ქუქის POV.
ძალიან ავღელდი როცა დავინახე რომ ემა იქიდან გადმოხტომას ცდილობდა... მესმის რომ აქაურობა მისი საკადრისი არ არის მაგრამ თავის მოკვლა... ეს უკვე ზედმეტია....
მას აღარ გავყოლივარ... აღარ მინდოდა მისით უფრო ბევრი საფიქრალი გამჩენოდა.. ამიტომაც დავიკიდე და შუგასთან საკანში შევედი....
მე:ეს გოგო გიჟია...!!
შუგა:იმის მერე რისი გადატანაც მოუწია არც მიკვირს ასე რომ მოიქცა... 😒
მე:და რისი გადატანა მოუწია?!!
შუგა:არაფერი დაიკიდე.... უნდა დავიძინო...
მე:შუგა მემგონი რაც გკითხე?!!
შუგა:ეგ გოგო რაში გჭირდება?!! იუნა ხომ გყავს!! დაიკიდე რააა!!
მე:რომ გეკითხები ესეიგი მჭირდება... ის მე მეკუთვნის!!
შუგა:ის სხვა.. აქაური ბოზებივით ნუ გგონია... ჯეიქეი...ძალიან პატარაა... უბრალოდ დაიკიდე და ვინმე სხვით გაერთე...
მე:ასე ლმობიერი როდიდან გახდი...??!!
ანგელოზი შუგა... 😏
შუგა:ისევ ის ვარ რაც ვიყავი.. უბრალოდ რაც დღეს ვნახე... ძალიან გამიტყდა.... აქ ურჩხულები ვართ.. ის კი აქაურობისთვის ძალიან სუსტია....
მე:რა ნახე?!! ახალს რამე დაემართა?!!
შუგა:თავს არ დამანებებ ხო?? 🤨
მე:არა!!
შუგამ ერთი ამოიხვნეშა...
შუგა:ერთი პატიმარი სააბაზანოში მის გაუპატიურებას ცდილობდა... 😑
ეს რომ გავიგე ტვინში სისხლმა ამასხა... აი რატომ ქონდა სახეზე ჭრილობები...
მე:ვინ!!!
კბილებში გამოვცერი და მუშტები შევკარი.
შუგა:დღეს... სასადილოში რომ დაარტყი.. აი ის ტიპი...
სიტყვის დასრულება არ ვაცადე და პირდაპირ იმ ნაბიჭვრის საკნისკენ წავედი...
გაბრაზებულმა გისოსები წამში გადავწიე და მძინარე საწოლიდან გადმოვათრიე... ახალგაღვიძებულმა ფარხალი დაიწყო და თავის გათავისუფლება სცადა... მაგრამ ხელით კისერში ვწვდი და თავი გისოსებზე გამეტებით ვარტყმევინე...
მე:მე გაგაფრთხილეე!!!
ი ს მ ე მ ე კ უ თ ვ ნ ი ს მ ე თ ქ ი!!!! მაგრამ შენ ეს დაიკიდე... შენ ბაიჭვარო!!
ის იატაკზე დავაგდე და გამეტებით დავუწყე მუშების რტყმა..
მე:მას კიდევ ერთხელ შეეხები და სისხლისგან დაგცლი!!!
მხოლოდ ესღა ვუთხარი და ფლიგელი დავტოვე... პირდაპირ გოგონების შენობისკენ წავედი და ახალის საკანს ნელა მივუახლოვდი...
ის საწოლის ქვედა სართულზე იწვა და ეძინა....
მე კი იქვე კედელთან დავჯექი და სუნთქვის დარეგულირება ვცადე...
მთელი ღამე აქ ვიჯექი... ბოლოს შევამჩნიე მზემ როგორ დაიწყო ამოსვლა... ახალს ერთი კიდევ შევხედე.. ბოლოს კი იქაურობას მოვშორდი....
ემას POV
დილით ზარის გამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა... ისიც გავიგე საკნის კარებები როგორ გაიხსნა... მაგრამ ამ ყველაფრისვის ყურადღება არც მიმოქცევა... კედლისკენ გადავტრიალდი და ძილი გავაგრძელე....
მალევე გავიგე საკანში ვიღაც როგორ შემოვიდა...
არო:ჰეი... ემმმ.. გაიღვიძე... ზარები უკვე დაირეკა...
მე:ჩემს გარეშე წადი...
არო:ემა ცუდად ხარ??
