აუხსნელი ტკივილი

1.7K 203 97
                                    


განსაკუთრებულ ძალას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახლავს თან.
მას მოფრთხილება და დაცვა სჭირდება.
ერთი შეხედვით თეჰიონი არ იყო ომეგა, რომელსაც ვინმეს დაცვა სჭირდებოდა, მაგრამ მისი ფემინური ბუნება არ აძლევდა საშუალებას, ბოლომდე მიეღო ის ძალა, რაც ასე უხვად გაიმეტა მისთვის ქალღმერთმა. ალბათ ესეც თავიდანვე შედიოდა, მთვარის ქალღმერთის გეგმებში,
მოევლინა მისთვის მცველი, მისი სწორი. მასავით განსაკუთრებული.

ყველაზე ძლიერ ქალსაც სჭირდება გვერდით მამაკაცი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მისი ცრემლებისთვის შესაბამის ბალიშად იქცევა.
ცოტა უცნაური შედარებაა, თუმცა ფაქტია, ომეგას სახეობის ქალური ბუნება, მით უფრო თეჰიონის მსგავსი ომეგას ბუნება, მაინც საჭიროებდა ძლიერ დასაყრდენს, არა მხოლოდ ძალით, არამედ მისი ემოციური მხარისთვის კარგ ფარს.

ყველა სულიერთაგან, მხოლოდ ჯანგუკი შეარჩია ასეთად ქალღმერთმა და ალფა, გაურკვეველი მდგომარეობის და მიუხედავად, მზად იყო ყველაფერი, რაც თეჰიონს უკავშირდებოდა მთლიანად მოერგო საკუთარ თავზე და დაე ყოფილიყო ის ფარი.

თითქოს დეჟავიუ ჰქონდა ალფას. ისევ შამანთან მიმავალ გზაზე იდგა, ისევ იგივე მიზეზით და ნერვიულობა ამჯერად უფრო მეტი იყო ვიდრე პირველ ჯერზე.

არცაა გასაკვირი, ახლა თავისი მეწყვილის გამო მიდიოდა იქ და არა ომეგას გამო, რომელიც მის მეტოქედ ესახებოდა ერთ დროს.

ახლა გარკვეული მხოლოდ ერთ რამეში იყო, თეჰიონი მისი იყო და თავისი გრძნობები თეჰიონის მიმართ დღითიდღე ახალ ფაზაში გადადიოდა.

მისი ცნობისმოყვარეობა განსაკუთრებული ომეგას მიმართ, უფრო დიდ მუხტში გადაიზარდა და მიზიდულობა გაუტოლდა გრავიტაციას.

დარწმუნებული იმაში, რომ მოხუცი შამანი გზას გაუნათებდა, ქოხმახის წინ იდგა.
ეს ადგილი აღარ იწვევდა შიშს, როგორც ადრე, თუნდაც ბოლო ვიზიტის დროს.
ხსნის კარიბჭედ ესახებოდა პატარა ხის ფიცრული და ყოყმანის გარეშე შეაბიჯა ღია კარში.

I am The Alpha,  And The Omega   Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin