1

1.4K 58 11
                                    

გარეთ იელვა,რადენიმე წამის მერე დაიქუხა და დაიწყო წვიმა...
წვიმის წვეთების მონოტონური ხმა მანქანაში აღწევს და სევდიან მელოდიად ეფინება ყველას და ყველაფერს.....
ვხედავ როგორ დაცურავს მინაზე ცის ცრემლები... ის ტირის.. ცა ტირის... სწორედ ამიტომ არ მიყვარს წვიმა... არ მიყვარს და მორჩა!...
ამაზე ვფიქრობდი როცა მოულოდნელად ჩართულმა მუსიკამ რეალობაში დამაბრუნა... საკმაოდ კარგ ხასიათზე დამაყენა კიდეც... გამახსენდა დღევანდელი დღე და მთელ ტანში სიამოვნების გრძნობა დამეუფლა, მიუხედავად იმისა რომ სახლში დიდი პრობლემები შემექმნებოდა....
ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის მოჩენილ დაცვას გავექეცი და მთელი დღე მაღაზიებში სიარულში გავფლანგე... მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მამა გამიგებს და ძაანაც არ გამიბრაზდება.....
ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა და სწორედ ამ დროს ვიგრძენი მანქანა როგორ გაჩერდა... მძღოლს ფული გადავუხადე და გადავედი....
მაგრამ რაღაც ისე არ არის... ვუყურებ ჩაბნელებულ და ცარიელ ეზოს... ეს კი ძალიან უჩვეულოა... არცერთი დაცვის წევრი... არცერთი ანთებული ლამპიონი.. მე კი შიში მიპყრობს... მაგრამ ეს ხომ ჩემი სახლია... აქ საშიში არაფერია... ჭიშკარში თამამად გავდივარ და სახლისკენ მივდივარ...
როგორც ველოდი,... შუქები სახლშიც არ ანთია....ნელა კარებს გავცდი და სიბნელეში შევაბიჯე...
მე:მამააა.....დედაააა....არის სახლში ვინმე... იოჰან.... რა ჯანდაბაა... აქ არავინ ხართ???!!!
როგორც იქნა მისაღებამდე მივაღწიე და შევეცადე შუქის ჩამრთველი მეპოვნა.. მაგრამ აქ ჩვეულებრივზე უცნაურად იყო საქმე... ვგრძნობდი ფეხებქვეშ სისველეს... ამიტომაც ფრთხილად დავიხარე და იატაკს თითით შევეხე... ვიგრძენი ბლანტი სითხე რომელიც ნელა ცხვირან მივიტანე...... ეს სისხლი იყო... პარკები რომლებიც ხელში მეჭირა მოულოდნელად ხელიდან გამივარდა..... მაშინათვე ჩამრთველის ძებნა გავაგრძელე.. მალევე კედელზე ამობურცული ადგილი ვიგრძენი ხელით მივაჭირე და ოთახიც განათდა...
მეშინოდა უკან შემობრუნების... მაგრამ ვხედავდი ჩემს წითლად შეღებილ ხელებს და ეს უარესად მხდიდა....
ნელა უკან გავტრიალდი... ჩემს წინ წარმოდგენილიმა სურათმა კი ადგილზევე გამაშეშა...
მისი თვალები მიყურებდნენ... მაგრამ მათში ის სითბო და სიყვარული აღარ იგრძნობოდა.... მისკენ წავედი და მის უსულო სხეულთან ჩავიმუხლე... ხელით ნელა შევეხე... მინდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო... მინდოდა ეს არალეარული ყოფილიყო... მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა.... ვიგრძენი მისი გაყინული კანი... მას ხელი ნაზად ჩამივუსვი სახეზე... ბოლოს კი ჩავეხუტე...ჩემში დაგროვილმა ტკივილმა წამში ერთიანად ამოხეთქა და განწირული ხმით დავიყვირე... თვალებიდან ცრემლები გზას თავისით იკვლევდნენ.. როგორც წეღან წვიმის წვეთები მინაზე... აი რატომ მტკიოდა გული... აი რატომ ტიროდა ცა... მე დღეს დაგკარგე მაა...
მის სხეულს ვეხუტებოდი და ხელებს ძლიერად ვუჭერდი... მინდა თვალები გავახილო და მეძინოს... მაგრამ ვახელ თუ არა ჩემს წინ სისხლიანი ოთახი იშლება...
კანკალით ვშორდები მას და იოჰანს  ვურეკავ... ვიცი ჩემი ძმა შეძლებს და დამეხმარება... მის ნომერს ძლივს ვპოულობ და სენსორს თითს ძლივს ვაჭერს...
