ჩრდილოეთი-განთიადი

2.2K 226 21
                                    

განთიადის რეზერვაციის ისტორია, თითქმის იმ დროიდან იწყება, როცა მთვარის ქვის ისტორია დაიწყო. ერთ-ერთი უძველესი რეზერვაცია, დასაბამიდან ჯერ არ გამოჩენილ დასასრულამდე. ყველაზე ერთგული, და მერწმუნეთ როცა ერთგულებას ვახსენებ, ეს ისაა რასაც მგლები ყველაზე დიდ პატივს სცემენ. სასტიკად ისჯებოდა მოღალატე, არა მხოლოდ საკუთარი რეზერვაციის მოღალატე, არამედ მთლიანად მოდგმის მოღალატე.
ჩრდილოეთის მხარე, ყველაზე ძლიერ მოკავშირედ ისახებოდა დასაბამიდან და ასე გრძელდებოდა საუკუნეების მანძილზე.
თანამედროვე დროში უკვე ათეულობით წელი იყო, რაც ალფა ჩანიოლი ედგა სათავეში რეზერვაციას და ის გულმოდგინედ იცავდა წინაპრების დადებულ ფიცს.
მაშინაც კი არ უღალატნია საკუთარი ფიცისთვის, როცა აღმოსავლეთის რეზერვაციამ, განდევნილების შემოტევის დროს, დროულად ვერ შეძლო დახმარების აღმოჩენა ჩანიოლისთვის, რასაც მისი ცხოვრების სიყვარული და რეზერვაციის ლუნა შეეწირა.
დიდხანს ბრაზობდა ვუ სანგზე, მაგრამ ის იმ დროს მხოლოდ აღმოსავლეთზე კი არა, მთელს მსოფლიოზე იყო გაბოროტებული.
დრომ იარები თანდათან მოაშუშა, უფრო მისმა მონდომებამ ვიდრე დრომ.  როცა ხედავდა პატარა ომეგას, რომელმაც ერთი მშობელი უკვე დაკარგა და მეორეს დაკარგვის ზღვარზე იყო, თავს იმაზე მეტი ძალა დაატანა ვიდრე შეეძლო, გადაწყვიტა ფეხზე დამდგარიყო, მალე ცივი გონებით დაიწყო აზროვნება მისმა გონებამ და იმასაც მიხვდა, რომ მისი მეწყვილის სიკვდილში არავინ იყო დამნაშავე, გარდა თავდამსხმელებისა.

რეზერვაციის მართვასთან ერთად, მისი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი პატარა თეჰიონზე ზრუნვა გახლდათ.
თუმცა თეჰიონი არ ჰგავდა რეზერვაციის სხვა ომეგებს.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბექიონი ცოცხალი იყო და ცდილობდა თეჰიონი ღირსეულ ომეგად გაეზარდა, პატარა მგელი ყოველთვის პოულობდა გზას გაქცეოდა მის ყოველდღიურ ვალდებულებებს და უფრო საინტერესო საქმით დაკავებულიყო.
მაგალითად მგლების წრთვნისთვის ჩუმად თვალყურის დევნებით.
თავისთვის სარკესთან პატარა კიდურებს ამოძრავებდა და ცდილობდა, მისთვის უზარმაზარი მგლების მოძრაობები უცვლელად გადმოეტანა.
პირველი გარდასახვა ყველაზე მტკივნეული პროცესია მაქციასათვის.
იმ დროს ჰგონიათ, რომ შუაზე გლეჯენ, ცოცხლად ატყავებენ.
წარმოგიდგენიათ მაინც, რამდენად რთული პროცესი უნდა ყოფილიყო რვა წლის ბავშვისთვის.
მაქციებში პირველი გარდასახვა სწორედ ამ პერიოდში ხდება, შვიდიდან ათ წლამდე. თუმცა ეს ომეგას არ ეხება, მისი სრული ჩამოყალიბება ათი წლიდან იწყება და შეიძლება საბოლოო ფაზას, თორმეტი წლის ასაკშიც კი მიაღწიოს. თეჰიონი ამ მხრივაც გამორჩეული იყო, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე თუ რამდენად უმტკივნეულოდ გადაიტანა პირველი გარდასახვა. ერთ დღეს უბრალოდ მგლის ფორმაში გამოეცხადა მშობლებს, რომ არა მისი სურნელი, ისინი ვერც კი იცნობდნენ საკუთარ ნაშიერს.
დიდხანს უყურებდნენ გაკვირვებული მხიარულად მოთამაშე მგლის ლეკვს, რომელსაც ცხოველის ფორმაშიც კი ემჩნეოდა, რამდენად ბედნიერი იყო იმ წამს მისი სხეულის ცვლილების გამო.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now