Light

1.8K 196 125
                                    

ზამთარს უკვე კარგად მოეკიდებინა ფეხი ჩრდილოეთში.
თოვლი ანათებდა ღამის წყვდიადს.
სამსჯავროს მოგაგონებდათ თეთრ ველზე წრედ შეკრებილი საზოგადოების და შუაში აკიაფებული ცეცხლის ხილვა.
თუმცა მარტო არ მოგაგონებდათ, ეს სწორედ სამჯავრო იყო.
მგლების სასამართლო.

ბეწვის ქურქებში შემოსილი ალფა, ბეტა და ომეგა მგლები, მოთმინებით ელოდებოდნენ, მოსამართლის და განსასჯელის გამოჩენას.

თოვლის თეთრი ფიფქები ანაზდად ეფინებოდა რუხ ქურქზე, თავისუფალ დერეფანში მომავალ მთავარ ალფას, რომელსაც დღეს მოსამართლის სტატუსი უნდა მოერგო და გადაეწყვიტა ბედი, მოღალატე მგლის.
დღეს მის ხელში იყო სიცოცხლის და სიკვდილის გასაღები.

ალბათ გგონიათ, რომ ალფას უკვე გადწყვეტილი ჰქონდა, განსასჯელის ბედი და ეს ყველაფერი უბრალო ფორმალობა იყო და მეტი არაფერი, მაგრამ ცდებით.

რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მოაჭრიდა საკუთარი ხელით თავს, მაგრამ არ სურდა ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება.
სურდა რეზერვაციის სხვა მგლების აზრიც გაეგო და შემდეგ გამოეტანა განაჩენი.
ამისთვის კი აუცილებელი იყო, წესების დაცვით, მომხდარიყო ყოველივე.

ხის მოზრდილ სკამზე დაიკავა ადგილი ალფამ.
მის თვალებს ჯერ კიდევ არ განელენოდათ ცეცხლი, რომელიც მოღალატის აღიარების დღეს აინთო.

ატრიალებდა გონებაში ყველა კადრს, ახსენდებოდა იუნვუს დამცინავი მზერა და ბევრი უარყოფის შემდეგ, როგორც იქნა აღიარებული სიმართლე.
ხედავდა მოარულ ბოროტებას დედამიწაზე და ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მიაჩნდა ის ყოველივე, რაც ასე დაუფარავად მიახალა პირში იუნვუმ.

თითქმის ორი თვე იყო, რაც ამ დღეს, უფრო სწორად ღამეს ელოდებოდა დიადი ალფა.

დრო გაიწელა, როგორც ხდება ხოლმე.
გამოჭერის იმედით, შემდეგ აღიარების მოლოდინში და საბოლოოდ ეღირსა ნანატრი წამი.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now