სიცხე

1.8K 218 95
                                    


previously

იუნგი ჯიმინს არაპირდაპირად გამოუტყდა, რომ მოსწონდა

თეჰიონი გამოჯანმრთელდა და შეჯიბრისთვის მზად იყო

შეჯიბრის მეორე ეტაპი დაიგეგმა

ჯანგუკი ცდილობდა თეჰიონის ნახვას, მაგრამ ვერ მოახერხა

სოიანმა უთხრა ჯანგუკს, რომ მის გვერდით იყო.

შეჯიბრზე ორ წყვილად განაწილდნენ:
ჯანგუკი და ვონვუ
თეჰიონი და სეჯუნი

თეჰიონმა სეჯუნი დაამარცხა

ვონვოს და ჯანგუკის ორთაბრძოლა კი ჯანგუკის გამარჯვებით დასრულდა

საფინალო ბრძოლა ჯანგუკმა მოიგო.

წინა თავი თეჰიონის გაურკვეველი მდგომარეობით დასრულდა

==

"გნებდები!"

დაიყვირა ომეგამ.

საყვირის ხმაზე, ყველა ფეხზე წამოიშალა და მებრძოლებს შემოერტყა ირგვლივ.

თეჰიონი უსულო სხეულივით იწვა ძირს და იმის მიუხედავად, რომ ჯანგუკის სხეული უკვე კარგა ხნის მოცილებული იყო ომეგას სხეულს და ხელიც კი ჰქონდა გაწვდილი მას წამოდგომაში დახმარებოდა, თეჰიონი მაინც არ იძვროდა.
ბოლომდე მიეცა თავი იმ სისუსტისთვის, რაც ჯერ კიდევ ორთაბრძოლის დაწყებამდე დაპატრონებოდა ომეგას სხეულს.

ჯერ კიდევ მოსასვენებელი ზონიდან გამოსული თეჰიონი გრძნობდა უცნაურ სისუსტეს კიდურებში, რასაც მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა, უბრალო დაღლილობას და ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუჯანმრთელების მდგომარეობას აწერდა.

თავიდანვე იცოდა ბრძოლას წააგებდა, მაგრამ დანებებას მაინც არ აპირებდა.
თუმცა სიტუაცია სულ სხვა გვარად შემოტრიალდა.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now