გულსაკიდი

1.7K 215 57
                                    

previously

თეჰიონის და ჯანგუკის დიალოგი აივანზე

თეჰიონმა გაიგო, რომ ჯანგუკს ნიშანი არ დაუდვია სოიანისთვის

შეჯიბრის პირველი დღე

დაჭრილი თეჰიონი

==

"დაჭრილია!"


ჯინის ხმის გაგონებისას სამყაროში ყველა ფერი, მუქ ნაცრისფრად გადაიქცა ჯანგუკისთვის.
ცხოველის სისხლში ამოსვრილი ომეგას ტანზე, არავის შეუმჩნევია ჭრილობა, მანამ სანამ ჯინმა არ გააჟღერა, ომეგას დაჭრის შესახებ.
ჯანგუკი ვეღარ ხედავდა ომეგას სხეულს. მას გარს შემოხვეოდნენ უხუცესები და მისი მეგობრები.
თავის მაღლა აწევით, ცდილობდა თვალი მაინც მოეკრა ომეგასთვის. კისერს ბოლომდე ჭიმავდა, ახლოს მისვლას ვერ ბედავდა, ან უფრო ვერ აზრობდა.
გაყინულ სხეულში, თითქოს სისხლმაც შეწყვიტა მოძრაობა.

აღარავის ახსოვდა მონადირებული ცხოველები, არავის აღარ აინტერესებდა შეჯიბრის გამარჯვებული.
არა იმიტომ, რომ ომეგას ბედი ანაღვლებდათ და მასზე ღელავდნენ, უკეთესი სანახაობა ჰქონდათ თვალწინ და აბა როგორ გამოტოვებდნენ.

"მოშორდით სხეულს!"

ყველაზე ადეკვატური იყო ამ წამს ნამჯუნი.

"ჟანგბადი სჭირდება!"

ბრბოს შორის გზას მიიკვლევდა და ომეგას სხეულს, ყოველი ნაბიჯის გადადგმით უახლოვდებოდა.

თეჰიონის მეგობრები დაბნეულობისგან საღ აზრს არ ემსახურებოდნენ. უბრალოდ დასჩერებოდნენ ბიჭის სხეულს, ჯინი ხმამაღლა ტიროდა. ჰოსოკს მთელმა ამ საშინელების მომდევნო შედეგებმა გადაურბინა თვალწინ, ჯიმინი, ის ნამდვილად არ იყო ჯინზე უკეთეს მდგომარეობაში.

ცნობისმოყვარე სხეულები შემოაცალა ნამჯუნმა ომეგას. მის გვერდით ჩაიმუხლა.

I am The Alpha,  And The Omega   Onde histórias criam vida. Descubra agora