ბოლო მინიშნება

1.8K 205 73
                                    

მთელი ერთი საათი უსმენდა, ჩრდილოეთის ალფას საუბარს ჰოსოკი.
ორი ალფა, ჰოსოკის მოსასვენებელში ისხდნენ. ჩანიოლი გაუჩერებლად საუბრობდა.
უფროს ალფას ეტყობოდა გაღიზიანება, მაგრამ მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, უმცროსი ალფასთვის. მიუხედავად საუბრის ხანგრძლივობისა.

საუბარი თავდასხმის შესახებ დაიწყო უფროსმა ალფამ, შემდეგ შეჯიბრის დეტალებზე გადავიდა.
თავისივე მოძიებული ინფორმაციით მსჯელობდა ჩანიოლი და ამ ყველაფრის ფონზე, ჰოსოკს ჯერ კიდევ ვერ გაეგო, საით მიჰყავდა ჩანიოლს საუბარი.

თავის მხრივ ჩრდილოეთის ლიდერი, დაკვირვებით უყურებდა ჰოსოკს. ცდილობდა არ გამოჰპარვოდა მნიშვნელოვანი დეტალიც კი, რეაქცია, მიმიკა.
მისი არეული საუბარიც, სწორედ ამას ემსახურებოდა.

" ყველაფერი რაც მოხდა და ჩემამდე ამდენად დაგვიანებით მოვიდა, მესმის მიზეზი. დარწმუნებული ვარ თეჰიონმა, არ მოისურვა ზედმეტად ჩემი შეწუხება, მაგრამ შენ, რომელიც აქ მის დასაცავად ხარ გამოგზავნილი, როგორ დაუშვი ეს ყოველივე."

თქვა საუბრის ბოლოს ჩანიოლმა.
ხელები ზურგს უკან გადააჯვარედინა და ზურგით დადგა ჰოსოკისკენ.
პირისსახე ფანჯრისთვის მიეშვირა და ელოდებოდა, როდის დაიწყებდა საუბარს უმცროსი ალფა.

"ალფა გითხრათ სიმართლე, ვერ ვხვდები რაში მადანაშაულებთ. თუ გესმით მიზეზი, რატომ არ მოგახსენეთ ყოველივე, მაშინ რა? რა არის სათავე ამ საუბრის და საითკენ მიგყავთ ის?
თავდასხმა, რომელიც თეჰიონზე იყო გათვლილი, გგონიათ ამ ფაქტის დაუშვებლობა ჩემს ძალებში შედიოდა? თავდამსხმელები იერიშით იწევდნენ მისკენ, რაც თვალსაჩინოს ხდიდა მათ განზრახვას. ყველაფერი გავაკეთეთ მეც და ჯიმინმაც მის დასაცავად, მაგრამ მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ თქვენს შვილს არავის დაცვა არ სჭირდება. შეჯიბრზე მომხდარი ინციდენტი კი არავის ბრალი არ ყოფილა. ის ნადირობის დროს დაშავდა. ის კი რაც ბოლოს მოხდა, სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო. ამას არც ერთი მოველოდით, რადგან ჯერ ძალიან ადრე იყო ამისთვის."

I am The Alpha,  And The Omega   Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang