მინ იუნგი

1.7K 186 69
                                    


(A/N მოგესალმებით მკითხველებო.
წინა თავში ბევრი კითხვა წამოიჭრა ვინ იყო სურანი? ცოტა გამაკვირვა ამ ფაქტმა. ველოდი, რომ სურანის გამოკვეთა გაგაკვირვებდათ, მაგრამ იმას არა, რომ საერთოდ ვერ გაიგებდით ვინ იყო ის. როგორც სჩანს დაკვირვებით არ კითხულობს ბევრი. გასაგებია, რომ ეს თექუქის ისტორიაა და ძირითადი თქვენი აქცენტი მათზეა გადატანილი, ბევრი თექუქის მომენტები გსურთ და შეიძლება რაღაც დეტალებს გადაახტეთ, მაგრამ ამ ისტორიაში ბევრი პერსონაჟია. ყველას თავისი ისტორია და როლი აქვს. ხანდახან მეც კი თავიდან მიხდება გადაკითხვა წინა თავების, რამე რომ არ გამეპაროს, მაგრამ სრული იგნორი სხვა პერსონაჟების უბრალოდ მოგცემთ იმას, რომ ისტორიის აზრს ვერ გაიგებთ. უბრალოდ წაიკითხავთ კიდევ ერთ ფიქციას თექუქის სიყვარულის შესახებ და სხვა არაფერი დარჩება ამ ფიკიდან. მართლა მთელი მონდომებით ვცდილობ, რომ ისტორია მრავალფეროვანი იყოს, ასეთი მიდგომით კი, ცოტა იმედი მიცრუვდება. მე და სანოს მთელი განხილვები გვაქვს ხოლმე რა შემოვიტანოთ ისტორიაში, რომ უკეთესი გავხადოთ. გთხოვთ უფრო დააკვირდით გარკვეულ დეტალებს. 💜💜💜)

"აი აქ მტკივა ჯინ, საშინლად მტკივა."

გაყინული იყო ომეგას სხეული.

ოდნავი სიმშვიდე დაჰპატრინებოდა მას, აღარ ყვიროდა, მაგრამ ტკივილს მაინც გრძნობდა. ღრმად მკერდის არეში.

"თეჰიონ, პატარავ უნდა დამშვიდდე, ის კარგადაა."

უსიცოცხლო ცისფერი, აი რას ჰგავდა ომეგას თვალები.

ფერდაკარგული უყურებდა, თითქოს მთელს სამყაროს.

"რატომ არ ქრება ტკივილი, თუ კარგადაა."

სუსტი იყო მისი ხმაც.

"რაღაც შეემთხვა, მაგრამ სერიოზული არაფერია."

მკერდზე მიხუტებულ თეჰიონის თავს ნაზად ატარებდა უფროსი ომეგა ხელს.

I am The Alpha,  And The Omega   Donde viven las historias. Descúbrelo ahora