მთელი დღეა ამ საკანში ვზივარ და ერთ ადგილზე ვარ მიშტერებული...
რა იქნება ამის შემდეგ...
ვის უნდა ვენდო ამის შემდეგ....
საკუთარმა დედამ გამწირა ამ ადგილისთვის.....
დედა რომლის იმედიც მქონდა....
დედა რომელსაც ერთადერთ ნათელ წერტილად ვთვლიდი...
დედამ რომელმაც მომატყუა... რომელმაც თავი მომაჩვენა ვითომ ჩემი სჯეროდა...
......
ამ ყველაფერზე ვფიქრობ და ტკივილის მეტს ვერაფერს ვგრძნობ... მტკივა... ძალიან მტკივა... მე ხომ ჩემი ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი დავკარგე.... ადამიანები რომლებიც სიცოცხლეს მერჩივნენ... მათ სიკვდილში კი მე მადანაშაულებენ... სწორედ იმ ადამიანების სიკვდილში რომელთათვისაც სიცოცხლესაც კი დავთმობდი.....
უკვე შუაღამეა და მოულოდნელად გისოსებთან ერთ ადამიანს ვხედავ... ის საკნის კარებს აღებს და შიგნით შემოდის.. ნელა მიახლოვდება და ჩემს საწოლზე იკავებს ადგილს...
... :გამარჯობა ახალო...
მისი ხმით ვხვდები რო გოგოა... ის ნელა ჩემსკენ იხრება და მის სახე უფრო გარკვევით ვხედავ...
დიდი თაფლისფერი თვალები... ყავისფერი მხრებამდე თმა.. სწორი ცხვირი და დიდი წითელი ტუჩები...
..... :გამარჯობა მეთქი...
მე:გ..გგ...გამარჯობა...
...:ნუ გეშინია... მე არო ვარ...
და ხელი გამომიწოდა.. მის სახეზე სიბოროტისას ვერაფერს ნახავდით... მაგრამ თუ აქ არის.. ესეიგი არც ისეთი ანგელოზი ყოფილა.... მას ხელი ჩამოვართვი... მაგრამ არაფერი მიპასუხია...
არო:არაფერს მეტყვი?? რა გქვია??
მე:ემა...
არო:უბრალოდ ემა??
მე:კი... უბრალოდ ემა...
არო:კარგი უბრალოდ ემავ... მიხარია შენი გაცნობა... აქ გოგოები ძალიან ცოტანი ვართ.... ამიტომ ყოველი ახალი სახე საინტერესოა ჩვენთვის...
მე:რატომ ხართ ცოტანი??
არო:არაფერი იცი ხომ ამ კოლონიაზე??
მე მას უარის ნიშნად თავი გავუქნიე.. მანაც მკრთალად ჩაიცინა..
არო:აქ რისთვისაც მოხვდი მართალია?? მამაშენი და შენი ძმა მართლა შენ....
მე:არა... მე მკვლელი არ ვარ!!!
არო:მაშინ აქ როგორ მოხვდი...??
მე:რადგან ის ადამიანი არ მენდო რომელსაც ჩემი გადარჩენა შეეძლო...
არო:მისი სურვილით გამოგზავნეს აქ??
მე:კი...
არო:მაშინ იმაზე რთულად არის საქმე ვიდრე გგონია....
მე:რას გულისხმობ?
არო:კარგი.. ჯობია ყველაფერში გაგარკვიო... წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ვერ გადარჩები.... მოკლედ....
ეს მდიდრების კოლონიაა... აქ მხოლოდ ფულიანი ხალხის შვილები ხვდებიან... ეს იმიტომ რომ ოჯახებს სახელები არ გაუტეხონ და ხალხმა მათ შესახებ ვერაფერი გაიგონ... აქ მოსვლით თითქოს ქრები... ყველას ავიწყდები..... ზოგისთვის ეს საშინელებაა.. ზოგისთვის კი სამოთხის ტოლფასია...
რაც შეეხება კონკრეტულად აქაურობას...
ბევრი ამ ადგილს კოლონიას ეძახის.. ბევრიც საგიჟეთს... მაგრამ ამ ადგილსაც აქვს თავისი წესები და კანონები...
