როდესაც მინგი ოთახში შევიდა,საწოლთან იატაკზე მჯდომი ჯიმინი დაინახა,რომელიც ჯონგუკს უყურებდა და თმაზე ეფერებოდა.
,,ჯიმინ,,
ჯიმინი დაღლილი იყო. მისმა უძლურობამ და შიშის შეგრძნებამ დაღალა...სულ ცოტა აკლდა რომ დაცემულიყო,მინგის მკერდში ჩაერგო თავი და მთელი გულით ეტირა,რომ მთელი ტკივილი გამოედევნა,ბოლო ხმაზე ეყვირა სამყაროსთვის რომ მას და ჯონგუკს ამდენი ტანჯვა არ დაუმსახურებიათ.
უკვე დაიღალა იმით რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო,აღარ უნდოდა თავი მოეჩვენებინა რომ ყველაფერი კარგად იყო და ის ამ ყველაფერს გაუძლებდა,როდესაც სინამდვილეში დანებებამდე ცოტა აკლდა...მაგრამ ჯონგუკის სიყვარული და დაცვის სურვილი აჩერებდა.
,,ის ნახევარი დღე იქნება უგონოდ ჯიმინ,არ შეგიძლია უბრალოდ აქ იჯდე და ელოდო,დასვენება გჭირდება.,,
,,მისი დატოვება არ მინდა,ვიცი რომ ის ჩემს სიახლოვეს გრძნობს,აცნობიერებს რაც მის გარშემო ხდება.,, ჯიმინმა ჩაიჩურჩულა,როდესაც ჯონგუკის ნისლით დაფარულ,ცარიელ თვალებს უყურებდა.უნდოდა მის გვერდით დაწოლილიყო და თავი მის მკერდზე დაესვენა,თუმცა ეშინოდა რომ მას ამის ნება არ ჰქონდა,არ უნდოდა ჯონგუკისთვის მეტი ტკივიკი მიეყენებინა.
,,მე დავრჩები მასთან,გპირდები მასზე ვიზრუნებ,როდესაც გაიღვიძებს კი შეგატყობინებ.,,
ჯიმინმა თავი გააქნია ,,კარგად ვარ,არ დავღლილვარ,მასთან დავრჩები,შენ კი ჯობია ჯენის დაელაპარაკო,სანამ ამას თვითონ გავაკეთებ.,,
,,მან სახლი მანამდე დატოვა სანამ რამეს ვეტყოდი,უბრალოდ უსიტყვოდ გავარდა გარეთ.,,
,,ვფიქრობ უკეთესი იქნება ჯონგუკი წავიყვანო და წავიდე.,,
,,სად უნდა წახვიდე ჯიმინ?,,
,,შეგვიძლია რამოდენიმე დღე სასტუმროში გავატაროთ. ჯერ კიდევ საჭიროა რომ ნეუნს დაველაპარაკოთ,ყველაფერი მის ნათქვამზეა დამოკიდებული,ამის შემდეგ კი შევძლებ გეგმაზე ვიფიქრო.,,

YOU ARE READING
LOCKED
Random,,ჩვენ არაფერი ვიცით,არავინ გვეუბნება ის აქ რატომ არის,ერთადერთი რაც ვიცით,აქ თავისით მოვიდა ექვსი წლის წინ, და ის სახიფათო გახდება თუ ამ შპრიცს არგავუკეთებთ, ასე რომ ერთადერთი რაც უნდა გააკეთო ისარის რომ დარწმუნდე ყოველთვის წამლის ზემოქმედების ქვეშ...