.... :ხომ ხედავ... მას ძულხარ... მოკვდი.. და დაამთავრე ამით ყველაფერი....
ის ისევ აქ იყო... დედაჩემის სისხლიანი სილუეტი ისევ აქ იდგა... ის ისევ ისე მიყურებდა როგორ ადრე... იმ სისხლის სუნი კი ჩემმამდეც მოდიოდა....ის მაჯანჯღარებს... მეძახის... ბოლოს კი მიხუტებს.... მის ტუჩებს შუბლთან ვგრძნობ... მისი გულიც ძალიან ჩქარა ცემს...ვჩუმდები... მაგრამ თვალებს არ ვახელ... მინდა ეს წუთები უფრო დიდხანს გაგრძელდეს...
მესმის როგორ საუბრობენ ვიღაცეები... მალევე სხეული გვერდით მწევს და მშორდება...
ეს რა იყო... რატომ წავიდა... თვალებს ვახელ და მის ამაყად მდგარ სხეულს ვხედავ... ის ზევიდან დამყურებს...
არცერთი არაფერს ვამბობთ.... მერე რამოდენიმე ადამიანის შეხება ფეხზე მაყენებს და სადღაც მივყავარ...
როცა ფიქრებს ვშორდები ვხვდები რომ უკვე საკანში ვარ... ბორკილებს მიკეთებენ და საწოლზე მსვავენ.... ჩემს წინ ერთი ბადაგი იმუხლება....
ის:პარკ... ასეთი ურჩონა აღარ გავიგო... დედაშენი შენს სუნთქვაში იხდის ფულს... მკვდარი არავის სჭირდები...!!
ფეხზე დგება და მიდის....
ჩემგან რამოდენიმე სანტიმეტრით დაშორებული კედლის ერთ წერტილს შევყურებ და ვერ ვმოძრაობ... ან არ მინდა ვიმოძრაო... ასე ყოფნა მომწონს...
.............................
ორი დღე გავიდა ამის შემდეგ... მე კი ისევ ასე ვზივარ... ერთი სიტყვაც არ მითქვამს... ერთხელ არ გავმოძრავებულვარ.....
ვხედავ.... მესმის... ვგრძნობ... მაგრამ მათზე ვერ ვახდენ კონცენტრაციას...
ან არ მინდა ეს გავაკეთო... ყველაფერზე ვფიქრობ გარდა ერთისა... დედა და მისი სისხლიანი სხეული... ამის გაფიქრება და ტანში გაცრა ერთია... მას თავს ვანებებ და უკეთეს მოგონებებს ვიხსენებ...
ეს კი მამშვიდებს...
......................აროს POV.
ჩემს საკანში ვარ და ემას საკანს ვუყურებ.. მინდა შევიდე... მაგრამ ვერ ვბედავ... მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას ვერ ვუძლებ....
უკვე მესამე დღეა რაც საკნიდან არ გამოსულა... ისევ ისე ზის როგორც სამი დღის წინ დასვეს... არც მოძრაობს და არც ლაპარაკობს...
სამი დღის წინ სამედიცინო ფლიგელი ისე დატოვა, რომ არავინ გაუფრთხილებია....
ზედამხედველობამ ის დერეფანში იპოვა.. სულ მთლად გაყინული და პანიკურ შეტევაში..... ვერავინ ეხებოდა.. მისი მდგომარეობა ზედმეტად რთული იყო... ამიტომაც შოკერსაც ვერ იყენებდნენ... ამიტომაც დამიძახეს.. მაგრამ მასთან შეხება ვერ გავბედე...
ამიტომაც ქუქთან წავედი... მინდოდა მისთვის დახმარება მეთხოვა მანამ სანამ უკიდურეს ზომებს გამოიყენებდნენ...
მასთან საკანში წავედი... შესვლისთანავე ავუხსენი ყველაფერი... მაგრამ მან არც კი მომისმინა... მკვახედ მითხრა უარი და საკნიდან ჩემი გათრევა სცადა...
ვცდილობდი მისთვის წინააღმდეგობა გამეწია... მაგრამ არაფერი გამომივიდა.. მან ხელი მკრა... რომ არა ჯიმინი კი აუცილებლად ბეტონზე ამოვყოფდი თავს....
მან გამასწორა და ჯეიქეისკენ გაიწია... მაგრამ შევაჩერე...
მე:გთხოვ... ახლა ამის დრო არ არის...
ჯიმინი:მასთან რა გინდოდა?!
მე:ემა... ის ცუდადაა... მინდა რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანაში დამეხმაროს... მაგრამ ის....
ჯიმინი ჯეიქეისკენ წავიდა... საკანში რაღაცაზე ლაპარაკობდნენ... მე ერთ ადგილას ვეღარ ვისვენებდი... ბოლოს გამოვტრიალდი და წამოსვლა დავაპირე, მისმა ხმამ კი შემაჩერა...
ჯ.კ:სად არის??!
მას გზა ვაჩვენე და ბოლოს იმ დერეფანში შევიყვანე... ემა დერეფნის შუაგულში იჯდა დაბოლო ხმაზე კიოდა.. ყველა ბადრაგი გარშემო ედგა და მიახლოებას ვერ ბედავდა....
მისი დანახვისას ჯეიქეის თვალები წამში შეიცვალა... ის მისკენ მოურიდებლად წავიდა და მასთან ჩაიმუხლა... ხელები ნელა შეახო და შეაჯანჯღარა... ემა არაფერზე რეაგირებდა... ბოლოს ხელები ძლიერად შემოაჭდო და ჩაიხუტა... ემა გაჩუმდა... მაგრამ არ ინძრეოდა... ჯეიქეიც მაშინათვე მომშორდა მას... რამოდენიმე წამის განმავლობაში უყურებდა... ბოლოს კი ზურგი შეაქცია და წავიდა....
ემა საკანში გადაიყვანეს იმის შემდეგ კი იქ ზის და არაფერზე რეაგირებს....