ველოდები როდის მოპასუხებს... მაგრამ მალევე სახლში კიდევ სხვა მობილურის ხმა ისმის... მეც ფეხზე ვდგები და მას მივყვები... ბოლოს სამზარეულოში გავდივარ...
შესვლისთანავე შუქს ვანთებ და ხელს ვხედავ... იატაკზე.. მაგიდის უკან... ხელს ვხედავ... ისიც სისხლიანია...
შიშისგან ვკივი და ხელიდან მობილური მივარდება... მაშინათვე იმ მხარეს მივდივარ და იქვე ვიკეცები....
თითქოს გული მიჩერდება... თითქოს ჩემს ფილტვებს ჰაერი აღარ მიეწოდება... მისკენ ვიწევი და იქვე ვჯდები... ბოლო ხმაზე ვტირივარ და მთელი სხეულით ვცახცახებ...
რატომ.... რატომ მაინცდამაინც ისინი...
ასე გადის საათები... სულ მთლად სისხლიანი სამზარეულოს იატაკზე ვზივარ და ჩემი ძმის გალურჯებულ სხეულს დავყურებ.....
მალევე კივილი მესმის.... განწირული კივილი... ის ჩემს ყურადღებას იპყრობს და ნელა.. მომავალი ხმის მხარეს ვიხედები.... მალევე ძლიერი ხელებით მეხებიან... ის თავისკენ მაბრუნებს და შეშინებული სახით მიყურებს....
დედა:ემა.... ემა... ეს... ემა რა მოხდა.. ემა..
ის მოულოდნელად იოჰანისკენ იხედება და განწირული ხმით კივის... მის სხეულს ხელებს უურტყავს და ეხუტება.....
ის ტკივილი რასაც ახლა ის განიცდის... ამას მეც ვგრძნობ.... ის მას სახეს უკოცნის და ეხვეწება რომ გაიღვიძოს...
ბოლოს კი ჩემსკენ ბრუნდება... მის თვალებში ზიზღს ვხედავ....მაგრამ ამაზე ვერ ვფიქრობ...
დედა კი მკლავში ძლიერად მკიდებს ხელს და ფეხზე მაყენებს...
დედა:შემომხედე... მე მიყურე!! ემა შემომხედე მეთქი!!!
მისკენ თავს ძალით მატრიალებინებს და მაიძულებს თვალებში შევხედო...
დედა:ემა... ეს.... ეს როგორ გააკეთე???!!
ეს სიტყვები მთიალად მანადგურებს... მას გონია რომ ისინი მე დავხოცე?? დედაჩემს გონია რომ მამა და ძმა მოვკალი??!!
მე:შენ.. შენ გგონია რომ ეს მე გავაკეთე!!!
დედა:ემა ნუ ყვირიხარ!!
მე:ეს როგორ იფიქრე.... ეს აზრად როგორ მოგივიდააა?!!
დედა:დამშვიდდი... დამშვიდდი გთხოვ... მაპატიე... ეს არ უნდა მეთქვა... ყველაფერს მოვაგვარებთ... მე დაგეხმარები... შენ უდანაშაულო ხარ....
ამას მეუბნებოდა და ვგრძნობდი თან როგორ ეშინოდა...
ის მიხუტებს და მკოცნის... შემდეგ კი აქეთ იქით იწყებს ყურებას... თავისთვის ბუტბუტებს და იქვე სკამზე მაჯენს...
დედა:მე.. მე ახლავე მოვალ... დამელოდე ემ... დედა დაგეხმარება...
კიდევ ერთხელ მკოცნის და ოთხიდან გადის...
ასე ვზივარ... მან სანამ ფანჯრებიდან მოციმციმე შუქს არ ვხედავ და პირდაპირ მისკენ არ მივდივარ...
დავინახე დედა სახლიდან როგორ გავიდა და მეც კარებისკენ წავედი... ჩემსკენ მომართული მანქანის ფარები თვალებს მჭრიდა.. ამიტომაც გარკვევით ვერაფერს ვხედავდი...
მალევე ფარების შორის ერთი სილუეტი დავინახე... ის ჩემსკენ მოდიოდა და თან იარაღს მიმიზნებდა....
ის:ახლავე ძირს დაწექი და ხელები თავზე დაიწყვე...!!
მე:რაა??? დედაჩემი სად არის?!
ის:ახლავე დაწექი და ხელები თავს ზემოთ დაიწყვე!!!
მე:დედაჩემი სად არის?? დედააა.... დედაა...
მოულოდნელად ის კაცი მკლავში მწვდა და ორივე ზურგს უკან ამომიტრიალა....
ის:თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ორი ადამიანის მკვლელობაში... თქვენი ყოველი სიტყვა სასამართლოში თქვენსავე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული...
