Scene 3

1.7K 202 127
                                    


კლდეები ნისლში გახვეული აჩრდილებივით დაჰყურებდნენ, მთელს აღმოსავლეთის რეზერვაციას.
დრო გაჩერებას ლამობდა, ალბათ.
შავი და თეთრი ბეწვი, ლამაზ დეკორაციას ჰქმნიდა, თოვლით დაფარულ არენაზე.
მდუმარება სუფევდა ირგვლივ.
საშიში მდუმარება.
წითელი და ცისფერი თვალები, მხოლოდ ერთმანეთს უმზერდნენ და მათ ირგვლივ შექმნილი აურითაც კი იგრძნობოდა, რომ არ არსებობდა დანარჩენი სამყარო გარშემო.

ლამაზი იყო, უდაოდ მომხიბვლელი.
საშიში სილამაზე.
შეკრებილ საზოგადოებას სუნთქვაც დავიწყებოდა მათ შემყურეს.

ორად გაყოფილიყო მთავრების ამალა.
ჩრდილოეთი ერთ მხარეს იდგა, აღმოსავლეთი მეორე მხარეს.

ნერვიულად გაჰყურებდნენ, არენაზე მდგომ მგლებს.

არავინ იძვროდა.

თოვლი ნაზად ეფინებოდა მიდამოს.
დიახ, ისევ თოვდა.
ისევ თოვდა, როგორც მაშინ, პირველი თოვლის ჟამს.

.......

"უხუცესთა გადაწყვეტილებით, უკანასკნელი შეჯიბრი ხვალ გაიმართება. დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ, მთავრები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ მონაწილეები მგლის ფორმაში იბრძოლებენ..
ყველამ იცოდა, რომ ბოლო შეჯიბრი არ იქნებოდა მარტივი.
მათი ცხოველურ ფორმაში ყოფნა, კი ამ ყოველივეს უფრო რთულს ხდის.
ის არ დაემორჩილება წესებს.
ისინი იბრძოლებენ მანამ, სანამ ერთ-ერთი მათგანი არ დაეცემა ბრძოლის ველზე."

გაკეთებულ განცხადებას აღშფოთებით შეხვდა საზოგადოება.
ყველა მხრიდან ისმოდა ხმა, რომლებიც უკანასკნელ სიტყვებს აპროტესტებდა.

"დამშვიდდით, არავინ დაიღუპება. უბრალოდ ხაზი გავუსვი იმას, რომ ბრძოლა სასტიკი იქნება."

ხალხის დამშვიდებას მოჰყვა მაცნე.

"ამისთვის ორივე მხარე მზად ყოფნას გამოთქვამს. იციან, რაზეც მიდიან. ხვალ ყველაფერი გაირკვევა. ხვალ დღეა ახალი ისტორიის დასაწყისის."

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now