ომეგა, როგორც ასეთი

1.9K 208 42
                                    


მიზანი ამართლებს საშუალებას.
ჩო იუნვუს, განთიადის რეზერვაციის, ერთ-ერთ უხუცესს, ბოლომდე სჯეროდა ამ ფრაზის მართებულობა.
ჯერ კიდევ ძველ ყაიდაზე მოაზროვნე მგლისთვის, არ იყო მარტივი მისაღები, მეტიც ყოვლად დაუშვებელი იყო, ომეგას რანგის ფარფაში, უძლიერეს რანგთა შორის.

"ომეგა იმიტომ შექმნა მთვარის ქალღმერთმა, რომ ემსახუროს ალფას."

ყოველთვის ღიად აცხადებდა უხუცესი და ამით დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა, მთავარი ალფასგან.
მაგრამ ეს არ ცვლიდა მის რწმენას.
ფიქრშიაც კი დაუშვებლად მიაჩნდა, იდეა, იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ მთავარ რეზერვაციას, დედაქალაქში ომეგა წარადგენდა.

ვერც გაამტყუნებთ, მან არაფერი იცოდა თეჰიონის შესაძლებლობების შესახებ.
ის ხომ ასეთი იდუმალებით მოცული გახლდათ.
მართალია თეჰიონის იდუმალება პირველად ჩანიოლის სურვილი იყო, თუმცა შემდეგ, ომეგამ თავად მოინდომა აისბერგად ყოფნა.
ძალიან ცოტა მოიძებნებოდა რეზერვაციაში, ვინც მის შესახებ სრული სიმართლე იცოდა, და მიზეზიც რატომ ჰყავდა მხოლოდ სამი თანმხლები პირი ომეგას, დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე, სწორედ ეს იყო.
ალბათ მიხვდით, რომ სწორედ ეს სამი მგელი წარმოადგენდა, იმ მცირე რიცხვს, რომელსაც ჰქონდა პატივი სცოდნოდა მთელი ისტორია.

თუმცა იცით რა? დარწმუნებული იყავით, რომ სიმართლეც რომ სცოდნოდა იუნვუს, ის მაინც მყარად იდგებოდა თავის აზრზე.

"შემარცხვენელი, დასაცინი სხვა რა ვუწოდო ჩანიოლის გადაწყვეტილებას."

ბოლთას სცემდა თავის ოთახში.
ათას გზას ეძიებდა, რომ გარდაუალი რეალობა შეეცვალა.

"ბიძია თეჰიონის გამარჯვება, მაინც ნულს ქვემოთაა, რატომ ღელავ ასე. ალბათ ალფამ მისი გამგზავრების შესახებ, სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, ხომ იცი, რომ ის ბოლომდე მხარს უჭერს ახალგაზრდა ალფას კანდიდატურას."

I am The Alpha,  And The Omega   Wo Geschichten leben. Entdecke jetzt