jimin pov:
იდიოტივით ვიღიმოდი ,როდესაც საუზმეს ვამზადებდი,ჯონგუკი სააბაზანოში ორ საათზე მეტი იყო ჩაკეტილი,დრო და დრო შემოწმებაც კი მეწივდა ,რათა დავრწმუნებულიყავი კარგად იყო და არსად წასულა,ცოტა არ იყოს მეშინოდა რომ უსიტყვოდ გაიქცეოდა ჩემგან.
მახსოვს როგორ გაუნათდა თვალები ,როდესაც აბაზანა და შხაპი ვახსენე, ის მორცხვი იყო ,მაგრამ ამან არ შეაჩერა რომ აბაზანისკენ გაქცეუკიყო,მიუხედავად იმისა რომ არ იცოდა სად იყო,ასე რომ უკან გავეკიდე და საწყობი ოთახიდან გამოვიყვანე,შემდეგ კი აბაზანისკენ გავუძეხი.
მას შეუძლია ძალიან საყვარელი და თბილი იყოს, ვისურვებდი რომ სცოდნოდა რამდენად სასიამოვნო პიროვნება იყო,და რამდენად მომწონდა ის.
,,მის გამო?,,
მისი სიტყვები ისევ გონებაში მიტრიალებდა...არა,ეს ასე არ იყო.როდესაც ვთქვი რომ მისი დახმარება მინდოდა, მის მეორე პიროვნებაზე არ ვფიქრობდი,მისი სიახლოვე ამის ნებას არ მაძლევდა.
როგორც ყოველთვის,მას აქვს აურა,რომელიც სიმშვიდეს მაკარგვინებს როდესაც მის გარშემო ვარ,ის ყოველთვის მაშინებს როდესაც ჩემს წინ არის,ამ დროს მთელი სხეული მითრთის ,ყოველთვის ვსტრესავ ჩემს თავს იმაზე ფიქრით თუ როგორ დაველაპარაკო ან მოვიქცე.
ვგრძნობ როგორ მიხურდება ლოყები ,როდესაც მისი ცივი ,ინტელიგენტური მზერა მახსენდებოდა,რომელიც მე მაკვირდებოდა.
ასე ჩემთვის არასოდეს არავის შემოუხედავს,და შემიძლია დავიფიცო რომ მას ჩემი სულის დანახვა შეუძლია.არ ვაპირებ რომ დავნებდე,მინდა მისი ნდობა დავიმსახურო,მინდა მასთან ახლოს ვიყო..ეს გრძნობა იმაზე ძლიერია რაც კი ოდესმე მიგრძვნია აქამდე..ყველაზე საშიში კი ის იყო რომ არმესმის რატომ.
,,ჯიმინ?,,
სწრაფად შევბრუნდი და სამზარეულოს კართან მდგომი ჯონგუკი დავინახე,რომელიც მე მიყურებდა.
YOU ARE READING
LOCKED
Random,,ჩვენ არაფერი ვიცით,არავინ გვეუბნება ის აქ რატომ არის,ერთადერთი რაც ვიცით,აქ თავისით მოვიდა ექვსი წლის წინ, და ის სახიფათო გახდება თუ ამ შპრიცს არგავუკეთებთ, ასე რომ ერთადერთი რაც უნდა გააკეთო ისარის რომ დარწმუნდე ყოველთვის წამლის ზემოქმედების ქვეშ...