Scene 2

1.5K 190 73
                                    


პატარა თათები...

შავი ლაქა მარცხენა თათთან...

ღრენა...

ლეკვის გაბრაზებული ღრენა...

თათების ნაკვალები...

ოდნავ გრძელი, ლურჯი, ტალღოვანი, ქარში მოთამაშე თმა...

კიდევ ერთი კისკისი, ამჯერად ბავშვის...

კარგად ნაცნობი ღიმილი...

მამა დაბრუნდა... ხმა, სადღაც შორიდან...

ინტერესით აცეცებდა თვალებს ალფა. სურდა სასურველი კადრი დაენახა.
ერთიანი კადრი და არა ცუდად დამონტაჟებული ვიდეოს ნაწყვეტები, როგორც ხედავდა მთელს სიუჟეტს.

შემდეგ სითბოს შეგრძნება სხეულში.
მის სხეულზე აბობღებული პატარა არსება, რომლის არსებობასაც მთელი სხეულით გრძნობდა, მაგრამ ვერ ხედავდა. ვერა და ვერ არჩევდა სილუეტს.

მამა დაბრუნდა...

ისევ ხმა, უფრო ახლოდან ესმოდა ბგერები...

მისი ღიმილი, საოცარი და საყვარელი ღიმილი.

რა თქმა უნდა დაბრუნდა პატარავ...

ისევ ლურჯი თმა...

მკვეთრი სინათლის ფარდა თვალებზე...

ჯანგუკმა ფრთხილად გაახილა თვალები.
უსიამოვნოდაც. არ სურდა ნეტარი წამისგან განთავისუფლება.
ამბობენ სიზმარი მხოლოდ შვიდ წამს გრძელდებაო, მაგრამ ეს შვიდ საუკუნეს ჰგავდა ალფასთვის.
შვიდ მარადისობას. ბედნიერ მარადისობას.

ღრმად ჩაისუნთქა საყვარელი სურნელი, რომელიც ოთახში გამეფებულიყო.
მკერდთან დაიხედა და ნაცრისფერ ბზინვარებას მოჰკრა თვალი, ზამთრის, ზედმეტად მცხუნვარე მზის სხივებს, რომ ხარბად ირეკლავდა.
ასე იცის აღმოსავლეთში.
თოვლი, შემდეგ მზე, შემდეგ ისევ თოვლი და ოდესმე გაზაფხულიც დგება.

თბილი ღიმილი აუთამაშდა სახეზე ალფას.
მზრუნველობით გადაუსვა ხელი თავზე ომეგას.
არც უცდია მკერდზე მოკალათებული სხეულისგან განთავისუფლება.
დიდი სიამოვმებით გაატარებდა მთელს სიცოცხლეს ამ სხეულის ქვეშ.
სწორედ ისე, როგორც იმ წამს იყო.
უდარდელი, ბედნიერი.

I am The Alpha,  And The Omega   Where stories live. Discover now