27

418 40 2
                                    

.......
ახლა მასთან შევდივარ... ის კი ისევ იქ მხვდება სადაც დავტოვე...
მის წინ ვიმუხლები და სახეზე ვეხები... საშინლად გაყინულია...პლედს ვიღებ და მხრებზე ვახურებ...
მე:ემ...ჩემი გესმის...?
ემა:......
მე:ძვირფასო ნუ მაშინებ... ძალიან გთხოვ რამე მიპასუხე... 😪
ემა:......
მე:მჭირდები...😭.. გთხოვ დაბრუნდი... 😭
ემა:არო....
მისი ერთი სიტყვაც საკმარისი იყო უზარმაზარი სიხარულისთვის.... მისკენ გადავიხარე და ჩავეხუტე....
მე:ემ... როგორ ხარ?? ძალიან გთხოვ ასე ნუ იქცევი....
ემა:მე აქ არ უნდა ვიყო...
მე:ვიცი... შენი ადგილი აქ არ არის... მაგრამ...
ემა:მე უნდა მომკვდარიყავი...
მე:რაა?! რა ჯანდაბას ლაპარაკობ?!ემა ახლავე გონს მოდი!!!
მას მხრებში წავავლე ხელი და შევაჯანჯღარე...
მან გაყინული თვალები მომაპყრო და ხელები სუსტად ჩამომაწევინა...
ემა:მარტო დამტოვე....
მე:არა!!! არ ვაპირებ შენს ასეთ მდგომარეობას ასე მშვიდად ვუყურო!! თუ შენ არ აპირებ რამე იღონო მაშინ ამის გაკეთებას მე გაიძულებ!!! ვახშამზე ჩემთან ერთად წამოხვალ სასადილოში... არც კი გაბედო და შემეწინააღმდეგო!!
საკუთარი ხმის ტემბრი ვერ გავაკონტროლე... თვალებიდან ცრემლები მომდიოდა და თან ხმამაღლა ვუყვიროდი... მისი ურეაქციო სახე კიდევ უფრო მაღიზიანებდა... მე საკნიდან გამოვედი და ჩემსაში შევედი... არ შემიძლია მას ასეთს ვუყურო....
.............
მალევე ვახშმის დრო მოვიდა... მე ემას საკანთან მივედი... ის ისევ ისე იჯდა..
მე:წასვლის დროა....
ემა:......
მე:ემა ვახშამზე უნდა წავიდეთ!!
ემა:ჩემს გარეშე წადი.....
მე:ახლავე აწიე უკანალი და გამომყევი..!!
მას მკლავში ვწვდი და საკნიდან გამოვათრიე....
როგორც მკვდარი ისე მომყვებოდა... მხოლოდ წინ იყურებოდა... არაფერს ამბობდა... სასადილოში ისე შევედით რომ მისთვის ხელი არც კი გამიშვია...
ორივესთვის ლანგარი ავიღე... მას თავისი მივაწოდე და გვერდით ამოვიყენე... როგორც ყოველთვის ბოლოში ერთ თავისუფალ მაგიდაზე დავჯექი.... ემაც მძიმედ დაესვენა სკამზე და საჭმელს დაუწყო ყურება...
მე:ემა ჭამე....
ემა:არ მინდა...
მე:ემა ასე ცუდად გახდები... მერამდენე დღეა რაც არაფერი გიჭამია....!
ემა:არ შემიძლია... ვერ შევჭამ....
ურეაქციოდ ტონის აუწევლად მითხრა და ლანგარი მაგიდის ცენტრისკენ გასწია...
მე ჩანგალი ხელიდან გავაგდე და თავი ხელებში ჩავრგე...
მე:ემა.... გთხოვ ამას ნუ აკეთებ....
მას ისევ არაფერი უპასუხია... მეც გავჩუმდი და მეტი არაფერი მითქვამს... ასე მეგონა ძეგლი მეჯდა წინ...
მალევე დავინახე ტაე ერთი მაგიდიდან თვისი ლანგარით ხელში როგორ წამოვიდა ჩვენს მხარეს... მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია... ისიც მყოფნიდა რომ მოშორებით მდგარი მაგიდიდან დანარჩენებიც გვიყურებდნენ...
ტაე მოგვიახლოვდა და თავისი ლანგარი მაგიდაზე... ზუსტან ემას გვერდით დადო

კოლონია😈🙈Where stories live. Discover now