მე:არა... ნუ ინერვიულებ... უბრალოდ არ მინდა წამოსვლა...
არო:თუ გინდა შენთვის ერთ ნაჭერ პურს მოვიპარავ...
მასზე ჩაეღიმა.. ამიტომაც მისკენ გადავბრუნდი...
მე:მადლობა რომ ჩემზე ასე ზრუნავ.... გთხოვ არ ინერვიულო... გემრიელად მიირვი ეს გაზიზღრობები😄
ამაზე ორივეს გაგვეცინა... მალევე არო დაემშვიდობა და საკნიდან გავიდა...
ქუქის POV.
დილით დანარჩენებთან ერთად სასადილოში წავედი... ჩემი პორცია ავიღე და მაგიდას მივუჯექი... მალევე გოგონებიც შემოვიდნენ... არო ჯიმინს დაუჯდა კალთაში... ენი კი ტაეს... იუნა ჩემთან მოვიდა და კისერში მაკოცა...
ემას კი ვერსად ვხედავდი...
მე:არო.. ახალი გოგო სად არის??
ჯინი:ხომ შეგიძლია უბრალოდ ემა დაუძახო... 😒
მე:რა მნიშვნელობა აქვს?!! 🙄
არო:უბრალოდ არ შიოდა...
ჯიმინი:ძალიან ჭირვეული ვიღაცაა...
არო:უბრალოდ რთულია მისთვის აქ ყოფნა...
ჯიმინი:მამას და ძმას რო კლავდა რა ეგონა აბა?!
არო:ემას არავინ არ მოუკლავს..!!
არო ჯიმინის კალთიდან გადმოვიდა და გვერდით გადაჯდა... აშკარაა რომ ემასი ძალიან სჯერა....
მე კი ფეხზე წამოვდექი და სასადილოდან გავედი...
ახალის საკანთან მისვლა არ გამჭირვებია... ის ისევ ისე იწვა როგორც გუშინ ღამით... მე საკანში შევედი... ის კი გადმობრუნდა და პირდაპირ თქვა...
ემა:არო ხომ გითხ.... შენ??
მე:გეტყობა სხვას ელოდი...
ემა:აქ რას აკეთებ??!!
მე:საუზმეზე რატომ არ ხარ?!
ემა:არ მშია და იმიტომ..!!
მე:საჭმელად არასდროს გამოდიხარ!!
ემა:ეგეც შენ უნდა გკითხო?!!
მე:კი.. მე ყველაფერი უნდა მკითხო!!
ემა:თუ დაამთავრე შეგიძლია გახვიდე..!
მე მისკენ წავედი და ზემოდან მოვექეცი...
სახე ძალიან ახლოს მივუტანე და ყელში ვაკოცე... როცა მის ყელზე სილურჯეები შევნიშნე...
ჩემი შეხებისთანავე სულ მთლად გაფითრდა და სახეზე ხელები აიფარა.. აშკარა იყო რომ ტირილი დაიწყო... მას ნელა მივშორდი და იქვე დავდექი...
მე:ის ვეღარ შეგეხება!!
ემამ გაკვირვებულმა შემომხედა...
ემა:შენ საიდან იცი...?? მე მათ ვუთხარი რომ არავისთვის ეთქვათ!!
მე:არ გაქვს უფლება რამე დამიმალო.. მითუმეტეს ასეთი რამ...!! შუგა რომ არა კარგად იცი რაც მოხდებოდა!! ამის შემდეგ ასეთ დროს გარეთ არ დაგინახო გასული!!!... და კიდევ სადილზე გამოსვლა არ დაგავიწყდეს...
ეს ვუთხარი და მისი საკნიდან გამოვედი..
.................
ემას POV
სადილის დროს არო დიდი სიხარულით მიმიძღვოდა წინ... არ ვიცოდი მისი სიხარულის მიზეზი... მაგრამ არ ჩავძიებივარ... მისი მხიარულება თითქოს ჩემზეც გადმოდიოდა და მისი შემხედვარე ჩემდაუნებურად მეღიმებოდა...
სასადილოში შესვლისთანავე ბიჭების მაგიდისკენ წავიდა... მაგრამ გზად შემოვაბრუნე...
მე:არო... არ შეიძლება სხვაგან დავსხდეთ?
არო:აირჩიე ან ისინი... ან ესენი....
და ხელით გარშემო არსებულ ბიჭებზე მიმანიშნა რომლებიც თვალებით გვჭამდნენ....
