დასასრულმა, ცოტა გადაიწია

1.9K 196 92
                                    

ერთი კვირა გავიდა, რაც ჯანგუკი საავადმყოფოდან გამოწერეს.
ალფა ისევ დუმდა თავდასხმის შესახებ.
გამოჯანმრთელებას ელოდებოდა თითქოს.
ყოველ დღე შრატის მიუხედავად, მისი სხეული მაინც დაუძლურებული იყო, იმ მომშახმველი ნივთიერებისგან, რასაც ვერცხლი ტოვებდა მაქციის სხეულში.
ყველას გაკვირვებას იწვევდა ის ფაქტი, საერთოდ როგორ გადარჩა ცოცხალი.
თუმცა ალბათ აქ მისმა ადამიანურმა მხარემ ითამაშა დიდი როლი.
სუფთა სისხლი, რომ ყოფილიყო, ვერანაირად ვერ გადაურჩებოდა ასეთ იარას მკერდის არეში.
მაგრამ ეს მხოლოდ თვითონ იცოდა, სხვას კი ქალღმერთის მოწყალების სჯეროდა.

მეტი მოუტანა ამ უბედურმა შემთხვევამ ალფას, ვიდრე დაკარგა.
პირველი, თეჰიონის სიყვარული, ალბათ, რომ არა ეს შემთხვევა, კიდევ დიდხანს არ გამოუტყდებოდა ომეგა გრძნობებში. მართალია შეთანხმდნენ თავიანთი ურთიერთობის, დროებით გასაიდუმლოებაზე, მაგრამ ალფასთვის მთავარი იყო, რომ ომეგას სიყვარული ჰქონდა. არა ნასწავლი სიყვარული, რომელსაც ასე თამამად დაჰპირდა ნიშნის დადების მეორე დღეს, არამედ მთელი სულით შთანაბერი.
მეორე, რეზერვაციის მაცხოვრებლებს შორის, მიმდევრებიც კი გაუჩნდა, მისი სასწაულებრივი გადარჩენის გამო.
ისინი თვლიდნენ, რომ ეს ნიშანი იყო ქალღმერთისგან, რადგან სწორედ ჯანგუკი იყო ის, ვისაც ტახტი უნდა დაეკავებინა.
მესამე, შესაძლებლობა, რომ ყველაფერი დაესრულებინა.
საბოლოოდ აეხადა ფარდა ბინძური თამაშებისთვის.

სამაგიეროდ ვუ ბინი არ იყო კარგ მდგომარეობაში.
ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც დაუშვა_ ასე ფიქრობდა უხუცესი, და არც ცდებოდა.
სურანის აორთქლება, კი დამატებით თავსატეხს უჩენდა ბინს.

იუნგის გამოძიებას ჯანგუკის ჩვენებაღა აკლდა, მაგრამ რატომღაც ალფა დუმილს ინარჩუნებდა და სიტყვასაც არ ძრავდა მომხდარზე.
ეს არ უნდა ყოფილიყო ხელის შემშლელი ფაქტორი და მიზეზი, რომ გულხელდაკრეფილი მჯდარიყო შავთმიანი ალფა.
ამიტომ კიდევ ერთხელ ცდილობდა სრული სურათი დაეხატა ჩანიოლთან ერთად.

I am The Alpha,  And The Omega   Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz