22

425 44 3
                                    

მემგონი ეს ქალი გიჟია...
ის:მემგონი ეს შენნაირ ბიჭს არ გაუჭირდება.... 😏
მე:ჩემმნაირში რას გულისხმობთ?!
ის:აჰჰ... შენ ძალიან სიმპატიური ხარ... შეგიძლია თავი სიგიჟემდე შეაყვარო.. მერე კი გადააგდო... ეს მისთვის დიდი დარტყმა იქნება... ვიცი...
მე:და საიდან იცით?!
ის:იქიდან გამომდინარე რომ დედამისი ვარ... მას ძალიან კარგად უნდა ვიცნობდე... ხომ ასეა? 😉
მე:თქვენ..... ახალის დედა ხართ?!! 😳
ის:ახალის.... ოჰჰ მას ასე ეძახი... წარმომიდგენია როგორ წყინს... და დიახ მე სწორედ რომ ახალის დედა ვარ...
ამ მომენტში დიდი სურვილი გამიჩნდა რომ მისთვის დამერტყა... ამას გავაკეთებდი კიდევაც რომ არა ეს ბორკილები... რომლებითაც მაგიდაზე ვიყავი მიბმული....
ის:გაბრაზებული მეჩვენები... ანუ შენთვის ზედმეტად მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება... მაგრამ კარგი... მე დროს მოგცემ... შენ შეგიძლია ამ დროშივე იმოქმედო...თუ რათქმაუნდა შემოთავაზებაზე დამთანხმდები...
მან მკრთალად ჩაიცინა და ფეხზე ადგა.. ბადრაგმა მას კარი გაუღო... გასვლამდე კი ერთხელ კიდევ შემოტრიალდა....
ის:პარკ ემა იუნგის ინციდენტში ეს ბიჭი არ არის დამნაშავე... ვიცი ჩემი შვილი როგორი სუსტი ნერვების პატრონიცაა...
მან ბადრაგს რაღაც ანიშნა და წავიდა...
მალე კარცერის ნაცვლად საკანში დამაბრუნეს....
შესვლისთანავე ჯიმინმა გაკვირვებულმა დამიწყო ყურება...
ჯიმინი:ეს რა ჯანდაბაა... ვისია ამდენი სისხლი.... ჯეიქეი დაჭრილიხარ??!!
მე:მე არა.... ჩემი სისხლი არ არის...
საწოლზე დავჯექი...
ჯიმინი:ჯეიქეი რა ხდება??!!
მე:ახალმა თავის მოკვლა სცადა...
ჯიმინი:მოიცა რაა?! ეგ გოგო სულ გაგიჟდა?!! ახლა როგორ არის...? ან საერთოდ რა გააკეთა?!
მე:ვენები გადაიჭრა... ბევრი სისხლი ქონდა დაკარგული.... ექიმებს უთქვამთ რომ შანსი არ აქვსო....
ჯიმინმა თმა ნერვიულად გადაიწია და კედელს მიეყრდნო....
მალევე საკნის კარებები დაიხსნა... ყველა პატიმარი თავისი საკნიდან გამოვიდა და სასადილოსკენ წავიდა... ჩვენი ბიჭები კი მალე ჩემს საკანთან მოვიდნენ....
ჰოუპი:ოუუუ... ძმაო ეს რა არის?!!
ჯინი:დაჭრილი ხარ?! 😳
ჯუნი:ჯეიქეი რა გჭირს?!
მე:არაფერი... ჩემი არ არის...
მე ისევ საწოლზე ვიჯექი და თავი ხელებში მქონდა ჩარგული....
ტაე:ეტყობა ვიღაცას მაგრა დაერხა..
ჯიმინი:გეყოფა ტაე!!! ეს... ემას სისხლია...!!!
ტაეს სახე წამში შეეცვალა....
ტაე:ახალს რა დაემართა?!!
ჯიმინი:ვენები გადაუჭრია...
ტაე:ჯეიქეი ახლა როგორ არის?!! ან ეს რატომ გააკეთა!!! ეგ გოგო სულ გაგიჟდა?!!
მე:წადით.....
ჰოუპი:რაა??
მე:გადით საკნიდან!!!
ჯიმინი:ჯეიქეი.....
მე:გადითქო რო გეუბნები...!!!
მას მკლავში ვწვდი და ყველა გარეთ გავათრიე... საკნის კარები კი ძლიერად დავხურე....

კოლონია😈🙈Where stories live. Discover now