,, რა ჯანდაბაა იუნგი,შეგიძლია შეწყვიტო ჩემი ძიძასავით მოქცევა?შემიძლია თვითონაც ვიზრუნო საკუთარ თავზე,არ მჭირდება რომ ყოველთვის ჩემს კისერთან ისუნთქო.,, თეჰიონმა თქვა და ცდილობდა ქერა თმიანი ბიჭის სიახლოვისგან გამოწვეული ბრაზი დაემალა...ისევ.
,,მას შემდეგ რაც მაშინ მოცდა როდესაც ბოლოს მარტო დაგტოვე,ფიქრობ იგივე შეცდომას დავუშვებ?სადაც წახვალ,მეც იქ წამოვალ.,, იუნგიმ თქვა ჯიუტად,მაგრამ მაინც უხაროდა რომ კლუბში თეჰიონთან ერთად წავიდოდა,ის საკუთარ დიდ ბინაში თავს ძალიან მარტოდ გრძნობდა.
თეჰიონმა ჯერ მას შეხედა,შემდეგ კი იუნგის ხელს,რომელიც მას მკლავში მჭიდროდ იჭერდა...და ამოიხვნეშა სანამ ხელს გააშვებინებდა.
,,როდის შეწყვეტ ამის გაკეთებას?როდის გაიგებ რამხელა ტკივილი ხარ ჩემთვის?,, თეჰიონმა თქვა ბრაზით,იუნგიმ კი ღრმად ჩაისუნთქა.
,,როგორც ჩანს არ მინდა ამის გაგება.,, იუნგიმ ჩაიჩურჩულა,თუმცა თეჰიონმა ვერ გაიგონა,რადგან უკვე კლუბის კართან იყო.
იუნგი ფიქრებში იყო დაკარგული,როდესაც თეჰიონს დაეჯახა,რომელმაც უეცრად სიარული შეწყვიტა.
მას თვალები გაუფართოვდა,და შოკისგან პირი დააღო,როდესაც ამ უიღბლო დამთხვევის გაანალიზებას ცდილობდა.
ჯონგუკი.
როდესაც იუნგი მიხვდა რა ხდებოდა და რა სიტუაციაში აღმოჩნდა,მაშინვე თეჰიონს გახედა,ის მთლიანად შიშმა შეიპყრო..წონა კი რომელსაც ბოლო რამოდენიმე დღე გულითა და გონებით დაათრევდა,მეტად მძიმე და აუტანელი გახდა.
ის არ იყო შეშინებული იმის გამო რომ თეჰიონი გაბრაზდებოდა ან რაიმე,მაგრამ იმის უფრო ეშინოდა რომ ის გაიგებდა რაც ჯონგუკსა და იუნგის შორის მოხდა მის ზურგს უკან..ყველამ იცოდა თეჰიონის გრძნობების შესახებ ჯონგუკის მიმართ ,მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენად ცდიდა ამის დამალვას.
YOU ARE READING
LOCKED
Random,,ჩვენ არაფერი ვიცით,არავინ გვეუბნება ის აქ რატომ არის,ერთადერთი რაც ვიცით,აქ თავისით მოვიდა ექვსი წლის წინ, და ის სახიფათო გახდება თუ ამ შპრიცს არგავუკეთებთ, ასე რომ ერთადერთი რაც უნდა გააკეთო ისარის რომ დარწმუნდე ყოველთვის წამლის ზემოქმედების ქვეშ...