მან ბორკილები ძლიერად შემიკრა და მანქანისკენ წამიყვანა... დედას ვეძებდი.. გარშემო ვიხედებოდი.... ამ კაცმა მანქანაში ჩამაჯინა და თვითონაც ჩაჯდა... სწორედ ამ დროს დავინახე დედა... ის მე მიყურებდა... ხელები ერთმანეთზე გადაეჯვარედებინა და თვალებიდან ზიზღს აფრქვევდა...
მას ჩემი არ ჯერა... მას გონია რომ ისინი მე დავხოცე.... ტირილი უარესად ამიტყდა...
ბოლოს მანქანა გაჩერდა და მეც  გადამიყვანეს... შენობაში შესვლისთანავე ერთი საკნისკენ წამიყვანეს... შესვლამდე ბორკილები მომხსნეს...შემდეგ კი წავიდნენ...
მე იქვე კედელთან ჩავიმუხლე და ტირილი დავიწყე.... საკუთარ თავზე არ ვტიროდი... რადგან მხოლოდ იოჰანზე და მამაზე ვფიქრობდი... თვალწინ ისევ მათი სახეები მედგა და გული ათას ნაწილად მემსხვრეოდა....
..............................
მთელი ღამე ტირილში გავატარე... დედა არც მეორე დღეს მოსულა ჩემთან... პოლიციელებს ვეუბნებოდი რომ ჩემთვის ერთი ზარის უფლება მოეცათ... მაგრამ ისინი ზედაც არ მიყირებდნენ... უბრალოდ ჩამივლიდნენ და ამაზრზენი თვალებით შემომხედავდნენ....
.................................
უკვე მესამე დღეა რაც აქ ვარ... სულ მთლად სისხლიანი ისევ ამ წყეულ საკანში ვარ გამოკეტილი....
მაგრამ მალევე ჩემი საკნის წინ ერთი ქალი დგება... ის ურეაქციოდ მიყურებს და მათვალიერებს....
ის:პარკ ემა იუნგი თქვენ ხართ?
მე:და თქვენ ვინ ბრძანდებით?
ის:მე სასამართლოს მიერ თქვენთვის მოჩენილი ადვოკატი ვარ... კიმ ჰანა...
მან გისოსებში ხელი შემოყო.. იმისთვის რომ ჩამომერთმია... მაგრამ მალევე უკან გაწია.. რადგან მიხვდა რომ ამის გაკეთებას არ ვაპირებდი...
ჰანა:კარგით... თქვენი სასამართლო დღეს არის... თქვენ მკვლელობაში არამარტო ეჭვმიტანილი... არამედ დამნაშავედაც ხართ ცნობილი... ამიტომაც სასამართლოში თქვენი სასჯელის ვადის შემცირებაზე ვიმუშავებ..
მე:როგორ თუ დამნაშავე... მე არავინ მომიკლავს.. სახლში როცა მივედი ისინი.. ისინი უკვე მკვდრები იყვნენ...!!
ჰანა:ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.. დედათქვენი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ დანაშაულისთვის პასუხი აგოთ... გისურვებთ მან კოლონიაში არ მოისურვოს თქვენი გაშვება... რადგან ამ სიტყვის ერთხელ თქმაც საკმარისია იმისთვის რომ განაჩენი გამოტანილი იყოს....
მე:თქვენ რაღაც გეშლებათ... დედაჩემი ამას არ გამიკეთებდა!!
ჰანა:ეს შენ გეშლება ძვირფასო... ჯერ ძალიან პატარა ხარ იმისთვის რომ ამ ცხოვრების სისასტიკეს ჩაწვდე... მაგრამ ვწუხვარ რომ მას ასე ადრე გაუგე გემო..
მან დანაღვლიანებული თვალებით შემომხედა და წავიდა.... მისი გასვლისთანავე ორმა პოლიციელმა ქალმა გამიყვანა და მოწესრიგების საშვალება მომცა.....
......................
სასამარლოში ზუსტად დედაჩემის წინ ვზივარ... ის ზიზღით მიყურებს და ადვოკატს ყოველ 10 წუთში რაღაცას ეუბნება....
მალევე დარბაზში მოსამართლე შემოდის და სხდომა იწყება... დედაჩემის და ჩემი ადვოკატები ერთმანეთს სიტყვის დასრულებას არ აცდიან... ორივე გულმოდგინედ იცავს თავის აზრს.. მანამ სანამ სკამიდან დედაჩემი არ დგება და ერთ.. მაგრამ საშინელ სიტყვას იძახის...
დედა:კოლონია......
ჰანა:ის თქვენი შვილია!!! ამ ადგილისთვის როგორ იმეტებთ?!!დედა:ის უარესსაც იმსახურებს!!! მე მსურს ის კოლონიაში გავუშვათ... ხანგრძლივობა კი დანაშაულის შესაბამისი იქნება....
