სილურჯეებზე ხელს ძლიერად ვისმევ და ვცდილობ რამენაირად მოვიცილო... ხელებიდან სისხლს უხეშად ვიშრებ.. შემდეგ კი ისევ ჩემს ყელს ვუბრუნდები...
მალევე ვიღაცის შეხება უკან მატრიალებს და ძალით მაჩერებს...
ქუქი:გაჩერდი... გაჩერდი... ემა მორჩი..!!!
ის ხელებს მიჭერს და მიხუტებს... ხელებს ძლიერად მხვევს და გამოძრავების საშვალებას არ მაძლევს...
ქუქი:რას აკეთებ თუ ხვდები?!!
ცოტა არ იყოს გაბრაზებული ხმით მეუბნება...
მე:მე ადამიანი მოვკალი... მე მკვლელი ვარ... მე ის მოვკალი... 😭
თავს ვეღარ ვიკავებ და ტირილს ვიწყებ... მას ნელა სააბაზანოდან გავყავარ და საწოლზე მაჯენს...
ქუქი :შენ არავინ მოგიკლავს... შენ საკუთარი თავი დაიცავი... გასაგებია?!
მე:მაგრამ...
ქუქი:ამაზე საუბარი არ გვინდა... ჯობია დაწვე... მეც დასვენება მჭირდება...
მე:აქქ??
ქუქი:აბა?!!
ის საწოლს უვლის და ერთ მხარეს წვება...
მეც ნელა ვწვები და მისგან საპირისპირო მხარეს ვბრუნდები...
დღევანდელ დღეზე ფიქრი თავს არ მანებეს და მელევე ისევ ტირილი მიტყდება... ბალიში თავს ვრგავ და ვცდილობ ქუქს არ გავაგონო... მაგრამ მალევე წელზე ხელებს ვგრძნობ... ის მისკენ მატრიალებს და მიხუტებს....
....................
დილით ადრევე მეღვიძება... ქუქი ჩემგან საპირისპირო მხარესაა გადაბრუნებული....
მე ფეხზე ვდგები და ახლა მახსენდება რომ მაისური ნახევრად შემოხვეული მაქვს.. ხელით ჩამოხეულ ნაწილს ვიჭერ და სააბაზანოში შევდივარ... სახეზე წყალს ვისხამ და ელემენტარულად ვწესრიგდები....
როცა გამოვდივარ საწოლზე წამომჯდარი ქუქი მხვდება...
ქუქი:როდის ადექი??
მე:ცოტა ხნის წინ..... როგორ ხარ??
ქუქი:უკეთესად... დროა წავიდეთ...
მე:სად?? შენი ფეხზე აღდგომა არ შეიძლება...
ქუქი:მე გადავწყვეტ რა შეიძება და რა არა.... ახლა კი აი ეს აიღე და ჩაიცვი... შემდეგ კი წავიდეთ...
მე მას მაისურს ვართმევ და ვიცვლი...
.................
მას გოგონების ფლიგელამდე მივყავარ შემდეგ კი მიდის.... მეც თავს ვანებებ მასზე ფიქრს და ჩემს საკანში ვბრუნდები...
მალევე დილის ხმაურიანი ზარიც ირეკება და ყველა იღვიძებს...
მე გოგონებთან ერთად სასადილოში მივდივარ... აროს არ უნდა ბიჭების მაგიდასთან დაჯდომა ამიტომ სხვაგან ვსხედებით... ვგრძნობ მწველ მზერებს.. და რამოდენიმეჯერ ქუქის გაბრაზებულ სახესაც ვხედავ... მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო... შეიძლება მისი მადლობელი ვარ... მაგრამ მირჩევნია მისგან დისტანცია დავიჭირო....