II შეჯიბრი

1.8K 203 218
                                    

previously

სოიანს ეჭვები გაუჩნდა

თეჰიონმა ჯინს ყველაფერი უამბო ჯანგუკზე

ომეგამ აღიარა, რომ შესაძლოა ცოტათი მოსწონდეს ჯანგუკი

ალფამ ნამჯუნს და იუნგის შამათნ ვიზიტზე უამბო

==

კიდევ ერთხელ გრძნობდა ალფა თავს გალიაში გამომწყვდეულ უუნარო ცხოველად.

ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა საქმე ომეგაზე მიდგებოდა.
მისი მეგობრები სიტყვაზე გამოიჭერდნენ და შემდეგ თავიანთ ისტორიებს აგებდნენ.
ალბათ მარტივი იქნებოდა ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა, სიმართლის თქმით, მაგრამ ჯანგუკი ამას არ აპირებდა.
არას დიდებით არ აღიარებდა შამანთან მისვლის ნამდვილ მიზეზს, რაც თავის მხრივ თავისი მეგობრების თეორიების, უპირობო დასტური იქნებოდა.

ახლა კი თვალებგაფართოებული უყურებდა  ალფა მეგობრებს, ვერ იჯერებდა, რომ თავი ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო.

"ა-არა საიდან მოიტანე რომ მისი მეშინოდა უბრალოდ..."

"უბრალოდ რა?"

"მე მას მონაწილეებზე ვკითხე და მითხრა რომ ომეგა საფრთხეს არ წარმოადგენდა."

საერთოდ სხვა ამბის მოყოლა დაიწყო ჯანგუკმა.

" და აბა ვინ წარმოადგენსო არ უთქვამს?"

უფრო მეტად გამხიარულდნენ უფროსი ალფები, როცა ჯანგუკის დაბნეულ სახეს უყურებდნენ და ისმენდნენ როგორ ცდილობდა უმცროსი ალფა სიტუაციის გამოსწორებას.

ნამდვილად გაიჭედა.

"იცით რა? წადი თქვენი."

ვერაფერს ახსნიდა, ვერაფერს დაამატებდა.
ამიტომ თავდაცვად, თავდასხმა გამოიყენა.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now