ის თავის ადგილს უბრუნდება და მალევე მოსამართლის ჩაქუჩის ხმაც მესმის... შემდეგ კი მისი სიტყვები...
მოსამართლე:გამომდინარე იქიდან რომ მოქალაქე პარკ ემა იუნგის ჩადენილი დანაშაული საკმაოდ მძიმეა... სასამართლოს მის მიმართ განაჩენი დაუყოვნებლივ გამოაქვს...
სასჯელის თანახმად მოქალაქე პარკ ემა იუნგს უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა... გამომდინარე იქიდან რომ ის არასრულწლოვანია... მოქალაქე პარკ ემა იუნგი დანაშაულს კოლონიაში მოიხდის... რომელიც მისივე მეურვის მიერ არის მოთხოვნილი....
სხდომას დახურულად ვაცხადებ.....
მოსამართლემ კიდე ერთხელ დაარტყა ჩაქუჩი მაგიდას და ყველა ფეხზე წამოდგა.. ჩემს გარდა... მე ისევ დედას ვუყურებდი.. ვფიქრობდი თუ როგორ გამიმეტა ამისთვის და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვერ ვიშორებდი....
.....................
ჰანა:ვწუხვარ რომ ყველაფერი ასე განვითარდა....
მე:მანვე მოითხოვა ჩემი კოლონიაში გაგზავნა.... ეს როგორ გააკეთა... 😭
ჰანა:იცი მაინც რა კოლონიაზეა ლაპარაკი??
მე:არასრულწლოვანთა კოლონია.. მგონი ამის ცოდნაც საკმარისია..!!
ჰანა:სამწუხაროდ ცდები ძვირფასო... ეს ის კოლონია ნუ გგონია სადაც ყველა არასრულწლოვანი მიყავთ... ეს მდიდრების კოლონიაა... გაგიკვირდა არა?? მართლაც იქ მხოლოდ მდიდარი მამიკოების შვილები ხვდებიან... მაგრამ დამერწმუნე იქ უარესი სიტუაციაა ვიდრე ჩვეულებრივ კოლონიაში...

მოკლედ რომ აგიხსნა....იქ მაშინ ხვდებიან როცა მდიდარ მამიკოებს არ უნდათ თავიანთი შვილების გამო სახელი გაუტყდეთ.. ამიტომაც მათ იქ აგზავნიან.. არავინ იცის თვითონ შიგნი რა ხდება.. მაგრამ კარგი რომ არაფერი ეს დანამდვილებით ვიცი... ნამდვილად არ მინდოდა ეს განაჩენი გამოეტანათ შენთვის მაგრამ ხომ ხედავ....ცხოვრება ასეთია... გისურვებ ცოცხალი გადარჩე..
ჰანამ მკრალად ჩაიღიმა და თავდახრილი ოთხიდან გავიდა....
მე ამ სასჯელისთვის დედამ გამიმეტა... ამ მგონია ამაზე მეტად შეძლონ ჩემთვის რამის ტკენა....
.......................
დედაჩემისვე მოთხოვნით კოლონიაში დღესვე გადავყავარ....
გზა იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა... ბოლოს როგორც იქნა ერთ უზარმაზარ კედელთან მივედით....
პოლიციელმა გარეთ გადამიყვანა და ორ ქალს ჩააბარა ჩემი თავი... მათ მანამ არ შემიყვანეს შიგნით სანამ პოლიციელები არ წავიდნენ...
შემდეგ კი ხელის ერთი აქნევით დიდი ჭიშკარი გაიხსნა და მეც შიგნით შევაბიჯე...
მათ უზარმაზარ შენობაში შემიყვანეს... საჭირო ნივთები გადმომცეს... რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნიფორმას და კიდე რამოდენიმე საჭირო ნივთს ითვალისწინებდა...
გამოცვლის შემდეგ მათ ჩემი ნივთები გადაყარეს და ბორკილები დამადეს...
.....................
რამოდენიმე გისოსის გავლის შემდეგ ერთ დიდ გარბაზში გავედით... გარშემო სულ საკნები იყო.. იმდენი რომ ორ სართულად იყო გადანაწილებული...
გარშემო სრული სიცარიელე.. საკნებშიც არავინ იყო...
ბადრაგი რომელსაც მივყვებოდი ზედა სართულზე ავიდა.. ერთ ერთი საკნის კარები გააღო და მანიშნა შიგნი შევსულიყავი... შესვლამდე ბორკილები მომხსნა და საკნის საკეტი გადაატრიალა...
წასვლამდე ნიშისმოგებით გამომხედა და მკრთალად ჩამიღიმა...
... :გისურვებ ცოცხალი გადარჩე... 😏

კოლონია😈🙈Donde viven las historias. Descúbrelo ahora