არ გეცოდინება.. ამიტომ გეტყვი.. აქ მარტო გოგოები არ ვართ... ამ ადგილს ორი ფლიგელი აქვს.. რომელსაც ერთმანეთთან ხიდი აკავშირებს... ერთი ფლიგელი გოგონებისთვისაა...მეორე კი ბიჭებისთვის....
მიუხედავად იმისა რომ ბიჭების ფლიგელი სავსეა.. გოგონები უმცირესობაში ვართ... ალბათ იმიტომ რომ ზოგი მდიდარი მამიკო თავის ფაქიზ გოგონას აქაურობისთვის ვერ იმეტებს.. მაგრამ აშკარაა რომ ეს ჩვენზე არ ვრცელდება... მოკლედ აქ შენი ჩათვლით ხუთნი ვართ.... ამიტომაც არის რომ მთელი ფლიგელი ცარიელია...
ასევე... იმისდა მიუხედავად რომ გოგონებსა და ბიჭებს ერთმანეთს ფლიგელში შესვლა ეკრძალებათ.. ეს წესი მაინც ძალიან ხშირად ირღვევა..
მე:როგორ ახერხებთ წესების დარღვევას?
არო:აქ არაფერი კონტროლდება... აქ არავის ვაინტერესებთ... უფროსობისთვის მთავარია რომ ვიცოცხლოთ.. სხვა მხრივ ყველას სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ... აქ ყველა იმას აკეთებს რაც უნდა... მაგრამ ამის გასაჯაროებას მაინც ყველა ერიდება... ეს იმიტომ რომ აქ სასჯელის ძალიან მკაცრი ზომები აქვთ... ჯობია არ გამოცადო...
მე:მაშინ ამ ადგილის არსებობას რა დანიშნულება აქვს?!
არო:ფული... ისინი ჩვენთვის ფულს იღებენ... სანაცვლოდ კი ჩვენი ოჯახები ჩვენგან ისვენებენ... აი ეს დანიშნულება პატარავ..
მე:ზედმეტსახელებისგან თავი შევიკავოთ.. თუ შეიძლება!!
არო:ოუუუ ზედმეტად ფიცხი ხარ... აქ ეს ბევრ პრობლემას შეგიქმნის... მაგრამ ამვე დროს საყვარელი ხარ... ბიჭებში გაიქაჩები...
მე:არსად გაქაჩვას არ ვაპირებ!! ისიც მყოფნის რომ იმისთვის ვისჯები რაც არ ჩამიდენია... ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ აქედან გავიდე!!
არო:ჯიუტი ხარ... ესეც კარგია.. მაგრამ გვახსოვდეს რომ აქედან ვერავინ გადის..
მან ხელი მხარზე დამადო და საკნიდან გავიდა...
არო:ხვალ უკეთესად აგიხსნი ყველაფერს... საინტერესო ვიღაც ჩანხარ და ნამდვილად არ მინდა უცოდინრობით ხიფათში ამოყო თავი... ახლა კი ჯობია კარგად გამოიძინო...ხვალ დიდი დღე გელის პარკ ემა იუნგ....
მან თვალი ჩამიკრა და წავიდა....
აქაურობისთვის ზედმეტად სუსტი და გამოუცდელი ვარ.... მე აქ არ უნდა ვიყო..
თავში სულ ეს მიტრიალებს.. ამ ყველაფერს კი ის ტკივილი ემატება რასაც ძმისა და მამის სიკვდილი მაყენებს......
.............................
მოულოდნელად რაღაცის გამაყრუებელი ხმა მესმის რაც ჩემს შეშინებას და წამში გაღვიძება იწვევს....
გარშემო ნელა ვიხედები და ამ საშინელ ადგილს დღის შუქზე უფრო კარგად ვაკვირდები...
მთელ სხეულში ზიზღი მიპყრობას ამ ყველაფრის მიმართ... მაშინათვე იატაკიდან ვდგები და რაღაც მეტალის მსგავს ნატეხში ვიყურები, რომელიც სარკის ფუნქციას ასრულებს....
საკუთარ ანარეკლს ვუყურებ და ვხედავ ერთ განადგურებულ... თვალებდასიებულ გოგოს რომელშიც განადგურებულია ყველაფერი კარგი... ყველაფერი კარგი რაც მასში ადრე სუფევდა...
