პლანეტები ერთ რიგზე დგებიან

1.8K 204 44
                                    

previously

თეჰიონის წარსულის აჩრდილი

ყელსაბამის და ომეგას ენერგიის კავშირი

უკან მიბრუნებული ჯანგუკი

იუნგის დაყოლიებული ჯიმინი

==

ალბათ ყველაზე მარტივი იქნებოდა ჩაჭიდებულ ხელს, თუ გამოსტაცებდა ბეტა წინ მიმავალ ალფას, მაგრამ არა.
უსიტყვოდ, თავდახრილი მიჰყვებოდა მას უკან, უფრო სწორად მიჩანჩალებდა მის ნაკვალებზე და მათ შორის მანძილი, ორივე მათგანის გაშლილი მკლავები იყო.
იცოდა, რომ მედპუნქტის შენობას უკვე გასცდნენ. მანქანების სიმრავლით შეეძლო ემსჯელა, რომ ავტოსადგომზე მიიკვლევდნენ გზას მათი კიდურები.
ალფამ ნაბიჯებს უკლო და როგორც იქნა ერთ-ერთ მანქანასთან შედგა.

ხელის გაშვება არც უფიქრია ბეტასთვის, უბრალოდ მათ დაგაბმულ კიდურებს უყურებდა და ელოდებოდა, როდის გაუშვებდა თავად ის ხელს.
ბეტა კი ისევ ისე, თავჩახრილი უძრავად იდგა, რატომღაც ძალიან შეუმჩნევლად სუნთქავდა და მისი პულსის რიტმი, სრულიად შეუსაბამო იყო მგლის სუნთქვასთან. იფიქრებდით განზრახ აფერხებს სუნთქვას, რომ აღელვება არ დაეტყოსო.
მაგრამ ალფა მშვენივრად ხედავდა, არაჩვეულებრივად ესმოდა პატარა გულის ცელქი ბიძგები და ოდნავ შესამჩნევად იღიმოდა კიდეც.
სულ რამდენი ხანია საჭირო იმისთვის, რომ გაიაზრო უძრავად მდგარი შენივე სხეული , რომელსაც სხვა სხეულზე აქვს ხელი ჩაჭიდებული და არაფრის დიდებით არ აპირებს მის გაშვებას.
არც ისე დიდი დრო სჭირდება ხომ ასეა? მაგრამ ბეტამ, რატომღაც ხუთი წუთის გასვლის შემდეგაც კი ვერ გაიაზრა თავისი მდგომარეობა.

"ჯიმინ~"

თბილმა ხმამ მიაღწია ბეტას სმენას და უსასრულო ფიქრებიდან გამოარკვია.

არ იმჩნევდა ალფა უკვე გაბუჟებულ კიდურს, არც იმ უხერხულობას რაც ამ ხუთ წუთში ჩამოწვა.
ფრთხილად მიიზიდა თავისთან ახლოს ბეტას სხეული, მარჯვენა ხელი წელზე მოხვია და სახიფათოდ ახლოს უჩურჩულა, მანქანაში ჩამჯდარიყო.

I am The Alpha,  And The Omega   Wo Geschichten leben. Entdecke jetzt