I am the Alpha, and the Omega

2.5K 208 208
                                    


მაშინ, როცა სამყარო დასასრულის პირას იქნება.
აღარ იარსებებს სოციალური სტატუსი.
არ იქნება განსხვავება სუსტს და ძლიერს შორის.
აღარ დაიჩაგრებიან ეთნიკური წარმომავლობის გამო.
არავის დააინტერესებს რელიგია.
მაშინაც კი, თუ თქვენ უკანასკნელი გადარჩენილი იქნებით დედამიწაზე, აუცილებლად გაგახსენდებათ ომეგა, სახელად კიმ თეჰიონი.

ომეგა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ შეცვალა ისტორიის საწყისები, როცა ზემოთ ჩამოთვლილი უპირობო დომინანტად ითვლებოდა სამყაროში.

ომეგა, რომელიც გახდა ალფა.
დასასრული აქცია დასაწყისად.
გახდა ლიდერი და მეფე.

შეძლო მის წინაშე დაჩოქილი ეხილა, ძლიერნი ამა სოფლისანი.

ომეგა, რომელსაც მთელმა მაქციათა სახეობამ ქედი მოუხარა და ერთგულება შეჰფიცა.

__

რა იქნებოდა, რომ არასდროს შეხვედროდნენ ერთმანეთს?

როგორ წარიმართებოდა, მისი ცხოვრება?

ასეთი განვითარების წარმოდგენაც კი არ სურდა ალფას, რომელიც მძინარე სხეულს დასცქეროდა ზემოდან, უსმენდა მის ხმაურიან სუნთქვას და არც კი იცოდა რატომ? მაგრამ ეს ფიქრები უტრიალებდა თავში.

ალბათ ვერასდროს იგრძნობდა იმ სიყვარულს, რაც ომეგამ განაცდევინა.
დარწმუნებული იყო, რომ ვერასდროს იგრძნობდა თავს სრულყოფილად.
მის ნახევარს ყოველთვის ექნებოდა შეგრძნება, რომ მეორე ნახევარი სადღაც დროში გაიჭედა და ვერაფრით მიეღწია მასთან.

არასდროს შეიკრებოდა წრე და მის გულში ამოუვსებელი სიცარიელე დაიდებდა ბინას.

ყველა მოგონება უტრიალებდა თავში ჯანგუკს. შეხვედრის წამიდან ამ კონკრეტულ მომენტამდე. უცქერდა და ნათელი ღიმილი ეფინებოდა სახეზე, რომელიც ანარეკლს მისივე თვალებში ჰპოულობდა.

ტიროდა...

დიახ, ცრემლები უნებართვოდ მოსდიოდა თვალებიდან. ბედნიერების ცრემლები, რადგან ქალღმერთმა ღირსად ჩათვალა და მას შეახვედრა.
თავის სიყვარულს, ბედნიერებას.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now