ამიტომაც აროს უხმოდ გავყევი... ის მაშინათვე ჯიმინს ჩაუხტა კალთაში... მიუხედავად იმისა რომ ქუქის გვერძე ადგილი იყო.. მე მაინც მისგან შორს.. თუ არ ვცდები ჰოუპის გვერდით ვარჩიე დაჯდომა....
ჩემს საქციელზე დავინახე ქუქმა წარბი როგორ აწია.... მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია... მაშინათვე ჩემს წინ არსებული საჭმლის ჭამა დავიწყე.... მალევე მოვრჩი.. ამიტომაც ფეხზე ავდექი და სასადილოდან გასვლა დავაპირე... რომ არა არო..
არო:ემ.. სად მიდიხარ??
მე:საკანში...
არო:დარჩი რაა....
მე:მირჩევნია წავიდე.... იქ გნახავ...
აროს მკრთალად გავუღიმე და სასადილოდან გამოვედი....
საკანში მალევე მივედი მაგრამ იქ ორი ბადრაგი დამხვდა... ისინი ჩემს საკანს ჩხრეკდნენ... როცა შემამჩნიეს ერთ ერთი მათგანი ჩემსკენ წამოვიდა....
ის:პატიმარო პარკ ემა იუნგ... ჩვენთვის რამის თქმა ხომ არ გინდა??!!
მე:რას გულისხმობთ??
ის:აი ამას!!!
მან ჯიბიდან გამჭვირვალე ცელოფანში მოთავსებული დანა ამოიღო....
მე:ეს რა არის?? ან ამასთან მე რა შუაში ვარ??
ის:ეს ვითომდა უმწეო და ანგელოზის სახე მაღიზიანებს... პატარა ეს შენს საკანში ვიპოვეთ.... არც ახლა იტყვი რამეს??!!
მე:ეა ჩემი არ არის...!!!
ის:როგორც ჩანს ჭირვეულობას ამჯობინებ... ახლავე სასჯელის ოთახში გადაიყვანეთ....
მან მეორეს დაუყვირა... ისიც წამში მწვდა და სადღაც წამიყვანა....
მთელი გზა ვეწინააღმდეგებოდი..... ბოლოს ერთ ოთახში შემაგდო.....
მალე შუქებიც აინთო და ყველაფერი მკაფიოდ დავინახე... აქ არაფერი იყო... გარდა ერთი მაგიდისა... რომელზეც ვერც კი ვხედავდი რა ეწყო...
მაგიდასთან ერთი ქალი იდგა... ის ჩემსკენ წამოვიდა და მოახლოებისთანავე სახეში გამარტყა... ამას რამოდენიმე.. კიდევ ძლიერი დარტყმაც მოყვა....
შემდეგ თმებში მწვდა და მაგისადთან უფრო ახლო მიმიყვანა....
იქიდან რაღაც ნივთი აიღო და მხარზე შემახო.... შეხებისთანავე ტანში საშინელმა ტკივილმა დამიარა... მთელი სხეული ერთიანად მიცახცახებდა მანამ სანამ ელექტრო შოკერი არ მომაშორა...
ტკივილისგან გათავისუფლებისთანავე იატაკზე მოწყვეტით დავარდი...
მან ეს კიდევ რამოდენიმეჯერ გაიმეორა... მანამ სანამ გონება არ დავკარგე.....
აროს POV
სასადილოდან დაბრუნდი თუ არა.. ემას საკნისკენ წავედი.. მაგრამ იქ ყველაფერი გადატრიალებული დამხვდა.. თვითონ ემა კი არსად არ იყო... როგორც წინაზე ისევ დერეფნეფში დავუწყე ძებნა... როცა ვერსად ვნახე.. ერთ ერთ ბადრაგთან მივედი....
მე:პარკ ემა იუნგს ვერ ვპოულობ... უნდა დამეხმაროთ....
ის:ის სასჯელის ოთახში ჰყავთ გადაყვანილი... მის საკანში ზედამხედველმა დანა იპოვა..
არა.. არა... არა.... სასჯელის ოთახიიი?? სერიოზულად... ღმერთმა იცის ემას იქ რა შეიძლება დაემართოს....
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. ამიტომაც ბიჭების ფლიგელისკენ წავედი და პირდაპირ ჯიმინის და ქუქის საკანში შევედი...
ჯიმინი:არო რამე მოხდა??
მე:ემა... ის სასჯელის ოთახში ყავთ შეყვანილი... ქუქ რამე გააკეთე და დაეხმარე მას....
