pt 6

607 79 23
                                    

ნაზი კაკუნის თანხლებით,ჯიმინმა მინგის ოფისში შეაბიჯა და კარი უკან მიიხურა,სანამ მზერას მინგისკენ მიმართავდა,რომელიც მაგიდის უკან იჯდა და დოკუმენტებს ხელს აწერდა.
,,ამ საღამოს სადღაც უნდა წავიდე.,, ჯიმინმა აცნობა,ექიმმა კი ყველაფერი შეწყვიტა და მას შეხედა.

,,სად?,,

,,უცნობი ნომრისგან ესემესი მივიღე,მეუბნება რომ კონკრეტულ წვეულებაზე უნდა მივიდე,რომელიც კლუბში იქნება....და მხოლოდ ეს არ არის.,, ჯიმინმა ღრმად ჩაისუნთქა. ,,მან ჯონგუკის შესახებაც იცის,,

მინგის თვალები გაუფართოვდა,და კალამი ნელა დადო მაგიდაზე.

,,თუ მე წამოვალ ისინი არ გამოჩნდებიან.ისინი მხოლოდ ერთ მუქარაზე არ გაჩერდებიან,ჩვენ უნდა გავარკვიოთ ვინ არიან და რა უნდათ.,, მინგი ხმამაღლა ფიქრობდა. ,,მაგრამ მაინც,შენთან ერთად წამოვალ,და შორიდან გიყურებ,სადმე კლუბში დავიმალები. ,,მინგიმ შესთავაზა,და ჯიმინის პასუხს დაელოდა.

,,და იქნებ ისინი აქედან გამომყვნენ? ამასგარდა ვიცი ვინც არიან,ეს ქაი,ან მარკი იქნება,შეიძლება ორივეც..მათ ჯენი შეხვდა,და როგორც ჩანს მათ გადასარევად იცნობს.,, ჯიმინმა უთხრა შეწუხებული სახით.

,,მათი არ მეშინია,იმის უფრო მეშინია რომ პოლიციაში წავლენ და ჯონგუკზე რამეს იტყვიან.არ შემიძლია წავიყვანო და ისევ გავიქცეთ როგორც ეს წლების წინ მოხდა,ვერ გავრისკავ მას შემდეგ,რაც მის სახეზე ცვლილებები შეიმჩნევა.,,

მინგიმ თვალები დახუჭა და კეფა დაიმასაჟა. ,,ჯანდაბა რა სჭირს ამ გოგოს?ის დამპირდა რომ ფრთხილად იქნებოდა და პრობლემებს არ შემიქმნიდა.,, მინგიმ თქვა იმედგაცრუებული ხმით.
,,ვინ არიან ის ბიჭები,და რა უნდათ?,,

,,არ ვიცი,მაგრამ აუცილებლად გავარკვევ.,, ჯიმინმა თავის ტუჩის პირსინგს უკბინა,რომელიც ახლახანს იყიდა,და გაახსენდა როგორ უყურებდა ის ორი მას.

,,ტანსაცმელი მჭირდება,და მათ საყიდლად შენ წამომყვები.,, ჯიმინმა თქვა,როდესაც მინგის დაჰყურებდა.

LOCKEDWhere stories live. Discover now