მოგონებები

1.7K 202 50
                                    


previously

ნამჯუნმა გაარკვია, რომ თეჰიონი ნეკნებთან იყო დაჭრილი

ომეგა მედპუნქტში ჯანგუკმა გადაიყვანა

თეჰიონი სტაბილურადაა

ჯანგუკი მედპუნქტში დაბრუნდა

გულსაკიდის ნათება

უკვე ნაცნობი ხმა, ალფას გონებაში

==

მზიანი დღე, უცნაურად თბილოდა ზამთრისთვის.
პატარა ომეგა რვა წლის სულ რაღაც ერთი კვირის წინ გახდა.
მთელი დღის მანძილზე თავს უცნაურად გრძნობდა, მოუსვენრად ხტოდა მისი პატარა გული, თითქოს რაიმე ახალს, რაღაც საოცარს გრძნობდა მისი სხეული.
კიდევ ერთი დღე იყო, სხვა მრავალიდან, როცა პატარა ომეგა თვალს ადევნებდა მასზე დიდ და ძლიერ მგლებს საწრთვნელ მინდორზე.
აკვირდებოდა მამამისს, ყველაზე ძლიერს მათ შორის.
აკვირდებოდა რეზერვაციის ალფას, რომელიც თავდაუზოგავად უზიარებდა თავის ცოდნას მეომრებს.
ომეგა არასდროს ესწრებოდა დამწყებების ვარჯიშებს, ის მხოლოდ მაღალ დონეს ადევნებდა თვალს და ოცნებობდა ერთ დღეს მათ გვერდით მდგარიყო.
უცნაური იყო, თავიდანვე უცნაური და შთამბეჭდავი ლეკვის მისწრაფებები.

"აბა აქ ვინ გვყავს?"

გაისმა ნაზი და მზრუნველი ხმა.

"თეთე..."

ბავშვური გულუბრყვილობა გამოსჭვიოდა ომეგას ხმაში.

"აბა თეთე აქ რას აკეთებს?"

გვერდით მიუჯდა მოაჯირთან მთელი სხეულით მიხუტებულ ლეკვს, ხმის პატრონი.

პატარა ომეგას პასუხი არ გაუცია, თითი გაიწვდინა საწრთვნელი მინდვრისკენ.

"მეც მიყვარს მამას ყურება, მაგრამ უკვე სადილის დროა."

ხელები მოხვია მხრებზე ომეგას უფროსმა მგელმა.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now