Jimin pov:
პირველად როდესაც მას შევხვდი, ნეუნი ციხეს მათვალიერებინებდა, რომ მესწავლა დერეფნები და არდავკარგულიყავი.
ეს იყო დიდი, ცივი და შემზარავი. ყოველთვის მძულდა დახურული და ბნელი ადგილები, უბრალოდ აქ დაკარგვის
გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი მივლის...მოძალადეები, მკვლელები,
ადამიანები გონებრივი პრობლემებით,
და კიდევ ბევრი...მათი უმეტესობა უამრავ აბსურდს ჩურჩულებს, რაც ყურებს მტკენს... მათკენ მიხედვა ვერ შევძელი, ამისთვის გამბედაობა არმყოფნის, სხეული
მიკანკალებს, გული კი სწრაფად მიცემს, იმდენად სწრაფად რომ ვფიქრობ მალე ნეკნებსაც გამიტეხს.ვიცი თუ ერთხელ მათკენ გავიხედები, მათი ჩურჩული უფრო ხმამაღალი გახდება, ჩემი უდანაშაულო თვალები კი აღარიქნება უდანაშაულო...
თუკი არ მემახსოვრებოდა აქ რატომვარ, აუცილებლად გავიქცეოდი აქედან და უკან აღარასოდეს მოვიხედავდი.
მაგრამ ისინი ბევრ ფულს მიხდიან, მეკი ფული მჭირდება, და აჰა, მეც აქ ვარ და ყველანაირად ვცდილობ, რომ ამ ჯოჯოხეთს შევეგუო..,,ამას მიეჩვევი და შენთვის ჩვეულებრივი რამ გახდება მალე, დამიჯერე,,
ნეუნმა ზურგზე ხელი მომისვა, რომ დავემშვიდებინე სანამ დერეფნისკენ წამიყვანდა...
,,ეს რისთვის არის?,,
ვკითხე და თვალები შპრიცისკენ მივმართე რომელიც მას
მთელი ამდროის განმავლობაში ხელში ეჭირა.,,ეს ჩვენი განსაკუთრებული პატიმარისთვის არის, იმისთვის ვისაც შენ მოუვლი დღეიდან,,
,,რატომ? რასგულისხმობ განსაკუთრებულში?,,
ვკითხე აკანკალებული ხმით .მან თავი საკანისკენ მიატრიალა რომლისკენაც ჩვენ მივდიოდით, დერეფნის მეორე მხარეს, რომელიც განცალკევებული იყო სხვა საკნებისგან...

YOU ARE READING
LOCKED
Random,,ჩვენ არაფერი ვიცით,არავინ გვეუბნება ის აქ რატომ არის,ერთადერთი რაც ვიცით,აქ თავისით მოვიდა ექვსი წლის წინ, და ის სახიფათო გახდება თუ ამ შპრიცს არგავუკეთებთ, ასე რომ ერთადერთი რაც უნდა გააკეთო ისარის რომ დარწმუნდე ყოველთვის წამლის ზემოქმედების ქვეშ...