საკუთარი და მთელი ამ ცხოვრებისადმი ზიზღის გრძნობით სავსე ჩემს ანარეკლს ხელ ვურტყავ და საწოლის ქვედა სართულზე ვჯდები....
მალევე საკანთან ერთ ადამიანს ვხედავ..
არო:დღის სინათლეზე უკეთესი ყოფილხარ.... დროა საუზმეზე წავიდეთ.. აქ ასეთი წესია...
მე:არ მინდა..
არო:მთელი ხუთი წელი აპირებ აქ.. საკანში ასე ჯდომას??!!
მე:დამერწმუნე აქედან იმაზე ადრე გავალ ვიდრე ეს სხვებს ჰგონიათ....
არო:ძალიან თავდაჯერებულიხარ... მაგრამ მინდა გაგაფრთხილო რომ ბადრაგებმა ჭამის დროს საკანში არ უნდა გამოგიჭირონ... თორე დაისჯები...
მე:შეგიძლია წახვიდე??
აროს აღარაფერი უთქვამს უბრალოდ საკნიდან გავიდა და მალე კარებიც ჩაიკეტა....
...................................
ასე გავიდა ორი დღე... საკნიდან ერთხელაც კი არ გავსულვარ....
არომ დანარჩენი გოგონები გამაცნო... და ბევრჯერ შეეცადა საკნიდან გავეყვანე... მაგრამ ჩემმა მტკიცე უარმა ყველა ჯერზე უკან დახევა აიძულა.....
...............
დღევანდელი დღეც ჩვეულებისამებრ დაიწყო... არომ გამაფრთხილა რომ სადილზე მაინც თუ არ გავიდოდი ბადრაგებს ჩემზე ეჭვი გაუჩნდებოდათ...
ამიტომაც დავთანხმდი რომ სადილზე მასთან ერთად წავიდოდი...
..............
როდესაც სადილის დრო მოვიდა საკნები მაშინათვე გაიღო... უცნაური შეგრძნება იყო საკნიდან გამოსვლა... გარშემო ყველაფერს თვალი მოვავლე... და ვერაფერი დავინახე ცარიელი საკნების გარდა.
არო:მართალია.. ზევით მარტო შენ გაქვს საკანი...დანარჩენები ყველა ქვევით ვართ....ახლა კი წამოდი...დროა ამ ფლიგელს გავცდეთ...
მან ხელი ჩამჭიდა და სადღაც წამიყვანა...
მალევე ერთ დიდ დარბაზში აღმოვჩნდით.....აქაურობა სავსე იყო ბიჭებით.. ზოგი ერთმანეთს ხელის გადაწევაში ეჯიბრებოდა... ზოგიც ერთმანეთს ურტყავდნენ... ან უბრალოდ ისხდნენ და ერთმანეთს აგინებდნენ... მათ გაკვირვებული ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა...
არო:ვიცი ძალიან უცნაურია ჩვენგან წამოსული ამის ნახვა... მაგრამ რას ვიზამთ...🤷♀️
მან მხრები აიჩეჩა და მანიშნა რომ გავყოლოდი...
მან საჭმლის დაფა აიღო და მზარეულს ერთი პორცია დაადებინა... მეც სწორედ იგივე გავაკეთე... მაგრამ უკან შემობრუნებულს არო ვეღარსად დავინახე... ამიტომაც იძულებული გავხდი გზა ჩემით გამეგრძელებინა..
უზარმაზარ მაგიდებს შორის გავიარე და ვიგრძენი უამრავი ადამინის მზერა... მესმოდა როგორ ლაპარაკობდნენ ჩემზე და ეს ძალიან უხერხულში მაგდებდა... ვარჩიე მათგან რაც შეიძლება შორს დავმჯდარიყავი... ამიტომაც სასადილოს ბოლოში არსებულ ერთ დიდ მაგიდაზე დავჯექი და მაშინათვე თავი ხელებში ჩავრგე...
ასე ვიჯექი მანამ სანამ წამიერმა ხმაურმა არ შემახტუნა და ზევით ახედვა არ მაიძულა....
თავი ავწიე თუ არა ჩემს წინ მდგარი საშვალო სიმაღლის შავგვრემანი ბიჭი გავინახე... გამოკვეთილი ნაკვთებით და დიდი წითელი ტუჩებით...
