17

451 45 2
                                    

ჰაერი არ მყოფნის... სასწრაფოდ სააბაზანოში შევდივარ და სახეზე წყალს ვისხმა....
ხელები გაუცნობიერებლად მიკანკალებს და თავის ხელში აყვანა მიჭირს...
მახსენდება ყოველი დეტალი... მისი ყოველი გამოხედვა.... და მთელი სხეული მეყინება...
*ეს სიზმარი იყო... ეს უბრალოდ საშინელი კოშმარი იყო.... არარეალური.... დაივიწყე ემა... ეს არ მოხდება.... *
თავს ამ ფრაზებით ვარწმუნებ... მაგრამ ყოველი ახალი სიტყვა უარეს შიშს მგვრის...
ოთახში ბარბაცით გავდივარ... ვგრძნობ რომ სხეული აღარ მემორჩილება... წამიერად ფეხები მეკეცება და იატაკზე მოწყვეტით ვეცემი....
ბოლოს ყველაფერი შავდება... მე კი ამ სიშავეში ვიკარგები.....  ადამიანების უმრავლესობას რომ კითხოთ სიკვდილისადმი რა დამოკიდებულება აქვთ..... გეტყვიან რომ ეშინიათ.... გეტყვიან რომ სიკვდილი ყველაფრის დასასრულია და სწორედ ამისთვის ეს მიწიერი ცხოვრება კარგი საქმეების ჩადენაში უნდა განვლიოთ...
რათა ჩვენმა სულებმა სამარადჟამო სასუფეველი დაიმკვიდრონ სამოათხეში და ჯოჯოხეთის ცეცხლში არ დაიწვან....
ჰაჰაჰაჰჰაჰაჰ....
ძალიან სასაცილოა.....
და რა უნდა ქნას იმ ხალხმა რომლებიც დაბადებიდან ჯოჯოხეთში ცხოვრობენ....
როცა ამ.. სხვისთვის მშვენიერ მიწიერ სამყაროში... ჯოჯოხეთს პოულობ...
"მიწიერ ჯოჯოხეთს" ....
ყველასთვის განსხვავებული ადგილი ატარებს "მიწიერი ჯოჯოხეთის" სახელწოდებას..... ჩემთვის კი სწორედ რომ ეს ადგილი......
ადგილი სადაც მოხვედრას არავის უსურვებენ.... თვით დიადი მონსტრები უსუსურნი ხდებიან ამ ადგილას....
ადგილი სადაც დანდობა... შებრალება... პატიება... უცხო სიტყვებია....
სადაც სიკვდილი თავისუფლად დაძრწის.. მაგრამ შენამდე არასდროს მოდის....
რატომ?......
იქნებ იმიტომ რომ ფული ამ ჯოჯოხეთსაც ანათებს..... გაწამებენ.... სიკვდილამდე მიყავხარ.... მაგრამ სასიკვდილოდ არ გიმეტებენ.... სწორედ ეს არის მათ მიერ გადმოგდებული სამათხოვრო მოწყალება.... მოწყალება რომელიც ჩემნაირი ადამიანისთვის არაფრად ფასობს.....  ... :ჯეონგ ჯანგქუქ...გილოცავ..დღეს შენი წამების ბოლო დღეა...
ჩემ დროებით საკანთან ერთი ტიპი ჩერდება... რამოდენიმე სამათხოვროდ გადმოგდებულ სიტყვას თავისი ბინძური პირიდან აფრქვევს და აქაურობას შორდება....
საინტერესოა გარეთ რა ხდება... ბიჭები როგორ არიან... ახალი როგორ არის...
დიდი ხანია ასეათი ძლიერი სურვილი იმისა რომ მთავარ ფლიგელში დავბრუნებულიყავი... არ მქონია...
ეს ისეთი ადგილია სადაც დღისითაც კი წყვდიადი სუფევს... არასდროს იცი რა დროა... რა დღეა.. თითქოს აქ ყოფნისას მხოლოდ ერთი დღე იწელებოდეს საუკუნესავით ცოტა ხანში ისევ ის ტიპი შემოდის და საკნიდან გავყავარ.... ფეხზე დგომა საშინლად მიჭირს... სიარულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... ამიტომაც ცალი ხელით მიჭერს და დერეფანს მატარებს...
ვხედავ თანდათან ყველაფერი იცვლება...იმ საშინელ წყვდიადს ცივი სიბნელე ცვლის... ვგრძნობ რომ კარცერების საზღვრებს გავცდი.....
ამ ტიპმა ბიჭების ფლიგელში შემიყვანა.. ჩემი შესვლისთანავე საკნებში ხმაური ატყდა...
მან ჩემს საკანში შემაგდო და კარიც ჩაკეტა....
როგორც ჩანს ჯერ არ იყო დრო იმისა რომ დანარჩენი ბიჭები თვითნებურად გამოსულიყვნენ საკნებიდან... ამიტომაც ზოგიერთის შეძახილი ასე მესმოდა....

კოლონია😈🙈Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon