდა ნაბიჯს მის წინააღმდეგ, მისი შვილის წინააღმდეგ და სამეფოს წინააღმდეგ.

ამის სტაბილურობისთვის კი სანგმა ის უმაღლეს მრჩევლად დანიშნა და დიდგვაროვანის ტიტული დაუბრუნა.

წლების გასვლასთან ერთად, ვუ სანგს უბრუნდებოდა რწმენა საკუთარი ძმის მიმართ და საფრთხედ აღარ აღიქვამდა მას.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now