ქუქი:იქ რისთვის გადაიყვანეს?!
მე:მითხრეს რომ მის საკანში დანა უპოვიათ... მაგრამ ეს ტყუილია...
ქუქი:მე ვერაფრით დავეხმარები...
მე:ქუქ შენ ნორმალური ხარ??!! ნუთუ არაფერს გააკეთებ?!!
ქუქი:და რა გინდა რო გავაკეთო...?! რაც დაიმსახურა ის მიიღო... მე რა შუაში ვარ?!!
ქუქმა დაიყვირა და გაბრაზებული საკნიდან გავარდა... მე სახეზე ხელები ავიფარე და ტირილი დავიწყე...
გავიგონე ჯიმინი საწოლიდან როგორ ჩამოხტა და სახიდან ხელები ჩამომაწევინა....
ჯიმინი:ქუქისგან რას ითხოვ... ის ვერაფერს გააკეთებს...
მე:ხომ ამბობს რომ ემა მისი საკუთრებაა.. ხოდა ვალდებულია ასეთ სიტუაციაშიც ეხმარებოდეს...!!
ჯიმინააა შენ მაინც გააკეთე რამე... 😪
ჯიმინი:ის გოგო მე არ მეხება!!!ანდა სასჯელის ოთახიდან როგორ გამოვიყვან...?!!
არო:ანუ მის ადგილას მე რომ ვიყო არც მაშინ გააკეთებდი არაფერს... უბრალოდ დამიკიდებდი და გადამაგდებდი... 😭
მას ხელები ზიზღით გავაშვებინე და იქაურობას გავეცალე... გული საშინლად მეტკინა... მაგრამ ემა... მას უნდა დავხმარებოდი... ამიტომაც მიწისქვეშა სართულზე ჩავედი... შუგას საკანთან მივედი და შიგნით შევაბიჯე...
შუგა:იქნებ შემოსვლის უფლებას არ გაძლევ!!!
მე:შენი დახმარება მჭირდება....
შუგა:ერთხელ რო დაგეხმარე ეს იმას არ ნიშნავს რომ სულ უნდა შემაწუხო... 😑
მე:გემუდარები... მხოლოდ ამ ერთხელ.. 😔
შუგამ მობეზრებით ამოიხვენა...
შუგა:რა გინდა??
მე:ემა სასჯელის ოთახში წაიყვანეს... გთხოვ რამე გააკეთე და იქიდან გამომაყვანინე...
შუგა:სასჯელის ოთახიდან?? მეღადავები?
მე:გთხოვ....
შუგა:დიდი ხანია რაც იქ ყავთ??
მე:სადილიდან მოყოლებული....
შუგა:აქ დამელოდე... ნახევარ საათში თუ არ დავბრუნდი... ჩათვალე ვერაფერი გავაკეთე... 😒
მე:მადლობა...
შუგა:მადლობას წინასწარ ნუ იხდი...
მან გვერდი ამიარა და საკნიდან გავიდა..
შუგას POV.
ეს გოგოები კატებივით არიან რა... ერთხელ თუ გაუკეთებ რამეს მერე მოგეჩვევიან და თავსაც მოგაბეზრებენ...
ახლა დერეფანში მივდივარ და საკუთრი თავის მიკვირს... რატომ დავთანხმდი... რა ძალა მაქვს... შარს ჩემი ხელით ვეძებ🙄
როგორც იქნა სასჯელის ოთახამდეც მივაღწიე... იქ ერთი ბადრაგი დამხვდა... ის ჩემსკენ წამოვიდა და წინ გადამიდგა..
ის:აქ რას აკეთებ..?!!
მე:პარკ ემა იუნგი მინდა რომ გამოუშვა...
ის:მეც ბევრი რამე მინდა...
მე:სერიოზულად გეუბნები...
ის:და მე რას მივიღებ...?
მე:აი ამას....
მას ერთი შეკვრა ფული გავუწოდე... ნათქვამია ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და სწორიც უთქვამთ...
მან მაშინათვე ფულისკენ წამოიღო ხელი... მაგრამ წამში უკან გავწიე და წარბაწეულმა გავხედე...
მე:ჯერ გოგო....
მან თვალები გადაატრიალა და ოთახში შევიდა... მალევე დამიძახა და მეც უკან გავყევი...
