მე:აქ დრაკონის ტატუ ვის აქვს ხელზე...?!
ტაე:რაში გაინტერესებს??
მისი აგდებული ტონი საშინლად მაღიზიანებს...
მე:ჯინ აქ დრაკონის ტატუ ვის აქვს??
ჯინი:მინ ჯუუს.... რა მოხდა??
მე:მისი საკანი რომელია??
ტაე:ახალო რაში გვაინტერესებს მეთქი?!
მე მას გვერდი ავუარე და საკნიდან გავედი....
მე:ჯინ!!!
ჯინი:აი ის....
მან საჩვენებელი თითით ზედა სართულზე.. ერთი საკნისკენ მანიშნა...
მე ბიჭების ჯგუფს შორის მოურიდებლად გავიარე და იმ საკანში შევაბიჯე...
შესასვლელში ერთი გამხდარი... ძალიან ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა... ცალი თვალი ჩალურჯებული ქონდა...
მე:მინ ჯუ შენხარ !!!?
ის ისეთი შეშინებული მიყურებდა რომ ხმაც კი არ ამოუღია.. თითით საკანში მწოლიარე ბიჭზე მანიშა....
მის ხელზე მაშინათვე შევამჩნიე ტატუ.. ტვინში სისხლმა ამასხა....
მილი ძლიერად მოვიქნიე და მძინარეს მუცელში ჩავარტყი...
მან ტკივილისგან წამოიყვირა და საწოლიდან გადმოვარდა... ხელებს მუცელზე იჭერდა და ახველებდა...
მილი კიდევ ერთხელ მოვიქნიე და ზურგზე დავარტყი... ის იატაკზე გაიშოტდა და განწირული ბგერები ამოუშვა პირიდან....
მე:ამის მერე როცა გოგოზე ძალის გამოყენებას დააპირებ.. დაფიქრდი იქნებ მას ჩემნაირი მეგობარი ყავდეს...
თუ კიდევ ერთხელ შეეხები აროს იცოდე ამ საკანს შენი სისხლით მოვხატავ!!!!
გამოვტრიალდი და ის იყო საკნიდან უნდა გამოვსულიყავი რო ვიღაცამ ყელში წამავლო და ჰაერში ამწია...
ვიგრძენი ჩემს ფილტვებს ჰაერი რომ აღარ მიეწოდებოდა...
ჩემ წინ ვიღაც უზარმაზარი ტიპი იდგა... ჩემზე ორი თავით მაღალი და საშინლად დაკუნთული...
უკვე ხველება ამიტყდა როცა დავინახე ამ დიდიმა ტიპმა თვალები როგორ გადაატრიალა და მოწყვეტით იატაკზე დაეცა...ფეხებქვეშ სიმყარე ვიგრძენი თუ არა წონასწორობა როგორღაც შევინარჩუნე და წელში გავიმართე... დავინახე ტაეს გამწარებული სახე... ის ჩემსკენ წამოვიდა... მკლავში მწვდა და ფლიგელიდან გამათრია...
ბნელ... ცივ და უსიცოცხლო დერეფანში მიმათრევდა.... შიგადაშიგ მკრთალ შუქზე მის დაჭიმული ძარღვებს ვხედავდი... მესმოდა მისი ხმაურიანი სუნთქვა... მაგრამ არაფერს ამბობდა...
ბოლოს იძულებული გავხდი რომ სათქმელი მე მეთქვა...
მე:სად მიგყავარ??? მტკივა ხელი გამიშვი!!
ის წამში გაჩერდა და გამწარებული თვალები შემომანათა... ორივე ხელით მეცა და კედელზე მთელი ძალით მიმაჯახა... ვიგრძენი წამიერი თავბრუსხვევა ... მაგრამ ტკივილმა მალევე გამიარა...
ახლა თვალწინ მხოლოდ მისი გაცეცხლებული სახე მიდგას...
ტაე:გაგიშვა არა!!! იმ ტიპს ერთ ლუკმადაც არ ეყოფოდი... შენ სულ გამოშტერდი გოგო?!!!
ის ბოლო ხმაზე იდგა და ყვიროდა... მაგრამ ჩემი თავის ტკივილი არ მაძლევდა საშვალებას მეც ასეთივე ტონით მეპასუხა მისთვის... ამიტომაც შედარებით ხმადაბლა ვუთხარი...