ის მიყურებდა და თავლს არ მაშორებდა... შემდეგ ჩემს პირდაპირ დაჯდა და ამათვალიერა...
.... :გეტყობა ახალი ხარ და არ იცი... ეს ჩემი მაგიდაა....
მე მისთვის პასუხი არ გამიცია უბრალოდ თავი ჩავხარე და დამშვიდება ვცადე....
.... :შენ გელაპარაკები...!!
მან მაგიდაზე ხელი დაარტყა და ჩემი ყურადღებაც მაშინათვე მიიპყრო...
წამში ჩვენი მაგიდა ბიჭებით გაივსო... გარშემო ვიხედებოდი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ 7 ბიჭს ვუყურებდი....
ჩემგან მარჯვნივ მჯდარა ბიჭმა ხელით ჩემი ლანგარი თავისკენ მიიწია და რაც ზედ ეწყო ყველაფერი თავისთვის გადაიდო...
მე ლანგარი გაბრაზებულმა გამოვგლიჯე ხელიდან... ის კი წამში იგივე ხელზე მწვდა და თავისკენ მიმატრიალა...
.... :ოუუუ.. ჯიმინ ის გოგოა...
... :რაა?? ააა.. აი თურმე ყველა შენ რატო გიყურებდა...
იმ ბიჭს რომელსაც ჩემი ხელი ეჭირა მოულოდნელად სახეში მუშტი დავარტყი და უკან გამოვედი... მაგრამ მალევე ჩემი მიმართულებით ერთი დაკუნთული ბიჭი წამოვიდა... მან კედელთან მიმიმწყვდია და მთელი ტანით ზედ ამეკრო...
მან ტუჩები ჩემს ყურთან მიიტანა და ჩუმად მითხრა...
....:როგორც ჩანს არ იცი ვინ ვართ.. თორე ამდენს არ გაბედავდი...!!
შენ ჩემს ძმას დაარტყი.. ეს კი არ გეპატიება...!
მისი ხელები წელზე ვიგრძენი... ამან საერთოდ გამაჭედინა ამიტომაც ამ ბიჭს ღირდებაში ვუთავაზე და მთელი სისწრაფით ამ ადგილს მოვშორდი....
მივრბოდი მაგრამ არ ვიცოდი სად... ყველა დერეფანს გაუგებარი მიმართულებით მივყავდი....
ბოლოს ერთ კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე... აქ ვერ გადავრჩები.. ეს ადგილი ჩემნაირებისთვის არ არის... მე აქ ვერ გადავრჩები.....
ასე ვიყავი მანამ სანამ ჩემსკენ სირბილით მომავალი არო არ დავინახე.. ის სწრაფად ჩემთან ჩაიმუხლა და სახე ამაწევინა...
არო:ჰეიი..... ემა რა დაგემართა... ვინმემ რამე დაგიშავა..?! ემა...
მას ურეაქციოდ შევხედე და ტირილი უარესად ამიტყდა...
არომ მიმიხუტა...
არო:გთხოვ დამშვიდდი... ვიცი რომ ძალიან რთულია... მაგრამ უნდა გთხოვო რომ საკანში წამომყვე... დაცვამ თუ შეგამჩნია პრობლემები არ აგვცდება...
ეს მითხრა და თხოვნით სავსე თვალებით შემომხედა...
მეც უხმოდ ავდექი და უკან გავყევი...
საკანში როცა შევედი აროც ჩემთან ერთად შემოვიდა...
არო:ემ... ვიცი აქაურობა შენთვის ძალიან მიუღებელია... მაგრამ უნდა შეძლო და აქაურ ცხოვრებას ფეხი აუწყო.... და კიდევ... გავიგე წეღანდელი ამბავი და საერთოდ აზრად როგორ მოგივიდა რომ ტაესთვის სახეში დაერტყა და ქუქი სთვის კი იქ... ეს როგორ გააკეთე??!! 😳
მე:ასეთი ვინ არიან რომ არ დამეტყა?!!არო:აქაურობის ბოსები არიან.....ისინი აქაურობას მართავენ...!!
მე:ისინი ისეთივე პატიმრები არიან როგორიც ჩვენ!!
