ორმაგი ნიშანი

2.5K 215 152
                                    


previously

მინჯუმ ჩრდილოეთში წასვლა უბრძანა ვერნონს.

ჯანგუკმა დრო ითხოვა სოიანისგან, აზრების დასალაგებლად.

ჯანგუკმა მეგობრებს ყველაფერი უამბო თეჰიონზე.

==

გათენებას არაფერი აკლდა, როცა ვერნონის ავტომობილმა, სამხრეთის მშობლიური მხარე დატოვა და ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი.
მტკიცედ დასახული გეგმა, თავში განუწყვეტლივ უტრიალებდა უხუცესს.
კიდევ ერთხელ ალაგებდა აზრებს და როცა უკვე საბოლოო წერტილამდე მიიყვანდა, ისევ თავიდან იწყებდა. არ სურდა მცირე დეტალიც კი გაჰპარვოდა, ახლა ნამდვილად არ ღირდა შეცდომის დაშვება.
შესაძლო იყო, ომის კართან იდგა მისი რეზერვაცია, ამას ვერ დაუშვებდა.
თავიდან, როცა ჩრდილოეთის შემოთავაზება მიიღო, ბედნიერი იყო ამ შანსით.
ყველაფერთან ერთად აღმოსავლეთში გამარჯვებასაც ელოდა, მაგრამ როცა დედაქალაქში პირისპირ შეეჩეხა ბინის მზაკვრულობას, უკვე ვეღარ გრძნობდა, ამ აღმაფრთოვანებელ გრძნობას.
მისი ამბიციები, ნამდვილად ზღვაში წვეთად მოგეჩვენებოდათ, ბინის ამბიციებთან შედარებით.

შემოდგომას უკვე ზამთრის ელფერი დაჰკრავდა ჩრდილოეთში.
როგორც ეტყობოდა დილით ეთოვა კიდეც.
ხის ტოტებს მცირედ, მაგრამ მაინც შერჩენოდათ თეთრი საფარის ნაწილი.
ყინვიანი ჰაერით იყო გაჟღენთილი, დედამიწის ეს მხარე.
ციოდა.
სამხრეთში ჯერ კიდევ არ გამომშვიდობებიან ბოლომდე ზაფხულს, ჩრდილოეთში კი უკვე ზამთარს ზეიმობდნენ.
თბილი სამოსის მიუხედავად,სიცივემ ძვალ-რბილში დაუარა ვერნონს.
შინაგანი მღელვარება კი უფრო ამწვავებდა სიცივის შეგრძნებას.

ჩრდილოეთს ბოლოს, რომ ესტუმრა უხუცესი, იქაურობა ჯერ კიდევ სოფელს მოგაგონებდათ. კოტეჯები მწკრივად იყო ჩალაგებული ამ მხარის შესასვლელში. ნელ-ნელა იწყებოდა უფრო მაღალი შენობები და ალფას მამულიც არ იყო შორს.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now