ტაეს POV.
სასადილოში რამოდენიმე პატიმართან ბანქოს ვთამაშობდი... როცა არო და ახალი შემოვიდნენ... ვხედავდი ახალის ურეაქციო გამომეტყველებას და ვერ ვხვდებოდი მისი ამ მდგომარეობის მიზეზს...
დიდხანს ვუყურე... ბოლოს ჩემი ლანგარი ავიღე და მას გვერდით მივუჯექი...
ისევ ისე იჯდა... თითქოს ჩემი მისვლა ვერც შეემჩნია.... სადღაც შორს... რაღაც წერტილზე იყო კონცენტრირებული და გარშემო სამყაროსთნ კავშირი თითქოს არ ქონდა....
მე:ახალო როგორ ხარ?....
ემა:..........
არო:ტყუილად ცდილობ.... არაფერს გეტყვის....
მე:ახალო რა გჭირს?!
ემა:........
მე:ემა შენ გეუბნები!!!
მას მკლავზე ხელს ვკიდებ და ვარხევ... ის ჩემსკენ ბრუნდება და ცივ თვალებს მაპყრობს...
ემა:ტაე.....
მე:ხო... ტაე... ახალო აშკარაა რომ კარგად არ ხარ!!
ემა:მე.... მე... არ ვიცი... მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობ....
მისთვის კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას... როცა ჩვენთან ერთი ზედამხედველი მოდის... ის ახალს უახლოვდება....
ის:აი აიღე...
ხელის გულს შლის და წამალს აწვდის...
მე:ეგ რა არის?!
ის:შენი საქმე არ არის!!!
მე:მემგონი ვიკითხე ეგ რა არისმეთქი!!
ის:წამალი... ექიმის მიერ გამოწერილი...
ემა წამალს იღებს და ბადრაგის მოწოდებულ წყალს აყოლებს....
როცა ხედავს რომ ახალი წამალს ყლაპავს ბადრაგიც მიდის მე კი მისკენ ვიხრები...
მე:რატომ დალიე?!! იქნებ რა ჯანდაბას გასმევენ!!!
ემას პირთან ხელი მიაქვს ტუჩებს შორის პატარა აბს უკან აცურებს... ამავე აბს მაჯაში იდებს და მიყურებს...
მე:ღადაობ? 😕
ემა:შეიძლება საკუთარი თავის კონტროლი მიჭირს და სიკვდილს ვნატრობ... მაგრამ ამას სხვისი და განსაკუთრებით მათნაირი ნაბიჭვრების ხელით არ ვაპირებ....
ამას ურეაქციოდ მეუბნება და ისევ წინ იხედება....
ჩემს საჭმელს ვუბრუნდები... მაგრამ მის ყურებას დაჟინებით ვაგრძელებ... მალევე მისი მდგომარეობა იცვლება... ვამჩნევ მუხლებზე დადებული ხელი როგორ უკანკალებს... თვალებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერს და ყბის კუნთები წამში ეჭიმება...
მე:ახალო რა გჭირს.?! შემომხედე..
ის არ მიყურებს... მას ხელს ვკიდებ და ფეხზე ვაყენებ... ძალიან სუსტად მეჩვენება.. ნაბიჯის გადმოდგმაც კი უჭირს... ხელს წელზე ვხვევ და სასადილოდან გამყავს.....
იმ საკანში მიმყავს სადაც ადრე წავიყვანე... გზად იძულებული ვხდები რომ ხელში ავიყვანო...
ბოლოს საწოლზე ვაწვენ და მის თავთან ვიმუხლები...
მე:ვერ ვხვდები რა გჭირს...
ემა სახეზე თავის ცივ თითებს მახებს და ნაზად ასრიალებს... ტანში ჟრუანტელი მივლის... მისკენ ვიწევი და ტუჩები ვკოცნი... მაგრამ მაშინაათვე ვჩერდები და უკან ვიწევი...
მე:ცუდად ხარ... სხვა შემთვევაში მოახლოების უფლებასაც არ მომცემდი... ჯობია დაიძინო... მე აქ ვიქნები...
მას თმაზე ვეხები და თამაშს ვიწყებ... მალევე ეძინება...
ასე გადის დაახლოებით ერთი საათი.. მისი ძილი კი უფრო მშფოთვარე ხდება...
ხელების სუსტად ქნევას იწყებს და რაღაცას ბუტბუტებს...
მისი სიტყვები უფრო მკაფიო ხდება..
ემა:გამიშვი... არა... არა... გთხოვ... თავი დამანებე... შემეშვი.. მიშველეთ... გემუდარები გაქრი...
მისკენ ვიწევი და ხელებს ვუკავებ ის კი წამში განწირულ კივილს იწყებს და ჩემს დაჭერილ ხელებს თმებში იხლარავს...
მას ხელებს ძლიერად ვუჭერ და ვარხევ...
მე:ემა გაიღვიძე... ემა რა გჭირს...
ის კი უარესად აგრძელებს ყვირილს... მე კი თავს ვუჭერ და ვკოცნი... მალევე ჩერდება და ვხვდები რომ ჰაერი არ ყოფნის...
მას ვშორდები ის კი ხმაურიანად იწყებს სუნთქვას... ცრემლიან თვალებს მაპყრობს და ტირილი უარესად უტყდება..
მე:ჩშ.. ჩშშ...დამშვიდდი..მე აქ ვარ... შენს გვერდით...
მას ხელებს ვხვევ.. ის კი ჩემს კისერში რგავს თავს...
მე:კარგად ხარ?.. თუ გინდა გავიწევი...
ემა:იყავი... მეშინია მარტო დარჩენის.. გთხოვ იყავი...
მას ჩემსკენ უფრო ვწევ და მის გათბობას ვცდილობ...
................