არო:მათ ჩვენზე მეტი ძალა აქვთ!! მეორეჯერ აღარ გაბედო და მათ გზაზე გადაეღობო.... ისედაც დარწმუნებული ვარ რომ ქუქი ამ საქციელს არ შეგარჩენს..
მე მისთვის აღარაფერი მიპასუხია... ასე ვიჯექით მანამ სანამ ჩემს საკანთან ერთი ბადრაგი არ მოვიდა...
ის:ეი შენ... პარკ ემა იუნგ... მნახველი გყავს...
მე:რა? და ვინ არის??
ის:მე შენი მოსამსახურე კი ნუ გგონივარ!! დროზე ფეხი გამოადგი..!!
მან დამიყვირა და წინ გამიძღვა...
ბოლოს ერთ დერეფანში შევედით...
ის გისოსებით ორად იყო გაყოფილი... აშკარა იყო რომ იქითა მხარე ბიჭებს ეკუთვნოდათ...
მეც ერთ ერთმა ბადრაგმა ხელით სხვა ოთხში შემაგდო... თვითონ კი კარები ძლიერად მიაჯახუნა....
გარშემო როცა მიმოვიხედე... ენი დავინახე.. რომელიც ვიღაცას ელაპარაკებოდა... მაგრამ მალევე ადგა მაგიდიდან და ამ ოთახიდანაც გავიდა...
ცარიელ ითახში უფრო ადვილი შესამჩნევი გახდა დედაჩემის გაყინული მზერა... მისი გამოხედვა გულს ათას ნაწილად მიმსხვრევდა და ტირილს მანდომებდა... თვალები ცრემლებით ამევსო და ქვედა ტუჩი გაუცნობიერებლად ამიკანკალდა... ალბათ იმიტომ რომ მისგან ასეთ სიცივეს მიჩვეული არ ვარ....
მის წინ ნელა ვჯდები და თვალებში ვუყურებ.... ის არაფერს ამბობს... მე კი თავს ვხრი და ვცდილობ გადმოცვენილი ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდო...
დედა:ისევ ცოცხალიხარ!!! ესეიგი აქაურობას კარგად შეეგუე...
მე:დედა...
დედა:დედას ნუ მეძახი... მე დედაშენი არ ვარ...
მე:არა შენ დედაჩემიხარ😭
დედა:დედას ნუ მეძახიმეთქი...
მან სახეში გამარტყა... ეს იმდენად მწარე და მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის რომ მაშინათვე ტირილი დავიწყე.... ვიგრძენი სისხლის გემო.. რომელიც ტუჩიდან მომდიოდა...
მას ნელა ახედე...
დედა:იცი აქ ღამე რატომ მოვედი?!! იმიტომ რომ ხალხმა არ დაინახოს თუ სად ხარ... რომ სახელი ძირფესვიანად არ გაგვიტყდეს!!!
მე:მე ისინი არ მომიკლავს!!! ისინი ცხოვრებას მერჩივნენ... დედა ეს შენ კარგად იცი... ჩემი რატომ არ გჯერა... დედა....
მან მეორედაც გამარტყა სილა... რის გამოც სისხლი ცხვირიდანაც წამომივიდა..
დედა:იმ დონეზე მძულხარ რომ უფლება რომ მქონდეს ცემაში ამოგხდიდი სულს... მაგრამ შენნაირი ბინძური ადამიანის სისხლით ხელებს არ დავისვრი... აქ მხოლოდ ერთი წინადადების სათქმელად მოვედი.... იმედი მაქვს ამ საშინელ ადგილას ამოგხდება სული... იმედი მაქვს აქედან მკვდარს გაგიტანენ...
ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა...
სწორედ ამ დროს ვიგრძენი გული როგორ გამიქვავდა... ვიგრძენი აღუწერელი ტკივილი...
მალევე ბადრაგის ძლიერმა შეხებამ ფეხზე დამაყენა და ამ ოთახიდან გამიყვანა... გარშემო ვერაფერს ვხედავდი... თითქოს თვალებზე ბინდი მქონდა გადაკრული....
მალევე საკნის კარების ძლიერმა მიჯახუნებამ გამომაფხიზლა და სწორედ მაშინ მივხვდი რომ უკვე საკანში ვიყავი...
ისევ კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე... მთელი ღამე ვტიროდი.. მანამ სანამ ჩვენი ფლიგელი არ ახმაურდა...