შესვლისთანავე იატაკზე უგონოდ მყოფი.. სულ მთლად სისხლიანი ემა დავინახე... მაშინათვე მასთან ჩავიმუხლე და გაუცნობიერებლად პულსი შევუმოწმე... როცა დავმშვიდდი...
მისი ხელში აყვანა დავაპირე...
ბადრაგი:ფულიი!!!
მას ფული ზიზღით გადავუგდე და იქაურობას გავეცალე.... მიწისქვეშა სართულზე მალევე ჩავედი და ემა ჩემს საკანში შევიყვანე...
ჩემი დანახვისთანავე არო სიხარულით ფეხზე წამოხტა და ემას დაწვენაში დამეხმარა...
არო:მადლობა... უღრმესი მადლობა...
ის სწრაფად გადამეხვია და ისევ ემას მიუბრუნდა...
მე:მე გავალ... შენ კი მას მიხედე... მემგონი შოკერი გამოიყენეს....
ეს ვუთხარი და საკნიდან გავედი... დიდი ხანია ბიჭების ფლიგელში არ ვყოფილვარ... ამიტომაც იქით წავედი...
შესვლისთანავე ჰოუპის საკანი ყველაზე ახლოს იყო.. ამიტომაც პირველი მასთან შევედი...
მე:ჰეი... ჰოუპ...
ჰოუპი გაკვირვებული შემობრუნდა და გადამეხვია...
ჰოუპი:შუგაა?? ძმაოო.. შენი აქ ყოფნა რას მივაწერო??
მე:უბრალოდ გამოვიარე... დანარჩენები თავიანთ საკნებში არიან??
ჰოუპი:არ ვიცი... წესით კი..
მე:კარგი ხელს აღარ შეგიშლი...
პატარაზე თვალი ჩავუკარი და იმ ბიჭზე ვანიშნე რომელიც მის საზოლზე საკმაოდ აღზნებულ მდგომარეობაში იწვა...
მისი საკნიდან გამოვედი თუ არა ჯიმინთან წავედი....
ის საწოლზე იწვა და საკმაოდ გაბრაზებულად გამოიყურებოდა...
მე:ჯიმინშე რა გჭირს??
ჯიმინი:შუგა?? აქ რას აკეთებ??
მე:ყველამ ეგ უნდა მკითხოთ ახლა?? 🙄
ჯიმინი:უბრალოდ იშვიათია შენი აქ ნახვა...
მე:კაი და გაბრაზებული მეჩვენები...
ჯიმინი:აროსთან შეკამათება მომივიდა...
მე:რამე მოხდა??
ჯიმინი:ის მთხოვდა ახალს დავხმარებოდი და სასჯელის ოთახიდან გამომეყვანა...
მე:შენ უარი უთახი და არომ პარალელი საკუთარ თავთან გაავლო ხოო🙄
ჯიმინი:მემგონი წინა ცხოვრებაში ქალი იყავი🤷♂️
მე მისი შტერული კომენტარისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და იქვე ნაცნობ ბიჭებს საუბარში ჩავერთვე...
ემას POV..
თვალები გაჭირვებით გავახილე და ვიგრძენი ყველაფერი როგორ ამტკივდა..
არო:გოროც იქნა გაიღვიძე...
მე:რა მოხდა...
არო:არ ადგე... იწექი... ჭრილობები უნდა დაგიმუშავო...
მე:მე იმ ოთახში ვიყავი... მაგრამ მერე გავითიშე და აღარაფერი მახსოვს... არო რა მოხდა...??
არო:ბადრაგებმა შენზე მითხრეს... მე კიდე ბიჭებთან წავედი რომ დაგხმარებოდნენ... საბედნიეროდ შუგა დამთამხმდა და მან გამოგიყვანა იქიდან..
მე:ეს როგორ შეძლო...?
არო:არ ვიცი.. მთავარია დაგვეხმარა...
მე:სხვებსაც უთახი ამის შესახებ??
არომ არაფერი მიპასუხა და თავი ჩახარა..
მე:არო!!
არო:კი... იძულებული ვიყავი... თავიდან დახმარება ქუქს და ჯიმინს ვთხოვე... მერე ჯიმინთან ვიჩხუბე და ბოლოს შუგა დამეხმარა..... კარგი მოდი ჭრილობების დამუშავებას გავაგრძელებ კარგი...
მე:ქუქმა რა გითხრა..??
არ ვიცი ეს კითხვა რატომ დავუსვი... მაგრამ პასუხი საშინლად მაინტერესებდა...
არო:ამაზე მერე ვისაუბროთ ახლა მაცადე ჩემი საქმე დავასრულო....
