pt 10

488 65 23
                                    

ჯიმინმა ოთახში შესვლის თანავე თავისი ნივთები დივანზე დაყარა,საწოლზე დაეცა და შვებით ამოისუნთქა..ის ჭერს უყურებდა და იმაზე ფიქრობდა რაც რამოდენიმე საათის წინ მოხდა.

ჯონგუკის დედა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან რასაც ჯიმინი ფიქრობდა.

ჯიმინმა მის გვერდით მწოლ და ღრმად ჩაძინებულ ჯონგუკს გახედა,რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რომ ჯიმინი დედამისს შეხვდა. მან შანსი გამოიყენა და უთქმელად წავიდა როდესაც ჯონგუკი გარშემო  არ იმყოფებოდა.როგორც ჩანს ჯონგუკს მის ლოდინში ჩაძინებოდა.

ჯიმინი დასევდიანდა როდესაც მის საყვარელ,უდანაშაულო სახეს უყურებდა, თავს ცუდად გრძნობდა იმის გამო რომ ასეთი მნიშვნელოვანი რამ დაუმალა. ჯონგუკი ბევრს წვალობდა,გამოჯანმრთელებას ცდილობდა და მათი ურთიერთობაც შესანიშნავად მიდიოდა. რამოდენიმე დღის წინ მინგისაც კი გაყვა რომელიც თავის მშობლებს უნდა სტუმრებოდა. ამაზე ნამდვილად არ ულაპარაკიათ,მაგრამ მინგი ჯიმინს ყველაფერს აცნობებდა.ჯიმინი ძალიან ამაყი იყო,ჯონგუკი მეტად გახსნილი გახდა და მინგის თქმით მის მშობლებთან ცოტაც ილაპარაკა,მათ ისიც კი თქვეს რომ ჯონგუკი მოეწონათ და მასთან შეხვედრა კიდევ სურდათ. ეს ჯიმინს იმედს აძლევდა და გულს უთბობდა.

თუმცა ჯიმინმა კარგად იცოდა რომ ჯერ არ უნდა ეზეიმა და არ უნდა ეფიქრა რომ უკვე ყველაფერი კარგად იყო. ჯონგუკის დედასთან შეხვედრა კი გადაწყვიტა ამჯერად საიდუმლოდ შეენახა.

ჯიმინი მისკენ გადაბრუნდა და თავი იმავე ბალიშზე დადო,რომელზეც ჯონგუკს ედო,მან ბიჭის სახე შეათვალიერა,შემდეგ კი ხელი მისი ლოყისკენ წაიღო რომ ნაზად მოფერებოდა,თმა ყურს უკან გადაუწია და შუბლი,შუბლზე მიადო

,,ჩემო სიყვარულო.,, ჯიმინმა ჩაიჩურჩულა და ცხვირზე ნაზად აკოცა სანამ ტუჩებზე გადაინაცვლებდა.

ჯიმინი ნერვიულობისგან კანკალებდა სანამ ჯონგუკის დედას შეხვდებოდა..ცდილობდა მშვიდი ყიფილიყო,მაგრამ მისი მოკვლის გზებზე ფიქრს ვერ აკონტროლებდა.

LOCKEDWhere stories live. Discover now