საკუთარ გონებაში დაკარგული /ნაწილი 2

618 91 32
                                    

ოთხი წლის შემდეგ. jimin's POV

"და რას აპირებ ჯიმინ? მთელი შენი ცხოვრება მასზე იზრუნებ?"
მინგიმ მკითხა,მე კი უსიტყვოდ დავუქნიე თავი.

"ნამდვილად მსხვერპლად წირავ საკუთარ თავს რო-"

ხელი მაღლა ავწიე მის გასაჩუმებლად.

"ვინ თქვა რომ სხვერპლი გავიღე? არა,სინამდვილეში ბედნიერი ვარ ,რომ საკუთარი თავი მე მომანდო,რომ ამდენად მენდობოდა, ეს ყველაფერია რაც კი ოდესმე მდომებია."

"ჯიმინ...." მინგიმ ხელი მხარზე დამადო,და მღელვარებით მიყურებდა. "მეც ვღელავ ამ ბიჭზე,ის მინდა,რაც მისთვის უკეთესი იქნება,მაგრამ შენ მთელი ცხოვრება წინ გაქვს,შენ არ შგიძლია დღე და ღამე იმუშაო,მასზე ზრუნვისთვის,მან არც კი იცის რომ მის გვერდით ხარ"

"შენ არ გესმის,ხომ ასეა? სიამოვნებით ვიმუშავებ დღე და ღამე,რათა ის დაცული იყოს"

"შენს მშობლებს მაინც დაურეკე,ისინი გაგიგებენ და დაგეხმარებიან"

"არა. მათ თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს,როდესაც ისინი ბოლოს ვნახე,და მე მათ არაფერში ვადანაშაულებ,მათ ჩემთვის კარგი უნდათ,ეს მესმის, მაგრამ ვერაფერს ვერ გავრისკავ..როდესაც საქმე მის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს ეხება,მე მას დავპირდი რომ არ მივატოვებდი,რომ დავიცავდი,ისინი კი მას ჩემგან წაისყვანენ,ჩაკეტავენ,და ვინ იცის რას გაუკეთებენ."

"ჯანდაბა,სულელო ბიჭო,ვიცი ეს რამდენად მტკივნეულია შენთვის, ვერ გამასულელებ ჯიმინ"

"კარგად ვარ"

მინგის სიტყვები მიტრიალებდა თავში,როდესაც ახალი ბინის კარი გავაღე,ბევრი მუშაობის შემდეგ,როგორც იქნა შევძელი რომ ეს მეყიდა,ერთი კვირის წინ,რათქმაუნდა კრედიტის საშუალებით,რომელიც ბანკიდან ავიღე.

კარი ჩემს უკან დავხურე,და გამეღიმა,როდესაც სავარძელში მჯდომი ჯონგუკი დავინახე,სწორედ ისე,როგორც 3 საათის წინ დავტოვე.სწრაფად გავიქეცი მასთან,და მის მკლავებში ჩავხტი.

LOCKEDWhere stories live. Discover now