Heaven

1.8K 201 132
                                    

ერთი საათი იყო უკვე გასული, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში შედგა ფეხი ქერათმიანმა ომეგამ.
ორი საათით ადრე იუნგი ესტუმრა, თავის მოსასვენებელში და ჯანგუკთან წაყვანა შესთავაზა.
აღელვებული და ბედნიერი სასწრაფო წესით მოემზადა ალფას, რომ გაჰყოლოდა, მაგრამ ახლა პალატის კართან იდგა. უკვე ერთი საათი. დაწყევლილი ერთი საათი და შიგნით შესვლას ვერ ბედავდა.
ხელი ურდულზე ჩაეჭიდა და თავით კარებზე მიყრდნობილი, გამბედაობას იკრებდა, საკუთარ თავს ამზადებდა, იყო თუ არა მზად ჯანგუკის ამ მდგომარეობაში ნახვისთვის.
მთელი სული, სხეული, მისკენ მიუწევდა, თუმცა სისუსტე, რასაც მისი მეწყვილის ტკივილის გამო გრძნობდა, აიძულებდა, კიდევ ცოტა ხანს, ასე ახლოდან და მაინც შორიდან დამტყკბარიყო მისი არსებობით.
მთელი გზა ჩუმად იყო.
მხოლოდ ავტომობილის ფანჯრიდან იცქირებოდა და ცდილობდა დაძაბულობა მოეხსნა.
დაძაბულობა, რომელსაც იუნგის გამო გრძნობდა.
ხვდებოდა, რამდენად უჭირდა ალფას. თითქმის მთელი გზა ნორმალურად არ სუნთქავდა.
იქნებ მართლაც არ იყო კარგი იდეა ყელსაბამის მოხსნა, მანამ თავისი ენერგიის კონტროლს არ ისწავლიდა.
მაგრამ ამას შემდეგ მიხედავდა, იმ წამს მისთვის მთავარი იყო საავადმყოფოში მალე მისვლა და ჯანგუკის ნახვა.
ახლა კი იქ იდგა, მაგრამ უმოქმედობისთვის დაენებებინა სხეული.

"დიდი ხანია ასეა?"

ნამჯუნი მიუახლოვდა პალატისგან კარგად მოშორებით მდგარ იუნგის, რომელიც ისევ ნახევრად სუნთქვაშეკრული გასცქეროდა უმოძრაო ომეგას.

"ალბათ ერთი საათია."

გაბერილი ფილტვებით უპასუხა იუნგიმ.
იმ წამს სურდა ეკითხა ნამჯუნს, რატომ საუბრობდა სუნთქვაშეკრული, მაგრამ როცა მომნუსხავმა სურნელმა, მის ნესტოებამდეც მიაღწია და აიძულა თვალები დაეხუჭა, მიხვდა რაშიც იყო საქმე.

"სჯობს წავიდეთ."

ცალი ხელი ცხვირზე აიფარა ალფამ, მეორე ხელით კი იუნგის მკლავს ჩაეჭიდა.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now