მე:არო მითხარი...!!!
არო:რაში გაინტერესებს...?? მას ხომ ვერ იტან!!!
მე:მართალია ვერ ვიტან... მაგრამ მაინტერესებს მისთვის რამეს წარმოვადგენ .. ის ხომ თავს არ მანებებს.
არო:ამას მე არ უნდა გეუბნებოდე!!!
მე:მას არც კი დააინტერესა ხოო?? მაშინათვე დაიკიდა ხოო???.... არო მიპასუხე!!!
არო:ხოოო!!!
მე:გასაგებია.... ახლა შეგიძლია გააგრძელო....
არო:ემა მაპატიე...
მე:პატიებას რატომ ითხოვ...
არო:აუუუ არ უნდა მეთქვა რაა....
მე:ნუ წუწუნებ... მიდი დამეხმარე და აქედან წავიდეთ...
არო:სად?? რა უნდა წახვიდე?!ისედაც ცუდადხარ!!!
მე:არაფერი არ მჭირს...
არო:არაფერი არ გჭირს თუ ელექტროშოკერისგან დამწვარ მკლავს.. ხელმეორედ გახეთქილი ლოყას ტუჩსა და დალურჯებულ ტანს არ ჩავთვლით!!!!
მე:დამწვარი ადგილის შეხვევაში დამეხმარე... დანარჩენს კი არაფერი უჭირს..
არო:ემა ეგრე არ შეიძება!!!
მე:არო გთხოვ... ისედაც არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე და ნუ მაწვალებ....
აროს აღარაფერი უპასუხია... უკმაყოფილოდ ამოიოხრა და მხრის შეხვევა დამიწყო... როცა ყველაფერს მორჩა... ფეხზე წამოვდექი და მასთან ერთად საკნიდან გამოვედი....
არო:სად მიდიხარ?? არ გინდა დამეყრდნო?? უფრო გაგიადვილდება სიარული...
მე :არა.... მადლობა....
არო:აქეთ ბიჭების ფლიგელია... გზა ისევ გერევაა??
მე:სწორედ რომ ბიჭების ფლიგელში მივდივარ....
არო:რაა?? რატოო???
მე:ხომ მითხარი შუგა დაგეხმარაო... ხოდა მისთვის მადლობის გადახდას ვაპირებ.....
არო:მოდი ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ....
მე:აი უკვე ვხედავ შუგას...
ბიჭების ფლიგელში მივაბიჯებდი და მალევე ქუქის და ჯიმინის საკანსაც მივუახლოვდი....
შუგა კარებში იდგა და შიგნით მყოფ ქუქს და ჯინს ელაპარაკებოდა....
მე მას მივუახლოვდი და მის წინ დავდექი... მას ხელები ერთმანეთზე ქონდა გადაჯვარედინებული და გაკვირვებული მიყურებდა....
შუგა:აქ რა გინდა?? საკანში რატომ არ ხარ??!! დასვენება გჭირდება!!
მე:არომ მითხრა რომ შენ დამეხმარე... აქ კი მადლობის სათქმელად მოვედი...
მე მისკენ გადავიხადე და ლოყაზე მკრთალად ვაკოცე...
მე:მადლობა ყველაფრისთვის...
შემდეგ კი გამოვტრიალდი და იქიდან წამოვედი....
.......................................
არო:გიჟი ხარ!!! ნამდვილად გიჟი ხარ!! აზრზე ხარ რა გააკეთე?!! ქუქი გაგიჟდება!! ვაიმე.... ვერ ვიჯერებ რომ ეს მართლა ვნახე.... საერთოდ ქუქის სახე დაინახე?!! ისე გიყურებდათ ასე მეგონა შემოაკვდებოდით!!!
მე და არო უკვე ჩემს საკანში ვიყავით.. ის კი აქ მოსვლიდან მოყოლებული ლექციებს მიკითხავს თუ რა საშინელება გავაკეთე....
მე:გთხოვ მორჩი... ქუქი დიდების მოყვარული ნაბიჭვარია... მე კი მისი საკუთრება არ ვარ!!! არ მაინტერესებს რას იფიქრებს... მე ის გავაკეთე რაც საჭირო იყო... ადამიანს დახმარებისთვის მადლობა გადავუხადე....!!!
არო:ამ მადლობას საშინელი რაღაცეები მოყვება....
ეს მითხრა და მალევე ჩემი საკნიდანაც გავიდა...