I შეჯიბრი

1.6K 197 65
                                    


previously

სურანმა აღმოაჩინა, რომ იუნგის ჯიმინი მოსწონს

იუნგიმ პირადად გაიცნო ჯიმინი

გაირკვა, რომ ნამჯუნი და ჯინი ერთმანეთს ჩუმად ხვდებიან

თეჰიონი არ დაესწრო ჯანგუკის დაბადების დღის წვეულებას

ჯანგუკმა სოიანი ნიშნის დასადებად წაიყვანა, მაგრამ იდუმალმა ხმამ, ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

==

თითქოს წამებში ხდებოდა მოქმედება.
თითქოს მხოლოდ წამის მეასედი იყო საჭირო, ნაბიჯის გადასადგმელად.
იგივე დრო ხელის გასაწვდომად და მასთან შესახებად.
მაშინ, რატომ აღიქვამდა ალფას გონება ამდენად შენელებულად თითოეულ მოქმედებას.
რატომ გაულევა გონებაში ყველა წუთმა, ომეგას გაცნობის დღიდან.
წუთმა, როცა პირველად იხილა  მისი, ქალღმერთის შესაშური სილამაზე.
სხეულს, რომელსაც სისხლის წვეთები ამშვენებდა.
დრო, როცა პირველად მოჰკრა ყური მის ხმას. როცა არც კი დაუჯერა საკუთარ ყურებს მისი დომინანტური ხმის გაგონებისას.
შეგრძნებებმა თავი შეახსენეს, ყველა მომნუსხველმა შეგრძნებამ და ბრაზმაც, რასაც ასე ერთი მეორის მიყოლებით იწვევდა მასში ომეგა.

თავხედი ომეგა, რომელიც ამდენად აღიზიანებდა, მაგრამ სწორედ ამ სითავხედის გამო აღვიძებდა მასში ყველა შეგრძნებას ერთდროულად.

განსხვავებული~
მომაჯადოვებელი~
უბრალოდ მშვენიერი~

არც კი დაუთვლია, რამდენჯერ უცდია ამ აზრების თავიდან მოცილება.
საპირისპიროში დარწმუნება საკუთარი თავის.

ახლა კი ხედავდა, ამდენად ახლოს სრულიად შეცვლილს. თითქოს უფრო ნაზს.
ჯერ მხოლოდ მის ზურგს უყურებდა, მაგრამ ოცნებობდა არასდროს არ გამოეხედა მისკენ ომეგას.

არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში.
შეძლებდა კი თავისი რეალური ემოციების დამალვას, განსაკუთრებით ამ სურნელის ფონზე, ასე მძაფრად რომ უწვავდა ნესტოებს.

I am The Alpha,  And The Omega   Onde histórias criam vida. Descubra agora